Skip to content

ზოგადად 6 მილიარდი ინდივიდის შესახებ

1 March, 2009

მარტო კომპიუტერთან ერთად... მიკვირს, რა ცოტა ადამიანია, ვისაც რაიმეს ეტყვი და გაგიგებს. ის, რომ ასეთი განსხვავებულები ვარ ყველანი, არის ჩვენი უბედურებაც და ბედნიერებაც ერთდროულად. გვგონია, კარგად გვესმის ყველასი და ყველაფრის, თუმცა გარემოს ხომ თითოეული თავისებურად აღვიქვამთ. ჩემი აზრით, ჩემი ქურთუკი მუქი ლურჯია, ჩემს მეგობარს რომ ჰკითხო – შავი. რა ფერია სინამდვილეში ქურთუკი?

დედამიწაზე 6 მილიარდი ადამიანია და ამათგან ნახევარი [ან შეიძლება მეტიც] მარტოობით იტანჯება. თუმცა, ეს რა გასაკვირია. მახსოვს, ერთმა ადამიანმა მითხრა, ადამიანები, როდესაც ვიბადებით, იმ წამიდან უკვე მარტოები ვართო მთელი ცხოვრების მანძილზეო. არ მიკითხავს, ფიზიკური სიმარტოვე იგულისხმა თუ სულიერი. ეს ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს. ძნელია იმ ერთის პოვნა 6 მილიარდიდან? ალბათ, ასეა. ვინც ეძებს ის პოულობსო. ბოლომდე უნდა ეძიო, სამყაროს ერთი დასაწყისიდან მეორე დასაწყისამდე უნდა გადაიარო და რასაც გინდა იმას მონახავ. მთავარია გინდოდეს, ძალიან გინდოდეს.

ისე, ახლა დავფიქრდი და აღმოვაჩინე, რა ბედნიერი ცხოვრება მქონია. მართლაც რომ! არა, არის რაღაცეები, რაც მეც მაფიქრებენ, თუმცა ცხოვრებას საერთო ჯამში უნდა შეხედო. ცალკეული კუთხიდან არ უნდა მიუდგე არაფერს. ”გლობალურად” უნდა იაზროვნო, რომ ყველაფერი მოხვდეს შენს თვალთახედვის არეში. სხვაგვარად არ გამოვა საქმე. ”გლობალური” პერსპექტივიდან კი საოცარად კარგი ცხოვრება მაქვს. ერთხელ ვცხოვრობთო, არა, ადამიანები? ჰაჰა! ჰოდა, მე, როგორც კოსმიურ ჯვაროსნად წოდებულ საქართველოს მოქალაქეს, ძალიან გამიმართლა. გამიმართლა რა, დაუმსახურებლად არაფერი მოდის.

3 Comments leave one →
  1. daliela permalink
    1 March, 2009 1:19 AM

    ხოო………..
    მეც ხშირად მითქვამს ისე საკუთარი თავისთვის,რომ დავიბადე თუ არა, მარტო ვიყავი და მარტო ვიქნები სულ!
    მაგრამ ეს არ ნიშნამს იმას ,რომ მარტოობამ ლაღად ცხოვრებაში შეგიშალოს ხელი..
    ხო ჭეშმარიტებას ვღაღადებ??:D

  2. daliela permalink
    1 March, 2009 10:24 PM

    აბაა, რა პაწუაა და რამხელა აგრესია აქვს!:)

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: