შიგთავსზე გადასვლა

ან ნებითა ჩემითა ან ძალითა ჩემითა

16 იანვარი, 2009

ჰო, ვიცი, “ან ნებითა შენითა ან ძალითა ჩემითაო” უნდა ეწეროს, თუმცა ამ შემთხვევაში ხომ ყოველივე სხვაგვარადაა. მოკლედ, ამ ბოლო დროს შევატყვე, რომ ჩემი ნებისყოფა და ფსიქოლოგიური მომზადება საგრძნობლად დაეცა ზაფხულთან შედარებით. შესაბამისად გადავწყვიტე დაკარგული ფორმის აღდგენა და უფრო მეტიც, მისი გაძლიერება! არ მინდა მოკვდავებივით სუსტი და უძლური ვიყო. ბოლო ბოლო მე ხომ ციური ჯვაროსანი ვარ!!

ყველა დიაცის მსგავსად (და არა მარტო), მეც ძალიან მიყვარს ტკბილეული, განსაკუთრებით კი შოკოლადი. ამ გამოცდებისა და ახალი წლის შემდეგ ძალიან შევეჩვიე ზემოთ ნახსენებ სისუსტეს. ვარჯიშსაც ვერ ვასწრებდი და ჩემი ფიზიკური ფორმაც სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს ყოველივე კი მხოლოდ გუშინწინ აღმოვაჩინე სავარჯიშოდ გასულმა. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე ზომების მიღება.

ან ნებითა ჩემითა ან ისევ ძალითა ჩემითავე უნდა შევიკავო თავი შოკოლადისგან. მინდა თავზე ექსპერიმენტი ჩავატარო: რამდენად ძლიერი ნებისყოფა მაქვს? შევძლებ მე უშოკოლადოდ გავძლო მაისის 26 რიცხვის ჩათვლით? მოკლედ, დღეიდან ვიწყებ საკუთარი ნებისყოფის ტესტირებას. რითი განვსხვავდები მე, ადამიანი, ცხოველისგან თუ შოკოლადის ჭამის ინსტინქტზე დაყრდნობით ვიმოქმედებ? არც არაფრით. შოკოლადისგან თავის შეკავებით მე ორ კურდღელს ერთად დავიჭერ: ნებისყოაფას ხომ გამოვიმუშავებ [ეს ერთი კურდღელი], თან არც გავსუქდები [ესეც მეორე].

მოკლედ, ჩემი მთავარი და მნიშვნელოვანი გეგმა ნებისყოფისა და ფსიქოლოგიური მომზადების დასაბრუნებლად: 26 მაისის ჩათვლით შოკოლადი უნდა დავივიწყო, ვარჯიში დავიწყო და არ შევწყვიტო დარსა თუ ავდარში. ხომ ბევრი არაფერია?! აბა, შესრულება იკითხეთ?

და კიდევ, ფანტაკოკაკოლადაპეპსიც უნდა წარსულს ჩავაბარო. ეგ ამერიკელების სასმელია… თუმცა, ეგ რა გამართლებაა?! ამერიკელებიც ხალხი არა?!

2 Comments leave one →
  1. marieasatiani permalink
    20 იანვარი, 2009 10:12 AM

    ეხ, რა ნაცნობი სიტუაციაა! მაგრამ არ დანებდე, ტაკ დერჯატ!

  2. ana permalink
    12 აგვისტო, 2009 12:21 AM

    namdvilad nacnobi situaciaa..chems nacvlad dagiceria es temac ha haaa:))

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: