Skip to content

საწყისი

11 December, 2008

მილა იოვოვიჩიბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე მილიონობით ადამიანისთვის მიმებაძა და საკუთარი ბლოგი შემექმნა. ეს იდეა ჯერ კიდევ სექტემბერში გამიჩნდა, მაგრამ მის განხორციელებას არ ვჩქარობდი. თან სახელიც არ ვიცოდი რა დამერქმია. მერე, ერთხელაც, ინტერნეტში რომ დავძვრებოდი უსაქმურობის ჟამს, ერთ სურათს წავაწყდი, რომელმაც ამ ბლოგის სახელი შთამაგონა. აი, ეს სურათიც აგერ თქვენს წინაშეა. ალბათ, მიხვდებოდით ეს მშვენიერი ქალბატონი ვინცაა. ვერ მიხვდით? აბა მაშვინ რა უნდა გელაპარაკოთ კაცმა?! მოკლედ, ეს არის მოდელი, მომღერალი და მსახიობი მილა იოვოვიჩი. აქვე დავსძენ, რომ ძალიან კარგი სიმღერები აქვს (მე მომწონს და რიავიცი…).

დიახ, ვიცი, დებილობა სახელი შევარჩიე, მაგრამ დასამახსოვრებლად მგონი ძნელი არაა. თუ ინგლისური კარგად არ იცით, აგიხსნით, რომ Crusader ინგლისურად ნიშნავს ჯვაროსანს. კოსმოსის ჯვაროსანი – მგონი, ზესახელია. ბლოგის ფრთოსანი წინადადება (ანუ დევიზი) იქნება ”მოდი, სუპი ჭამე, გაცივდა!”

ახლა ცოტა რამ ჩემ შესახებ. მე ვარ ჯაან სქესუალური, დაცემავეღარადგომა, ქუულ გიორლ. მეტი ინფორმაციის მოწოდება აკრძალული მაქვს სპეცსამსახურის მიერ, ასე რომ მე მაპატიეთ…

ამ ბლოგში დავწერ ცხოვრების ამაოებაზე, სიყვარულზე, ბიჭებზე, ლოვეზე, ვიქტორიას სიკრეტზე, მოდაზე და რებელდე ვეიზე. მართლა კი არა… :ესხუმრობაიყო: მოკლედ, რაც ჩამოვთვალე, მაგაზე არ დავწერ ნამდვილად! ნუ ცხოვრების ამაოება კიდევ ჰო… თქვენც ერთი-ორჯერ შემოიხედეთ ხოლმე და თავად გაიგებთ, რაზეც წერია. ერთი-ორი ინგლისური ნაწერიც თუ ნახეთ არ გაგიკვირდეთ. ჩემი სიბრძნე არამარტო ქართულის მცოდნეებმა, არამედ უცხოელებმაც ხომ უნდა წაიკითხონ?! წერასაც აქ დავასრულებ, რადგან საქმენი საჭირბოროტონი მიხმობენ! კეთილი იყოს კოსმოსის ჯვაროსნის მობრძანება ვორდპრესში.

—დასასრული—

3 Comments leave one →
  1. 16 October, 2009 12:28 PM

    ai amitom miyvars blogis arqivebshi qeqva xolmee😛 :)))

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: