შიგთავსზე გადასვლა

ელდრიჯი – გემი, რომელიც გაქრა

2 მარტი, 2009

ინგლისურში პროექტის გაკეთება მომთხოვეს და მეც მომიწია ჩემი შეუდარებელი გონებისთვის მომეხმო, სათანადო თემის შესარჩევად. ვიფიქრე და გამახსენდა, სადღაც მქონდა წაკითხული ექსპერიმენტზე, რომლის დროსაც გემი გაუჩინარდა და ისევ გაჩნდა. სახელი ვერ გავიხსენე ამ გემის. მერე, იმავე დღეს ტელევიზორს რომ ვუყურებდი, რატომღაც ყველაზე მისტიკურ არხზე გადავრთე. აი, ის არხი რომ არის, სულ უცხოპლანეტელებზე რომ არის კინოები, რუსული… მოკლედ, ამ არხზე მორიგ ზებუნებრივ მოვლენაზე იყო საუბარი და ამ ჩემი გემის სახელიც არ ახსენეს?? ელდრიჯი!! ასე ერქვა მას. შემდეგ, ინტერნეტში ძიება და თემაც მზადაა.

გემი ელდრიჯი ეს ექსპერიმენტი 1943 წელს ჩაატარეს ამერიაკში, ფილადელფიაში. ამ ექსპერიმენტს ფილადელფიის ექსპერიმენტს უწოდებენ კიდევ. ბევრი წყარო არსებობს, რომელიც ერთსა და იმავეს სხვაგვარად გადმოგვცემს. რაც მთავარია, აზრი იგივეა ყველასი. მე მხოლოდ ერთერთ ვარიანტს დავეყრდნობი.  ე.ი. პირველად რომ ჩაატარეს ექსპერიმენტი, გემი უბრალოდ გაქრა. თვალთათვის უხილავი იყო, თუმცა რადარის მეშვეობით მისი იქ ყოფნის გაგება მაინც შეიძლებოდა. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ მეორე მსოფლიო ომის წლები იყო და უჩინარი გემი ძლიერი იარაღი იქნებოდა მტრის წინააღმდეგ. მეორე ექსპერიმენტის დროს, რომელიც იმავე წლის შემოდგომაზე ჩატარდა, გემი რადარებიდანაც უნდა გამქრალიყო. ეს იყო მთავარი მიზანი. თუმცა, მოხდა რაღაც უზუსტობა. თვითმხილველებს თუ დავეყრდნობით, ელდრიჯი ნორფოლკში (ვირჯინიას შტატი) გამოჩნდა, რომელიც ექსპერიმენტის ადგილიდან დაახ. 350 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, და შემდეგ ისევ ”თავის ადგილს დაუბრუნდა”. გემი ტელეპორტირებულ იქნა!!! ამბობენ, ამ დროს გემმა 10 წამით დროში იმოგზაურაო. ეკიპაჟის წევრებს საოცარი ამბები შეემთხვათ: ზოგი ჭკუიდან შეიშალა, ზოგი უკვალოდ გაქრა, ზოგი კი გემის კედლებში იყო მოქცეული.

აინშტაინი და ტესლაექსპერიმეტში, სავარაუდოდ, ”გარეულები” იყვნენ ალბერტ აინშტაინი და ნიკოლა ტესლა. აინშტაინი კიდევ ჰო, მაგრამ, უკანასკნელის რა მოგახსენოთ. თუ დღევანდელ ცნობებს დავეყრდნობით, ტესლა 1943 წლის 7 იავნარს გარდაცვლილა. შესაბამისად, ვერც ამ პროექტის მონაწილე იქნებოდა.  თუმცა, ღმერთმა უწყის.

მოკლედ, ეს იყო ძალიან შემოკლებული და მცირე ამბავი გემი ელდრიჯისა. არ ვიცი, რამდენად დასაჯერებელია, მარამ პრეზენტაციისთვის და პროექტისთვის ზედგამოჭრილი თემაა!!! ძნელია დაიჯერო [ან არ დაიჯერო] ტელეპორტაციის შესახებ, როდესაც ადამიანი მთვარეზე იყო (ორჯერ თან, მგონი), წყალბადის ბომბი გამოიგონა, კოსმოსური თანამგზავრი ააგო და როკ მუსიკა დაწერა.

7 Comments leave one →
  1. 2 მარტი, 2009 7:59 PM

    გამაჟრჟოლა..

  2. daliela permalink
    3 მარტი, 2009 12:29 AM

    მაგარია! ძალიან საინტერესოა
    აი ეგეთი რაღაცეების სასწაულად მჯერა,უცხოპლანეტელების არსებობის თამადობით:)

  3. daliela permalink
    3 მარტი, 2009 3:17 AM

    ისადა ჰიუსტონ!
    ზევსის ბლოგი განაახლეთ რა,ღენიალური ბლოღია. მე მომეწონა ფრიად და რავიცი…..
    შეისმინე ვედრებაი ესე კეთილი:)

  4. DAVIT permalink
    13 ნოემბერი, 2011 6:48 PM

    海外でも人気ある八代亜紀さん。 もっとも尊敬されている数少ない日本人歌手だと思います。 11/06日の にほんのうた ブラジルチャリティーコンサート、大成功 ! 現在も美しい、品 オーラありで ナチュラルな方。 沖縄バンドビギン 昨日来泊。 詳しくは ビギンブラジル初公演 八代亜紀さんの事もそちらで読めますよ。

    • 15 დეკემბერი, 2011 3:13 PM

      ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ აკი იაშირო რა შუაშია აქ?!

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: