ჭორების ფედერალური ბიურო

2009 ოქტომბერი 19

დაინტერესებულხართ, საიდან მოდის სხვადასხვა ჭორები თუ ისტორიები – ძალიან სანდო პირისგან, უფრო ძალიან სანდო პირისგან, ბიძაშვილის მეზობლის მაზლისგან ალასანიას მასწავლებელი რომ იყო სკოლაში თუ რუსეთის აგენტებისგან?

ამ კვირას იპოდრომზე დოღის საყურებელი სკამების გადასახურავი მოხსნეს. ცხადია, ძნელია ასეთი ცვლილება არ შეამჩნიო, რადგან ის გადასახურავი საკმაოდ დიდი მოცულობისა იყო  და ამასთან დენიკინის დროიდან მოყოლებული იქაურობას ამშვენებდა. მომხდარმა ცვლილებებმა ძალიან დამაინტერესა: ნეტავ რისთვის ხსნიან? რა უნდათ? რას აპირებენ? მეორედ მოსვლა ხომ არ იწყება? ასე თუ ისე, აგერ ვერსიანი:

ვერსია #1-ს ორი შუა ხნის მამაკაცების ლაპარაკიდან მოვკარი ყური. ამ თემაზე საუბრობდნენ (და მეც ამაზე ვფიქრობდი სხვათაშორის იმ წამს), როდესაც მათ ჩავურბინე. ერთმა ჰკითხა, რატომ მოხსნეს ეს რაღაცაო, მეორემ დიდი თავდაჯერებით მიუგო, ავარიული იყოო და ხალხი რომ არ დაშავებულიყო, დროზე აიღესო. ეს ვერსია საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა და მეც კინაღამ დავიჯერე, როდესაც…

ვერსია #2 გამოჩნდა. ამის მიხედვით გადასახურავის აღების მიზეზი ის გახდა, რომ ვეღაცამ იგი ჯართში ჩააბარა. მაინც არავის სჭირდებოდა და ახლა რამეში მაინც გამოიყენებენო. ნაკლებად დასაჯერებელია, თუმცა, შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, ჯერ მაინც პირველ ვერსიას ვეყრდნობოდი. მეორე დღეს კი…

ვერსია #3-მაც მოაღწია ჩემამდე. ისიც ორი შუახნის მამაკაცის საუბრიდან, უფრო სწორიდ გადაძახილიდან შევიტყვე. ერთი უყვიროდა, გზის გაყვანას აპირებენო, ცალმხრივი იქნება, ოღონდ მარცხენა თუ მარჯვენაო, არ ვიციო. საოცარია, ვისი აზრი იყო აქ გზის გაყვანა. არ მეპიტნავა ეს ამბავი, მაგრამ მე ხომ ჯერ…

ვერსია #4-ის შესახებ არაფერი ვიცოდი. დღეს ორი ქალი მომხდარ ფაქტზე საუბრობდა. ერთ-ერთი ამბობდა, მშენებლობებს იწყებენ და 31-ში სულ დაიხურება აქაურობაო.

ვაი!

ამ ოთხი ვერსიის შეგროვება შევძელი სულ რაღაც 3-4 დღეში. თითოეული ვერსიის ავტორისთვის რომ მეკითხა, საიდან იცი ეგ, დარწმუნებული ვარ, სანდო წყაროებიდანო, მეტყოდა. არადა, არავინ აზრზე არ იყო საერთოდ რა ხდებოდა. ზოგი ან თავის აზრს ან უკვე სადღაც შემთხვევით ყურმოკრულ ამბავს ამბობდა. ასეა, სანდო წყარო ხანდახან არც ისე სანდოა, როგორც გვგონია და ჭორ-ლეგენდებიც იქიდან იწყება, სადაც ორი ან მეტი ადამიანი რაიმეზე საუბარს იწყებს.

ვინ იცის, კიდევ რამდენი ლეგენდა დადის სკამების გადასახურავის აღებასთან დაკავშირებით. რუსების აგენტები, ალბათ, დღედაღამე მუშაობენ ამ საკითხზე.

17 Responses leave one →
  1. 2009 ოქტომბერი 19

    5ე ვერსია: ტ…ში უნდა შეიტონონ :) :):)

  2. 2009 ოქტომბერი 19

    ლოლ რა კარგი პოსტია, მომეწონა :)
    მე კიდევ სხვა ვერსიაც ვიცი :>

  3. 2009 ოქტომბერი 19

    :) )) ჩემი ერთი ნაცნობისთის რომ გეკითხა 2009-ში კაკ მინიმუმ 4 ომი უნდა ყოფილიყო და ეს ამბავი ზუსტად იცოდა.. მისი ნაცნობი თუ კიდე იმის ნაცნობი სადღაც მუშაობდა და..

  4. 2009 ოქტომბერი 19

    ვისოცკის ქონდა სიმღერა ჭორებზე… ეგ გამახსენდა :)

  5. 2009 ოქტომბერი 19

    მე კაი ხნის წინ ვიცოდი რომ მაინდ მშენებლობებს იწყებდნენ :( ((( რამდენად მართალია არ ვიცი… ამდენი სახლი რა იმის იმათ უნდათ არ ვიცი :? ვინ უნდა იცხოვროს ამდენმა ამ ქალაქში ვერ არიან ეგენი … ეეეეჰ იპოდრომი იმდენი დანიშნულება აქვს მაქაურობას ჩემთვის :( (((( ფრიად გულდაწყვეტილი ვარ :( ხო ისა კიდევ ერთი ჭორი გავიგე იპოდრომი თბილისის ზღვაზე გადააქვთო :lol: და ზოოპარკი გლდანშიო :) ))))

    • 2009 ოქტომბერი 19

      ეგენი მეც გავიგე, ოღონდ 2 წლის წინ და იმის მერე იპოდრომი ჯერ-ჯერობით ადგილზეა და იმედია მუდამ ადგილზე იქნება
      :D

  6. 2009 ოქტომბერი 19

    :) არ გინდა კომენტარების ვიჯეტი დაამატო ბლოგს? :wasntme: ბოლო კომენტარები უფრო ადვილი საპოვნელი იქნება მკითხველისთვის

    • 2009 ოქტომბერი 19

      არ მეგონა მაგ რაღაცას რაიმე სასარგებლო გამოყენება თუ ჰქონდა :D
      დავამატებ უეჭველი

  7. 2009 ოქტომბერი 19
    teonala permalink

    აუ ეს რა კარგი ბლოგი ვიპოვნე, ნეტავ ვინ ხარ ავტორო ? :D

    ბოლო 6 პოსტი სულმოუთქმელად წავიკითხე და დანარჩენს გავაგრძელებ :) )

    კარგად წერ და ასე გააგრძელე, წარმატებებს გისურვებ :hug:

    რაც შეეხება იპოდრომს, ახალ რამეს აშენებენ და ალბათ დაიცყო უკვე რეკონსტრუქცია.

    ის 2 კაცი, ვისაც ეგონა, რომ დაზიანებული იყო სახურავი და იმიტომ ჩამოხსნეს, ალბათ წყლიან ჭIქას ნახევრად სავსეს ხედავენ, დაე იყოს მასე მათთვის :)

    • 2009 ოქტომბერი 19

      გაიხარე, დიდი მადლობა :D

      იმედია, იპოდრომს მაინც არ აიღებენ… იმედი ბოლოს კვდებაო

  8. 2009 ოქტომბერი 24

    :D dzalian kargi blogi gaqvs magrad momewona chemtanac shemo

  9. 2009 ოქტომბერი 31

    :D hahahaha :D

დატოვეთ გამოხმაურება

Note: You can use basic XHTML in your comments. Your email address will never be published.

Subscribe to this comment feed via RSS