Skip to content

ფიქრები შვეიცარიაზე

19 March, 2009

შვეიცარიის დროშარამე დავწერო მინდა, მაგრამ არ ვიცი რა დავწერო. უფრო სწორად, ჩემი საყვარელი ისტორიის მოყოლა მსურდა, მაგრამ ახლა ძალიან მეზარება. თან, ალბათ, ბევრს გეცოდნებათ ეგ; მაინც ცნობილი თემაა. უეჭველი მოგიყვებით, რომელიმე შემდეგ პოსტში ოღონდაც.

ახლა მინდა რამე ზოგადზე ვისაუბრო. მოიცადეთ, თემა შევარჩიო… ა, შვეიცარიაზე მოგიყვებით [რადგანაც ეს ერთადერთი უცხო ქვეყანაა, სადაც ნამყოფი ვარ]. მოკლედ, როგორ და რანაირად მოხერხდა იქ წასვლა ჩემთვისაც დღემდე ენიგმაა. გამიმართლა. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. მთავარია, საქართველოდან ჩასულს იქ რა დამხვდა.

გერმანულენოვან მხარეში ვიყავი. ქვეყანაა – სიმიშვიდე და სიმყუდროვე, ოცნება და საოცრება. მოკლედ, ჯერ მარტო ზესანახაობაა და მერე ხალხი? არაჩვეულებრივი! მე სადაც ვიყავი, იქ პატარა დასახლება იყო და ქალაქამდე ჩასაღწევად 20 წუთი მატარებლით მგზავრობა გიწევდა. მახსოვს, დილით სასირნოდ გავედი. ვეღაც ორმა შვეიცარიელმა ქალმა ჩამოიარა და უბრალოდ მომესალმა. არც ვიცნობდი, არც მიცნობდნენ. ერთხელ, ერთმა ქალმა გამაჩერა ქუჩაში. იმ დროს ერთი უცნაური გაბურძგნული ”უშანკა” მეხურა. მკითხა, ეს რა ქუდიაო? ესეთი არ მინახავს ჯერო. მერე, რომ შემატყო უცხოელი ვიყავი, საიდან ხარო, რამდენი ხნითო და მოკლედ, ძალიან მეგობრულად მესაუბრა. საქართველოს შესახებ არ იცოდა, ეგონა, რუსეთიდან ვიყავი. ძლივს გავაგებინე, რომ არის ერთი პატარა ქვეყანა, საქართველოდ წოდებული. სახლშიც კი მეპატიჟებოდა, წამოდი, ჩაის დაგალევინებო… უარი ვუთხარი, გვიან იყო, მატარებელს ვეღარ მივუსწრებდი. ტაქსი კი ისეთი ძვირი ღირს… უფ!! მტრისას!

ყველაზე მაგარი ცხვირის გამოხოცვა იცოდნენ შვეიცარელებმა. მახსოვს, ერთხელ მატარებელში ვიჯექი. ჩემ წინ ვეღაც კაცი მოკალათდა. აშკარად გაციებული იყო. რამდენჯერ დააცემინებდა, ყოველთვის ცხვირს იხოცავდა და თან საკმაოდ ხმაურიანად. სასაცილო იყო, რამის ხარხარი ამიტყდა. მერე დავაკვირდი, რომ ყველა შვეიცარიელი ასე იწმენდს სასუნთქ ორგანოს. თან არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ ეს ძალიან სასაცილოა!!!

კიდევ ერთი რამ, რაც ასე ვთქვათ მეუცხოვა, იყო ვეღაც პანკთან თუ ასოციალთან შეხვედრა. მაღაზიიდან გამოვედი. ვხედავ, ვეღაც წყაზარი ახალგაზრდა ჭაბუკი (ასე 30 წლამდე) მოვიდა ჩემთან და ძალიან ზრდილობიანად მკითხა, ხურდა ხომ არ გაქვთო, დამეხმარეთო. თან შრეკში რომ კატაა იმის თვალებით შემომხედა. ნუ არ ვიცი, შემატყო რომ უცხოელი ვარ და მაგიტომ მთხოვა ასე მოწიწებით თუ რა, მე ძალიან კი გამიკვირდა ასეთი თხოვნის ფორმა. ჩვენთან ხომ იცით როგორცაა: კი არ გთხოვენ, გაძალებენ.

კიდევ მახსოვს, ერთმა ჩეხმა გამაჩერა და ასევე მოწიწებითა და ზრდილობით მკითხა, ჩეხი ხომ არ ხარო?!  ქართველიც შემხვდა, რომელმაც, თუმცა შორს იყო, მაინც არ დაიზარა, გამარჯობა მომაძახა და ხელიც დამიქნია.

კიდევ იყო გალერიის ქალი; კაცი, რომელსაც ბუტერბროდი კინაღამ წყალში დავუსველე; მაღაზიის გამყიდველი, რომელსაც (ჩემი ცოტა არ იყოს და დანჯღრეული გერმანულის გამო) ფეხსაცმლის ზომა 41-ის მაგიერ 14 ვუთხარი; მატარებელში რომ ჩამეძინა და გაღვიძებულს ვეღაც ქალი გაოცებული თვალებით მათვალიერებდა; მაღაზიაში გაზეთი ავიღე იქვე ორი წუთით გადასახედად  და გამყიდველმა მაგრად მიმალანძღა (ეგ იტალიურ მხარეში მოხდა); და სხვა ბევრი რამ.

აი, ასე იყო შვეიცარიაში. თუ ოდესმე გადაწყვეტთ ევროპაში მოგზაურობას, გირჩევთ შვეიცარიაც თქვენს მონახულების სიაში ჩაწეროთ. ოღონდ, თუ საცხოვრებლად გინდათ, იტალიურ მხარეს არ გაბედოთ დასახლება! ლამაზია, მაგრამ ხალხია ისეთი, არაფერი არ მოგინდება!!! პირადი გამოცდილებიდან ვიცი.

8 Comments leave one →
  1. daliela permalink
    20 March, 2009 10:02 AM

    შენ უნდა თქვა მიგულავიაო!:) აბა მე რუსთავს ვერ გავცდი ბლია.
    ისე შვეიცარია მართლა კარგი რამაა,ჯერ კიდევ სკოლაში მევასებოდა ეგ ქვეყანა გეოგრაფიის წიგნიდან:)

    • 20 March, 2009 12:27 PM

      რუსთავიც საქმეა! თუ შვეიცარია არ გინახავს, სამაგიეროდ შვეიცარელებს რუსთავი არ უნახავთ! იშ მაგათ!

  2. daliela permalink
    20 March, 2009 10:39 PM

    დიიახაც მხოლოდ მაგით ვიმშვიდებ თავს!:ლოლ:

  3. ketjuni2 permalink
    20 March, 2009 11:03 PM

    ჰეჰ.. ძალიან ძალიან საინტერესოდ წერ… მგონია ვინმე ცნობილი მოგზაურის წერილებს ვკითხულობ😛

  4. 26 March, 2009 2:25 PM

    მე განსაკუთრებით ცხვირის მოხოცვა მომეწონა😛 უცხოეთის გავლენით, მეც ასე ვიხოცავ ხოლმე ცხვირს და ყველა მე მიყურებს, აბა რა უნდა ქნას ადამიანმა, მეზიზღება ნაზად რომ მიიდებენ ცხვირსახოცს და მერე ისრუნტებიან და ყლაპავენ იმ ყველაფერს😐

    ძალიან კარგად წერ, გემრიელად ჩავუჯექი შენს ბლოგს.

  5. 3 June, 2009 7:51 PM

    cxviris egeti moxocva sruliad germania-shveicaria -avstriis cesia,magram magas vin chivis,shua chamisas boyins ro atexaven da bodishsac a rixdian,eg bevrad ufro koshmaria mercmune

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: