ჰიუსტონ
ვინაიდან და რადგანაც ამას კითხულობთ, სავარაუდოდ, ამჟამად თქვენი ერთადერთი მიზანი, ამ ბლოგის ავტორის შესახებ ინფორმაციის მიღების წყურვილი გამოძრავებთ. მაშ, რამეთუ წყალი უფასოა, ბოლომდე მოვუშვათ ონკანი და დავიოკოთ მოთხოვნილება.
ბლოგის ავტორი, იგივე ჰიუსტონ, გახლავთ რა კოსმიური ჯვაროსანი, თავს თვლის რა ავიაციისა და მფრინავი მოწყობილობების დემიურგად, მსოფლიოს ნომერ პირველ ავიატორად და იუმორის ზეადამიანური ნიჭით დაჯილდოვებულ უცხოპლანეტელ კიბორგად. ფილოსოფიის იმ მოზღვავებულ ტალღებს, რომლებსაც ეს სამყარო ვეღარ იტევს, იგი წერს აქ და ხალხის სამსჯავროზედ გამოაქვს. ჰიუსტონ იმედოვნებს, რომ კარმა, რომელიც მას უკვე ხუთი ზამთარია ათბობს, კიდევ დიდ ხანს გაათბობს და ბევრ ზამთარს გაატანინებს.
თავისუფალ დროს იგი შოკოლადის ჭამით ტკბება და კაცობრიობის კეთილდღეობაზე ზრუნავს.

ეს რა ვიპოვეე

კიდევ ერთი ახალი საიტი ჩემი rss-სთვის
აქამდე რატომ არ ვიცოდი ამის შესახებ?
ამიერიდან გეცოდინება!
კარგია, რომ დაRSSე.
მეც დაგაRSSე
ჰეი!
და რატომ “ჰიუსტონ”? საიდან მოვიდა ეგ უზერნეიმი?
ისე, თავის დანიშნულებას ასრულებს და საკმაოდ დამაინტრიგებელია
მეც თავიდან სწორედ “ჰიუსტონმა” დამაინტერესა და ასე მოვხვდი ამ ბლოგზე
Houston, იგივე ჰიუსტონ, ნასას კოსმიური ცენტრის სახელია. კოსმონავტები კოსმოსიდან ნასას ამ სახელით იძახებენ.
ბავშვობაში ასტონომიით ვიყავი გატაცებული და კოსმონავტი მქონდა მეტსახელი. მერე რამდენიმემ ჰიუსტონიც დამიძახეს და მეც მომეწონა ახალი სახელი – კოსმონავტს ჰიუსტონი ჯობია-მეთქი და აი, ასე მოხვდა ეს მეტსახელი ბლოგზეც! :-p ახლა შეცვლა მინდა, მაგრამ ჯერ არ ვიცი რითი…
არ ღირს შეცვლა, ჩ.მ.ა.
მადლობაჲ
shentan blogeruli intervius gaketebis idea maqvs da meili versad vnaxe ro iq momecera :S
da verc sxva sakontaqto sshualeba,xoooda, shemexmiane ra ramenairad..da sula r mindoda aq komentaris gaoftikeba,shegizlia cakitxvistanave moashto
ელ. უსტარი ვაფრინე პასუხად!
ეს ის ხუანია? მონიკას ხუანი? თუ მეშლება?
ვგონებ, ეგაა
bundovnad maxsovs eg seriali
რუსერთის პირველ არხზე გადიოდა კაი ხნის წინ. მთელი სამეზობლოს დიასახლისობა უყურებდა
ერთ–ერთი საუკეთესო ბლოგი რაც კი მინახავს
სიმართლე გიტხრა ნამდვილად არ მეგონა რო მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყავი, ძირითადად კაცებს ახასიათებს ასეთი კარგი ჰიუმორი
აწი ხშირად შემოვტანტალდები ხოლმე
ლოლ
მადლობა :დ
მევასები ჰიუსტონ : ))))))))))))
მოკრძალებული სალამი, ჰიუსტონს, ბიოს ბლოგიდან )))
ალეიქუმ სალამ!
ბარაქალა, ჰიუსტინ, ბარაქალა. ძალიან კარგი ბლოგი გაქვს. დასანანია, ბოლო ხანებში ცოტა პოსტს რომ დებ.
რაღაც მაინტერესებდა და იმედია, შენ დამეხმარები.
კოსმიურ ჯვაროსნებს ფეხბურთთან რა დამოკიდებულება აქვთ?
ძალიან ზოგადადაც არ ღირს ახსნა. ძირითადად, ის მაინტერესებს, რომელი გუნდის გულშემატკივარი ხარ. ერთი მცირედი დაკვირვება ვაწარმოე და მისი შედეგების დასაზუსტებლად მინდა შენგან შველა.
დამეხმარები?
ფრიად გმადლობთ. გუნდური ფეხბურთის გულშემატკივარი არ ვარ. მხოლოდ ნაკრებებს ვგულშემატკივრობ, ისი მსოფლიო ჩემპიონატებზე და რაც თავი მახსოვს, ყოველთვის გერმანიას ვუჭერდი მხარს, გარდა იმ ერთი შემთხვევისა 1998 წელს, როდესაც ჩემპიონი საფრანგეთი გახდა.
ჰიუსტონ, ხელმოწერები რომ ავაგროვოთ, წერას განაგრძობ?
რამდენი დაგჭირდება?
კარგი ჰო, თუ არ გინდა, არ დაგაძალებთ.