Skip to content

რა მოხდება, თუ მეორედ მოსვლა მართლა დაიწყება?

27 February, 2009

ეს თემა ძალიან აქტუალური გახდა ამ ბოლო ხანებში. არა, იგი შუა საუკუნეებშიც პრევალირებდა. ყოველი კომეტის ჩამოვარდნაზე რაღაც უბედურებას ელოდნენ, ყოველ წელს მეორედ მოსვლას წინასწარმეტყველებდნენ და საცოდავ ხალხს ცეცხლზე სწვავდნენ, აქაოდა, ეს თუ გვიშველისო. როგორც ჩანს, უშველა, რადგან, როგორც დღესდღეობით ჩემთვის ცნობილია, მეორედ მოსვლის ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა [და იმედია არც დაფიქსირდება]. ნოსტრადამუსსაც კი დაუწერია, რომ ყველაფერი სწორედ 2000 წლიდან დაიწყებაო, მაგრამ ვერ მივართვით!

მაგრამ, მოდით, ერთი წუთით დავუშვათ, რომ მართლა დაიწყო ეს მეორედ მოსვლა. რას ვიზამთ მაშინ? გვეშველება?

რომ დაუფიქრდე, ამ მოვლენას ვერსად ვერ გაექცევი. მთელი კაცობრიობა ერთ დედამიწაზეა კონცენტრირებული, ხაფანგში მოქცეულივით. არც წინ აქვს გზა და არც უკან. ისღა დარჩენია, ბედს შეეგუოს. მთვარეზე ვერ გაფრინდები, თუ გაფრინდები და დიდი ხნით ვერა: ჰაერი, გენაცვალე, ჰაერი… ვერც სხვა პლანეტებზე გადაბრძანდები [თუ ეს გამოსავალია], ვერც მიწაში ჩაიმალები [თხუნელა ხარ, ბოლობოლო, შე ჩემა, თუ ადამიანი?!] მოკლედ, მომწყვდეულები ვართ. შესაბამისად, არც დიდ პანიკასა და ალიაქოთს აქვს აზრი. როგორც სიკვდილს ვერ გაექცევი [ჯერ-ჯერობით ყოველ შემთხვევაში. გააჩნია მომავლის ტექნოლოგიები რას შემოგვთავაზებენ], ისე ვერ გაექცევი ისეთ გლობალურ მოვლენას, როგორიცაა მეორედ მოსვლა.

მაგრამ, ამავე დროს ამ ამბავსაც აქვს თავისი დადებითი მხარე. ბევრ თქვენგანს, სავარაუდოდ, გასჩენია სურვილი, რაიმე ისტორიული მოვლენის მომსწრე გამხდარიყო, არა? ჰოდა, აი, თქვენი სურვილიც ახდება! მოკლედ, კაცი ფრთხილად უნდა იყო, რას ისურვებ… რა იცი, როგორ მოგიბრუნდება!!!  მეორედ მოსვლამდე კი ტკბილად და კარგად გამყოფოთ უფალმა გამჩენმა ისინი, ვინც იმსახურებთ ამას და ისინიც, ვინც არ იმსახურებთ.

2 Comments leave one →
  1. 27 February, 2009 5:33 PM

    მარსზე მივდივარ მე ^^^

  2. Giga permalink
    10 March, 2009 8:07 AM

    მე, პირადად, ფინანსური კრიზისის მოსწრებაც მყოფნის, თქვენი არ ვიცი:)

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: