Skip to content

რა მოუვა მობილურს თუ მას მეოთხე სართულიდან ჩააგდებ?

18 December, 2008

ალბათ, ბევრს გნდომებიათ მობილურით ფეხბურთი, ბეიზბოლი, ჩოგბურთი ან თუნდაც კალათბურთი გეთამაშათ. თუმცა, უმეტესობა ამას ვერ ბედავდით, რადგან საკმაოდ ძვირფასი საკომუნიკაციო საშუალება გქონდათ. ალბათ, მობილურის ბალკონიდან გადაგდებაც გაგივლიათ გონებაში… თუმცა, თქვენ მაინც არ გადააგდებდით და კითხვა, რა მოუვა მობილურს თუ მას ბალკონიდან გადავაგდებთ, პასუხგაუცემელი რჩებოდა.

მაგრამ დადგა დრო ამ პასუხს კითხვა გაეცეს, დაფარული გაცხადდეს, გამომზეურდეს, ფარდა აეხადოს, ნათელი მოეფინოს და სიმართლე სააშკარაოს იქნას გამოტანილი!

ნოკია 6220 - ტელეფონი ლეგენდაკითხვა: რა მოუვა მობილურს თუ მას მეოთხე სართულიდან ჩავაგდებთ?

პასუხი: ჩემს შემთხვევაში, მხოლოდ ეკრანი შეეწირა ამ ამბავს.

არ იფიქროთ ახლა, რომ მობილური საკუთარი ნება-სურვილით ჩავაგდე მეოთხე სართულიდან, რათა ამ კითხვის პასუხი გამეგო. ბოლო-ბოლო, იგი 4 წელი უანგაროდ მემსახურებოდა და ჩემგან მხოლოდ (ისიც იშვიათად) დატენვას თუ ითხოვდა ხოლმე. ასეთ ერთგულ მეგობარს მე არავითარ შემთხვევაში არ გავწირავდი. თუმცა, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო!

მობილური პალტოს ჯიბეში მედო. უნივერსიტეტის კიბეზე რომ ავრბოდი, ამ დროს ვეღაც ჩამორბოდა. გვერდი გამკრა, მობილური ამოვარდა და წუილით გადაეშვა უფსკრულში. მხოლოდ ის დავინახე, როგორ დაეცა იგი ბეტონის იატაკზე და როგორ გაიფანტა მისი ნაწილები ყველა მიმართულებით (აქ: შენელებული კადრი, წარმოიდგინეთ, მობილური ვარდება და Professional-ის მუსიკა ფონად მიდის). ჩვენი ერთად ყოფნის 4 მშვენიერმა წელმა ერთ წამში გამიელვეს თვალწინ. რა ბედნიერი წლები იყო. კარგი მობილური იყო, თუმცა მიცვალებულებზე ცუდის თქმა ხომ არ შეიძლებაო?!

არა და გუშინ ვნახე, რეკავდა…

ბევრი სისხლი დაღვარა საწყალმა ტელეფონმა. მისი ნაწილები აქეთ-იქით იყო მიმოფანტული. დიდი მოწიწებით შევაგროვე და აუდიტორიაში, ჩემს მერხზე, დავასვენე. შემდეგ ავაწყვე: ასეთ მდგომარეობაში ხომ არ დავტოვებდი, ცოტა პატივისცემა ხომ უნდა გამომეჩინა?! ბედი ვცადე და Power-ს დავაჭირე.

ჩაირთო! მაგრამ ეკრანი გამტყდარიყო. ზარიც შემოდიოდა, ხმაც ჰქონა, მეც ვრეკავდი, მოკლე ტექსტურ შეტყობინებასაც წერდა/იღებდა, მაღვიძარაც ჯანზე იყო და რადიოც ვაჟკაცურად მუშაობდა! მოკლედ, ყველა ფუნქცია ადგილზე იყო. აი, ეკრანი კი შეეწირა ამ ამბავს. რას იფიქრებდა კაცი.

მთავარია მუშაობს. იმედია ეკრანი გამოცვლადია. არ მინდა, ჩემი და ტელეფონის ურთიერთობა ასეთი კრახით დასრულდეს! ჩვენ ხომ 4 წელი ერთად ვცხოვრობდით.

პ.ს. არ ეცადოთ, თქვენს ტელეფონზე იგივე ექსპერიმენტის ჩატარებას. თუ დაინტერესდით, რა ტელეფონი მაქვს ასეთი, გეტყვით, რომ ეს არის ერთადერთი და განუმეორებელი, ტელეფონების კუმირი და მიბაძვის ობიექტი, ტელეფონი-ლეგენდა და ზეტექნიკა: ნოკია 6220 (2003 წლის მოდელი და გამოშვება)!!!

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: