Skip to content

ფრიად საჭირბოროტო საკითხი/რა სარგებლობა მოაქვს ბლოგს თანამედროვე საზოგადოებისთვის??

5 January, 2009

დავბლოგო თუ არა?არ ვიცი რატომ, მაგრამ დასაწერი აღარაფერი მაქვს. უფრო სწორად, დასაწერი კი ბევრია, მაგრამ არ ვიცი, როგორ, რისთვის, ვისთვის ან საერთოდ რატომ დავწერო. ის კითხვაც მებადება ხოლმე, ვინმე თუ კითხულობს საერთოდ ბლოგებს?!

მართლაც, თქვენ კითხულობთ ბლოგებს? თუ, უბრალოდ, ერთ პოსტს ზერელედ თვალს გადაავლებთ, რაიმე ნაცნობ სიტყვას თუ დაინახავთ ერთ კომენტარსაც მიაწერთ ზრდილობის გულისთვის და მორჩა. აი, გრძელ ნაწერს რომ დაინახავთ, ალბათ, ეგრევე ფიქრობთ: ”აუ, რა ბევრია, ამას რა წაიკითხავს, რეები უბოდიალია” და მომდენვნო პოსტზე გადადიხართ. შეიძლება, ხანდახან, ერთი კომენტარიც მიაწეროთ ისე, სხვათაშორისად: ”მაგარია!” არა და, რა იცი, ეგებ რა ეწერა?!

ადამიანებს უყვართ, როდესაც მათ უსმენენ და არა როდესაც ისინი ისმენენ. შესაბამისად, ბლოგერების უმეტესობას უყვარს წერა და არა სხვა ბლოგების კითხვა (მაშ, რისთვის გახსენით ბლოგი? რათა ვინმემ წაიკითხოს და გაიზიაროს თქვენი აზრი, ეს ხომ დღესავით ნათელია). ბლოგებსაც კი უმეტესად თვითონ ბლოგერები კითხულობენ; იშვიათად, რომ ვინმე უცხომ ორი წამით მაინც შემოიხედოს.

(მაგრამ რადგან ბლოგერებს წერა უფრო უყვართ, ვიდრე კითხვა,) აქედან გამომდინარეობს კითხვა, რა სარგებელი მოაქვს ბლოგს, თუ მას არავინ კითხულობს? და პასუხიც ლოგიკურია, არანაირი.

რაც არ უნდა გენიალური რამ გეწეროს, მას თავიდან ბოლომდე არავინ წაიკითხავს. აი, ეს არის სინამდვილე. რა თქმა უნდა, არიან გამონაკლისი ბლოგები, რომელთაც ხალხი მართლა კითხულობს. მაგრამ ათი ათასი ბლოგიდან ასეთი ხომ მხოლოდ ერთია და ყველას იმედი აქვს, რომ ის ერთი ბლოგი სწორედ მისია.

წაიკითხეთ ეს პოსტი ბოლომდე?

10 Comments leave one →
  1. marieasatiani permalink
    15 January, 2009 4:03 PM

    me vkitxulob blogebs. beeevr blogebs da tu momewona rac ar unda didi posti iyos, bolomdec vkitxulob, aba!🙂

  2. 27 February, 2009 5:36 PM

    წავიკითხე ეს პოსტი ბოლომდე =დ

    • ჰიუსტონ permalink
      28 February, 2009 2:13 PM

      ფრიად მოხარული ვარ.

  3. 9 March, 2009 11:31 PM

    წავიკითხე…
    მით უმეტეს რო მე ის ზარმაცი ბლოგერი ვარ, რომელსაც წერა ეზარება🙂

    კითხვაც🙂

    მოსმენა მირჩევნია🙂

  4. Riddle permalink
    6 May, 2009 4:30 PM

    მოკლედ, ეს დღეები სულ ვფიქრობ, რამე მნიშვნელობა აქვს ბლოგს გარდა იმისა, რომ ხანდახან მეტი არაფერია, თუ არა აი, ისეთი დღიური, უკომპიუტერო ადამიანებო რვეულებში და ბლოკნოტებში რომ წერენ-მეთქი. დისკუსიებიდან და კომენტარებიდან დავასვკენი, რომ აქვს (სარგებელი ყოფილაო და ამასაც მოუნდაო, გაიფიქრა მკითხველმა). სადმე შეკითხვის დასმას გუგლი ვარჩიე და გუგლმაც აქ შემომაგდო.

    ოოოდა, ღრმად პატივცემულო მებლოგევ, იქნებ შენ მაინც დასწერო, ან თითი დამიდო სადაც წერია და მე ვერ ვხედავ (რა უცნაურიც არ უნდა იყოს) )თუ რა სარგებლობა აქვს ბლოგს.

    საუკეთესო სურვილებით,

    მე

    პ.ს. ეს პოსტი რომ წავიკითხე, მერე მთავარ გვერდზე გავიჭერი, ხომ ნამდვილად ცოცხალი და სუნთქვადი ბლოგია მეთქი🙂 ერთობ ცოცხალი ყოფილა, ერთობ🙂

    • 8 May, 2009 1:33 AM

      ფრიად დიდი მსჯელობის შემდეგ იმავე პოსტში არის პასუხი კითხვაზე.
      ყურადღება, ციტატა ამავე პოსტიდგან: ”აქედან გამომდინარეობს კითხვა, რა სარგებელი მოაქვს ბლოგს, თუ მას არავინ კითხულობს? და პასუხიც ლოღიკურია, არანაირი.”
      თუ ამას გულისხმობდი, როდესაც ბლოგის სარგებლობის თითით ჩვენებას მთხოვდი, აგერ, ვიშვერ საჩვენებელ თითს (გადატანითი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა).
      ჩემი [მოკრძალებული] დასკვნა ისაა, რომ თუ ბლოგს არავინ კითხულობს მას არანაირი სარგებლობა არ მოაქვს. აქვე განხილულიც მაქვს, რომ ბლოგებს უმეტესად ერთი-ორი ისევ ბლოგერი თუ წაიკითხავს, ანუ ძალიან ცოტა ადამიანი.
      მაგრამ თუ ჩავთვლით, რომ ხალხი მაინც აქტიურად კითხულობს ბლოგებს (რაშიც ეჭვი მეპარება), აქ ბლოგის სარგებლიანობა მხოლოდ მისსავე შემადგენლობაზე და მკითხველის ინტერესებზეა დამოკიდებული.

      P.S. სრულყოფილი პასუხია? არ ითაკილო, თუ კითხვა გაქვს, მკითხე; არაფერია მოსარიდებელი, ვის არ მოსვლია.

  5. 19 October, 2009 12:57 PM

    ვინ იცის რამდენჯერ დამბადებია ეს კითხვა რამდენჯე ამიღია კლავიატურა და დამიწყია ამაზე წერა მაგრამ გადამიფიქრებია ან დამზარებია :))) ფრიად რიტორიკულ კითხვას წასწყდომიხარ მეგობარო :))))) მე მაგალითად კითხვა უფრო მიყვარს ბლოგების ვიდრე წერა :)))))) წერა კი არა გადაწერა იმიტომ რომ თუ რამე თემატურს ვწერ ჯერ ფურცელზე ვწერ სხვა მხრივ ვერ … :)))))) ხო კიდევ რამდენიმე ბლოგი მაქვს ამოჩებებული და იმასთ ვკითხულობ ძირითადად…😛 tak Shto😛

    • 19 October, 2009 3:51 PM

      გამოდის, ბლოგებს ისევ ბლოგერები თუ კითხულობენ😀

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: