Skip to content

რეინკარნაცია რა შუაშია და ხო

18 February, 2009

მე წინა ცხოვრებაში.მოკლედ, ბევრი წერის ხასიათზე არ ვარ დღეს. მითუმეტეს ჭკვიანურის. მეძინება ძალიან. გუშინ გვიან დავიძინე და დღეს ძალიან ადრე ავდექი. სასწავლი მქონდა ბევრი. ოხ, ეს სწავლა მომიღებს ბოლოს.

რაზე გავჩერდი? ა, ჰო. ჰოდა, უბრალოდ წუხელ გუგლში რომ დავბორიალობდი, გადავწყვიტე გამეგო წინა ცხოვრებაში ვინ ვიყავი [იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ მქონდა ეს წინა ცხოვრება. ეგეც საკითხავია ისე]. უამრავი ტესტი მოვნახე. Past Life Quiz შეიყვანეთ ამ დალოცვილ გუგლში და ტესტებს N-რაოდენობით ამოგიგდებთ. აგაშენა ღმერთმა, ვინც გუგლი მოიგონე! რაც გინდა ჩაწერე, პოულობს ე შობელძაღლი!

ჰოდა, ამ ტესტებიდან მეც ერთ-ერთი შევარჩიე [პირველი, რა თქმა უნდა] და რომ მეგონა, ვინმე გამოჩენილი, დიადი, ძლევამოსილი, სახელმოხვეჭილი, ჭკვიანი და სახელოვანი ვიქნებოდი და ჩემი წინა ცხოვრებით უკვე კინაღამ ბლატაობაც დავიწყე, აი, თურმე ვინ ვყოფილვარ: Result: A Stern Victorian Woman [ანუ იგივე ვიქტორიანული ეპოქის მკაცრი ქალი. მხოლოდ ეს. ვაი, ჩემს პატრონს].

ხო. არა და, რას იფიქრებდა კაცი?!

აგერ თქვენც ნახეთ თუ გინდათ ვინ იყავით და რატომ: აქ დააჭირეთ, გენაცვალე.

2 Comments leave one →
  1. daliela permalink
    19 February, 2009 12:34 AM

    a queen!:lol:
    დედოფალი ვყოფილვარ:D
    და გვერდზე ვიღაც მახინჯი ბებო მიახატა

  2. 27 February, 2009 5:43 PM

    გილოცავვ =))

    ვნაჰავ აბა მე ..

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: