Skip to content

მობილური შეკეთებულ არს!

7 February, 2009

ვაშა!!! გუშინწინ ანუ 5 თებერვალს ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი საკომუნიკაციო საშუალება შევაკეთე! ეს დღე დღესასწაულად უნდა გადაკეთდეს, აუცილებლად! მე ამაზე ვიზრუნებ და შესაბამის ორგანოებს დავუკავშირდები. მანამდე კი გეტყვით, თუ რა სჭირდა მრავალტანჯვანახულ ტელეფონს.

სულ რაღაც ერთი-ორი თვის წინ ჩემი ძვირფასი მობილური, რომელთან ერთადაც უკვე 4 წელია ვცხოვრობ [2004 წლის 26 დეკემბერს შევიძინე საკუთარი სახსრებით], მეოთხე სართულიდან ტრაგიკულად გადაეშვა და ეკრანი მოიტეხა. სამწუხაროდ, დრო არ მქონდა, რომ ხელოსანთან მიმეყვანა და რამე მეშველა. შესაბამისად, ვერც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ვკითხულობდი და თამაშებსაც მონატრებული ვიყავი. მხოლოდ ვრეკავდი და რადიოს ვუსმენდი. 5 თებერვალს კი ჩემსა და მობილურის ტანჯვას ბოლო მოეღო: ეკრანი გაკეთდა! რომელიღაცა დონორმა მობილურმა ეს საჭირო ორგანო გადმოუნერგა და ორივე გვიხსნა ამ საშინელი ყოფისგან. რა თქმა უნდა, ის წინა ეკრანი გაცილებით უკეთესი იყო, თუმცა სულ არაფერს ისევ ასე სჯობს.

მოკლედ, ჩემი 2003 წლის გამოშვების ნოკია 6220 კვლავ მიაპობს ელექტრო ტალღებს  და კიდევ დიდხანს იქნება ასე!

ვაშა!!!

3 Comments leave one →
  1. daliela permalink
    7 February, 2009 11:18 PM

    გილოცამ:)

  2. 27 February, 2009 5:45 PM

    ეკრანი მოიტეხა =)))) ჰუჰ

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: