Skip to content

იუ დოუნთ მეს ვიზ ზი გრიპ!

25 March, 2009

გრიპზე სტატიას ვბეჭდავ. უფრო სწორად, ხელნაწერიდან კომპიტერში გადამაქვს. ამაში წესით ფული უნდა გადამიხადონ; თუმცა, ვინაიდან და რადგანაც ამას ოჯახის წევრის თხოვნით ვაკეთებ, ფულის გამორთმევა არ იქნება ეთიკური, მაგრამ ამ ალტერნატივასაც შევაჯერებ მოგვიანებით. ჰოდა, ისეთი საოცარი რამეები წავიკითხე გრიპზე, რასაც ვერასდროს ვიფიქრებდი! რომ არ გაგიზიაროთ, არ იქნება!

სიტყვა გრიპი თურმე ფრანგული სიტყვა gripper -იდან მომდინარეობს, რაც დაჭერას, შემოჭრას ნიშნავს. მისი სიმპტომები პირველად ჰიპოკრატეს აღუწერია, თუმცა, გრიპი საზოგადოდ ცნობილი გახდა  მე-16 საუკუნეში. ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ინფექციაა ამ დედამიწაზე. ყოველწლიურად გრიპის სეზონური ეპიდემიები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ფიქსირდება. აი, მაგალითად, სულ ახლახან იყო საქართველში ერთ-ერთი ასეთი ეპიდემია. არსებობს გრიპის A, B და C ტიპის ვირუსი. ამათგან პირველი ადამიანებს ხშირად ემაერთებათ. გრიპის 200-ზე მეტი სახეობა არსებობს ბუნებაში. A ტიპის ვირუსი ფრიად ოხერი რამაა. მისი გენომი ისეა მოწყობილი, რომ იგი მუდმივად იცვლება.  ამას ანტიგენურ დრეიფს ეძახიან. თუ წელს ერთი წამალი გშველოდათ გრიპის წინააღმდეგ, მეორე წელს შეიძლება ამ წამალმა ვეღარაფერი ჰქმნას თუ თქვენ მუტირებული (ანუ მუტანტი) გრიპი შეგეყრებათ! ჩმა(ანუ ჩემი მოკრძალებული აზრით და თუ სწორად მახსოვს), ქათმის გრიპიც მუტანტი გრიპია. ყოველ წელს გრიპით 3-5 მილიონი ადამიანი ავადდება (ისე, რომ დაფიქრდე, გრიპით დაავადებულებს საქ.-ლოს სიდიდის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაც შეუძლიათ). ამ ადამიანთაგან 250-350 ათასი იღუპება. ვირუსი ადამიანში ზემო სასუნთქი გზებიდან შედის. იგი აქვე მრავლდება და ძალიან სწრაფად ედება ჯანმრთელ უჯრედებს. როდესაც ვირუსი სისხლში აღწევს ამ დროს იწყება ტოქსიკოზი. ანუ აქ უკვე თქვენ თავი გტკივათ, სიცხე გიწევთ, სახსრებში გტეხავთ და ა.შ. ჩნდება სისხლჩაქცევები სხვადასხვა ორგანოებში, მათ შორის ტვინშიც. მოკლედ, ყოველივე ცუდს აქვს ადგილი... თუ გინდათ ადვილად გადაურჩეთ დესპოტ ინფექციას, სასწრაფოდ უნდა მიიღოთ ზომები!

აი, ახლა უკვე გაცილებით მეტი იცით გრიპის შესახებ, ვიდრე ამ პოსტის წაკითვამდე. ისიც მიხვდით, თუ რატომ ატარებენ პირსაფარს, გრიპი რომ არ შეეყაროთ. სწორედ გრიპის მუტირების შესაძლებლობა მაფიქრებინებს იმას, რომ ეს ვირუსი ნებისმიერ ატომურ ომსა თუ კომეტის ჩამოვარდნას მშვენივარდ გაუძლებს. მეტი უცხოპლანეტელები რაღა გინდათ, აგრეაა გრიპი, ცხვირწინ (ან ცხვირში უკვე), მზად არიან რათა დაიპყრონ დედამიწა და მარსი ერთდროულად!

P.S. ეს ტიალი ინტერნეტი თქვენთანაც ასე სჭედამს?

5 Comments leave one →
  1. daliela permalink
    25 March, 2009 10:19 PM

    იზმენაში ვარ ბლინ,ეს რეები გავიგე. ღმერთმანი ჰიუსტონ შენი პოსტი მაშინებს🙂

  2. 25 March, 2009 11:04 PM

    კაშმარ! გრიპი და არა პოსტი🙂

  3. marieasatiani permalink
    25 March, 2009 11:10 PM

    ეგ კაშმარი ცოტა ხნის წინ საკუთარ თავზე გამოვცადე! მდა, გამოდის, რომ პა სტატისტიკე გრიპი შიდსსაც უსწრებს და არც კიბოს ჩამოუვარდება ბევრად.

  4. daliela permalink
    25 March, 2009 11:24 PM

    პოსტი არა!! მე შენი ყველა პოსტი მიყვარს!! 🙂

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: