Skip to content

სამყარო

22 January, 2009

სამყარო აღარასდროს იქნება ისეთივე, როგორიც ის იყო გუშინ.

ახალი დღე, ახალი ადამიანები ქუჩაში, ახალი აზრები. გაივლი, გაიხედავ და ვეღარ იცნობ შენს მშობლიურ ქუჩას, ქალაქს, მეგობრებს, ახლობლებს. ხალხიც იცვლება, თურმე და არა აუცილებლად უკეთესობისკენ. ამას რომ გაიგებ, უკვე ძალიან გვიან იქნება. ნაცნობი უცნობი გამხდარა. სხვები ცხოვრობენ შენთან ერთად. ხალხი მიდის და მოდის. შავ კოსტიუმში ჩაცმული ჰალსტუხიანი აგენტები მიდიან სამსახურში. აგენტები ზედაც არ შეგხედავენ. ისინი სხვა რასის წარმომადგენელნი არიან. მეტრო გადაჭედილია უჟმური თვალებით. ვეღაცები საეჭვოდ გიყურებენ, შენში ნაკლს ეძებენ, რათა საკუთარი უპირატესობა დაამტკიცონ. ახალი დროის ნაცისტები არიან. ერთნი სიყვარულს ქადაგებენ და არავინ უყვართ. მეორენი უბრალოდ ყველაფერს ირონიული ღიმილით უმზერენ. თუ ვინმეს გაუღიმებ, შენს თავს დააბრალე. არავინ არაფერი იცის, მაგრამ ყველას პირიქით ჰგონია. მათხოვარი ფულს ითხოვს და ღმერთის იფიცება. სხვებს ღმერთის ხომ თითქმის არც სჯერათ. მერე ხვდები, რომ ყველას რაღაც ჭირს.

ასე გაუცხოებული შენც იცვლები და არა აუცილებლად უკეთესობისკენ.

24.04.2013 – ეს რა სირობებს ვწერდი 4 წლის წინ. აფერუმ!

2 Comments leave one →
  1. 25 February, 2009 9:30 PM

    ”ნაცნობი უცნობი გამხდარა

    ვეღაცები საეჭვოდ გიყურებენ, შენში ნაკლეს ეძებენ, რათა საკუთარი უპირატესობა დაამტკიცონ. ახალი დროის ნაცისტები არიან

    სიყვარულს ქადაგებენ და არავინ უყვართ”

    ლამაზი სიტყვებით დახატული ულმაზო სიმართლეა

  2. ana permalink
    12 August, 2009 12:24 AM

    ara es yvelaze mcare simartleaa da es chveni realbaa..ukve imdeni adamianisgan mivige gacinebis sapasuxod ragacnairi pasuxii..

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: