Skip to content

ორი ათასმერვე წელი

27 December, 2008

მოდი გავაკეთოთ რამე!სულ რამდენიმე დღეში ქრისტეს შობიდან 2009-ე წელში გადავა კაცობრიობა. აბა, რას წარმოიდგენდა ნოსტრადამუსი, რომ 2000 წელს არმაგედონი არ იქნებოდა და ხალხიც მშვიდად გააგრძელებდა საკუთარ არსებობას. თუმცა, ასეთ არსებობას ისევ არარსებობა სჯობსო. ვერ ვიტყვი, რომ ეს წელი კაცობრიობისთვის სარფიანი და განსაკუთრებით მშვიდობიანი იყო. საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წელიც იყო. ყველაზე გასაოცარი კი მაინც ის ფაქტი იყო, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი შავკანიანი მუსლიმი გახდა, ვისი მეორე სახელია ჰუსეინი. აი, ამას ნოსტრადამუსი კი არა, ალბათ, ღმერთიც ვერ წარმოიდგენდა. თუმცა, არ ღირს ღმერთის შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენება – მას ეს, ასე თუ ისე, ეცოდინებოდა.

მსოფლიოში კიდევ უამრავი ცუდი და კარგი ამბავი მოხდა, რაც მე არ ვიცი და სავარაუდოდ, ვერც ვერასდროს გავიგებ. ჩემს თავს რაც შეეხება, ბევრი რამე ვისწავლე და ავითვისე. თუმცა მაინც ერთი დაუმთავრებელი საქმე მრჩება ვგონებ: დოსტოევსკის ”დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი” დავიწყე ჯერ კიდევ ზაფხულში. მას მერე ათასმა წყალმა ჩაიარა და შუამდე ძლივს ჩავედი. ეს წიგნი არც თუ ისე წარმატებული გამოუვიდა, მგონი, რუს მწერალს… ვერ იკითხება რაღაც კარგად და ეჭვი მეპარება, რომ წელს დავამთავრო მაგის კითხვა.

მოკლედ, სულ ეს იყო და დანარჩენი თოვლის ბაბუისთვის მიმინდია. მაგან იცის ახალ წელს როგორც უნდა დახვედრა.

No comments yet

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: