Skip to content

ჩემი საყვარელი ისტორია

3 April, 2009

რეიგანი და გორბაჩოვიროგორც ამ პოსტში დაგპირდით, ჩემს საყვარელ ისტორიას მოგიყვებით ახლა. ეს ისტორია, ალბათ, ყველამ იცით, თან კარგად იცით, მაგრამ repetitio est mater studiorum-ო, იტყოდნენ რომაელნი. ეს ისტორია საბჭოთა კავშირს შეეხება. კერძოდ, მის დაშლასა და დანგრევას.

იყო დრო, როდესაც საბჭოეთის ძალა შიშის ზარს სცემდა მსოფლიოს. მას მერე რაც მესამე რაიხი მის ფეხებთან მუხლებზე დაეცა, აღარავის ეპარებოდა ეჭვი, მე-20 საუკუნის ახალი იმპერია შექმნილა თურმე. ყველა ქვეყნების წითელი პროლეტარები გაერთიანდნენ სამყაროს წინაღმდეგ და სტალინი გახდა მათი ბელადი. ძლიერი იყო საბჭოეთი მაშინ. ცხრა მთისა და ცხრა ზღვის იქით კი ამერიკის კონტინენტზე გაერთიანებული შტატები ყოველივეს გასუსულნი ადევნებდნენ თვალყურს. ადრე თუ გვიან ეს იმპერიაც დაინგრევაო, ვინც მოითმენსო ის მოიგებსო.

ეჯიბრებოდნენ ორნი ერთმანეთს, როგორც ბავშვები. კოსმოსში პირველად საბჭოეთი გავიდა, თუმცა მთვარეზე ამერიკის დროშა დადგეს. მილიარდობით ქაღალდის ფული იხარჯებოდა ყოველწლიურად ჯარსა და იარაღზე, იარაღსა და ჯარზე. ატომური ბომბებიც ბლომად მოიმარაგეს, რა იცი, რა ხდებაო. ეჯიბრებოდნენ და ტოლს არ უდებდნენ ერთურთს არაფერში. თუ შენ გაქვს, მე უფრო უკეთესი უნდა მქონდესო. შემდეგ, იცივიომეს და მაშინ გამოჩნდა, როგორ დაიწყო წითელმა იმპერიამ ნელ-ნელა რღვევა. ნელა, ძალიან ნელა.

მოვიდა რონალდი, პრეზიდენტი რეიგანი ამერიკაში. მსახიობი იყო იგი ოდესღაც, ჯარშიც კი უმსახურია. სჯობს, დროზე მოვსპოთ ეს იმპერიაო და დაიწყეს ამაზე მუშაობა. ერთხელაც, რეიგანი სიტყვით გამოვიდა. მან თქვა, რომ კოსმიური იარაღის აგებას აპირებდა – ფარი ინტერკონტინენტური რაკეტების წინააღმდეგ. სტრატეგიული დაცვის ინიციატივა ეწოდა ამას. ტრილიონიანი ბიუჯეტის მქონე პროექტი – ამ იარაღთან შედარებით ხომ ატომური ბომბი არფერი იყო. აღშფოთდა საბჭოეთი. როგორ თუ, ამერიკამ უნდა გვაჯობოსო, თანაც ახლაო? ისედაც სულის მღაფავი ”დერჟავა” სასწრაფოდ დაფაცურდა და დაიწყო უკეთესი კოსმიური იარაღის კეთება. მთელი ფული და ბიუჯეტი ამ პროექტს ხმარდებოდა. საბოლოოდ, ვერც კოსმიური იარაღი აშენდა და საბჭოეთის ეკონომიკა სულ დაირღვა და ჩამოიშალა. გადამეტებულმა ფულმა ინფლაციაც მოიწვია და მალე, ძალიან მალე, საბჭოეთის ქვეყანა მეოთხე სართულიდან გადმოვარდნილი სარკესავით დაიფშვნა 90-იანი წლებისთვის. ასე მოუღეს ამერიკელებმა საბჭოეთს ბოლო უფრო მალე, ვიდრე ეს სინამდვილეში მოხდებოდა.

მაშ, თქვენ იკითხავთ, ამერიკა როგორ გადაურჩა დაშლასა და ინფლაციასო? წარმოიდგინეთ, სტრატეგიული დაცვის ინიციატივა სრული ტყუილი აღმოჩნდა. იცრუა რეიგანმა და საბჭოეთიც გამოუცდელი თევზივით წამოეგო ანკესზე. ასეთი დაცვის ფარს თქვენ მხოლოდ Star Wars-სა და მსგავს ფანტასტიკებში თუ შეხვდებით ჯერჯერობით. ეს პროექტი ამერიკელების ფანტაზია იყო შეთხზული იმისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოეღოთ ბოლო საბჭოთა ეკონომიკისთვის. არ არის ეკონომიკა, არ არის სახელმწიფო. ესეც ჩემი საყვარელი ისტორია.

E finita la commedia.

5 Comments leave one →
  1. 8 April, 2009 2:11 AM

    მეც ძაან მიყვარს ეს ისტორია. შტატებმა, იმენა, გააცურა საბჭოეთი სწორედ თავისი სიცრუისა და უძლიერესი აგენტურის მეშვეობით, პლუს გორბაჩოვმა გაყიდა რა. მთვარეზე ასვლა და დროშის აფრიალებაც ბლეფი იყო, როდის იყო უჰაერობაში რამე ფრიალებდეს. მადლობა, რომ კიდევ ერთხელ გამახსენე ეს ისტორია. ასე ბლოგზე მოკლედ და გემრიელად დაწერილს უფრო “ეშხით” ვკითხულობ.

  2. 13 April, 2009 8:53 AM

    droSa ar frialebda fizikurad, friali rogorc gamarjvebis simbolo ase aRiqviT, droSa aitanes da datoves, ra Tqma unda es sinamdvilea, bolosdabolos msoflioSi atasobit da atiatasobit specialisti astronomia da es ro blefi yofiliko aqamde gavigebdiT.
    endeT specialistebs

  3. 3 May, 2009 7:57 PM

    აი, რამდენს ვკარგავ, ისტორიის კითხვა რომ არ მიყვარს🙂
    სამაგიეროდ საინტერესო ბლოგები ავსებენ სიცარიელეს🙂 მით უმეტეს ისეთი მშრალი როცა არა არის, როგორც წიგნებში მოთხრობილი🙂

  4. 4 May, 2009 3:03 AM

    რატომ გიხარით რომ დაიშალა ახლა ზესახელმწიფოში ვიცხოვრებდით და რუსის ნაშებიც არ მოგაკდელდებოდა :d

    • 6 May, 2009 12:45 AM

      შესაძლოა, ფარული საბჭოთა კავშირი მაინც არსობობს!!! ჰო, აი რუსის ნაშები როგორც ყოველთვის კარგია და სასარგებლო.

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: