Skip to content

აპრილის მეცხრე დღის ფილოსოფიები

9 April, 2009

ეშველება რაიმე საქართველოს? აი, ეს ის რიტორიკული კითხვაა, რომელიც, ალბათ, ბევრ ამ ქვეყნის რეზიდენტს აწუხებს. აგერ უკვე 1921 წლიდან საქართველო ცდილობს სრულფასოვანი სახელმწიფო გახდეს და ვერა და ვერ მოახერხა. თითქოს რაღაც უჩინარი ძალა წინ აღდგომია ბერლინის კედელივით. ხან ომი იწყება, ხან იპყრობენ, ხან ცუდი ლიდერი ჰყავს და ხანაც არც კი ყავს, ხან აგენტები ებრძვიან, ხან იგი ებრძვის აგენტებს, ხან რა და ხანაც რა. შეგრძნება რჩება, არ ეწერა და არ უწერია ამ ქვეყანას მშვიდობა წარსულსა და აწმყოში. რომ დაფიქრდე, რატომ ხდება ასე? რატომ მაინცდამაინც ქართველები? რატომ შეუძლიათ სხვა ერებს კარგად ყოფნა და არა ქართველებს? ნუთუ ამასაც ნიჭი უნდა? ნიჭიერები არიანო, მაგრამ ზარმაცებიო. თუმცა რა მოსატანია ზარმაც ნიჭიერად ყოფნა.

ყველაფერში ყოველთვის სხვები არიან დამნაშავენი, იქ რუსეთიო, იქ სარკოზიო, იქ ევროპაო, იქ ამერიკაო, იქ პეტრეო… ქვეყანას კი საკუთარი შეცდომების დანახვის ეშინია. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ შეცდომები ძალიან ბევრია, ძალიან. ვინც მათზე მიუთითებს, ქვეყნის მტრად რაცხავენ. შველასაც ყოველთვის სხვისგან მოელის, ხელის განძრევა არ უნდა. ყველა ერთმანეთს ძირავეს, ეგოისტურად აზროვნებს. ჭაობიდან მარტო ვერ ამოხვალ, სხვები თუ არ მოგეხმარნენ. არ არის ერთობა და შესაბამისად, არ არის ძალა. გაფანტულები არიან ცხვრებივით უკიდეგანო მდელოზე, ერთმანეთის კი არ ესმით. მწყემსიც არსად ჩანს. მგელი ისე წამოეპარება, ვერც გაიგებს და რომ გაიგებს, უკვე გვიან იქნება. თითქოს, ერთი იდეა აერთიანებს ქვეყანას – თავისუფლება, მაგრამ უმეტესობას ამის არც სჯერა და არც სწამს. რწმენით მთებსაც კი გადადგამო. რწმენაც საჭიორა, ძალიან.

საკუთარი წარსულით ამაყობს. ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველოო. ეს გასაგებია. მაგრამ წარსული წარსულია – მორჩა, გათავდა, აღარ განმეორდება. პატარავდება თქვენი დიდი საქართველო, თუ არ მიხედავთ. დიდი ბაბუა გმირი იყო, უსაქმური შვილთაშვილი რა შუაშია? ეგეც გმირია წინაპრის დამსახურებების გამო? არ ვიცოდი გმირობა თუ მემკვიდრეობით გადადიოდა. თქვენ თუ იცოდით ამის შესახებ?

ყველაზე მთავარი კი ის არის, არ უყვართ ქართველებს ერთმანეთი, სხვები, საქართველო, არავინ. გაიარეთ ხალხში, რამდენი ადამიანი გამოგხედავთ ბოროტად, ცუდად, ამაზრზენად. რამდენი შემოტრიალდება და ალმაცერად გამოგაყოლებთ თვალს. გაჭირვებაა და სიღარიბე საქართველოში, მაგრამ მაინც შეიძლება ქვეყანა გიყვარდეს  და მხოლოდ საკუთარ საჯდომზე არ ფიქრობდე. მაინც შეიძლება ხალხი გიყვარდეს და არ გშურდეს სხვების. თუ სიყვარული დაკარგულია, ძნელია მისი პოვნა და დაბრუნება. და თქვენ თუ ჯერ ისევ გგონიათ, ეს საქართველო და ქართველები (და კვლავაც იგულისხმებიან ასევე სხვა ერის წარმომადგენელნიც, ვინც საქართველოში ცხოვრობენ) ის ამაყი, მამაცი, მოსიყვარულე და ქველი ქვეყანა და ხალხია, რომლებზეც ისტორიის წიგნები ასე ხატოვნად წერენ, დიდ შეცდომაში ყოფილხართ შესული. ეს უსიყვარულობა და უღირსობა ახლა კი არ დაწყებულა, ეს ადრეც იყო, მაგრამ ამაზე სდუმდა გარშემო ყველა. დიდი ხნის წინ დაიწყო ყველაფერი, უფრო ადრე, ვიდრე ჩვენ გვგონია. მგონი, დროა შევიცვალოთ უკეთესობისკენ.

P.S. ზემოთ დაწერილი ყოველივე არის ჩემი აზრი და მინდა რომ ყველას თავზე მოგახვიოთ. ასევე, ეს არის სრული დემაგოგია!

5 Comments leave one →
  1. polkovniki permalink
    10 April, 2009 12:04 AM

    გამოსავალი გვითხარი რამე, გამოსავალი…

    ოღონდ შენც სხვებივით არ თქვა, ეგ რომ ვიცოდე, აქ კი არ ვიჯდებოდიო🙂

  2. 10 April, 2009 12:31 AM

    სანამ რუსეთი იმპერიალისტურ მიდგომას არ მოიშლის,მანამდე არაფერი გვეშველება…

    პ.ს. აგერ ნახავთ თუ არა .. )))

  3. 10 April, 2009 10:00 AM

    დავანებოთ ყველას თავი, მიზეზების სხვაგან და სხვებში ძებნას, ”რაც მოგვივიდა დავითაო,ყველა ჩვენი თავითაო”.

  4. ketjuni2 permalink
    10 April, 2009 3:15 PM

    პრობლემა თავად ქართველებშია..
    როცა არ გიყვარს შენი ქვეყანა, შენი ქალაქი, პატივს არ სცემ პირველრიგში შენს თავს და შემდეგ უკვე სხვას, როცა სხვისი სიკეთის გშურს და გძულს ყველა ადამიანი რომელმაც ცხოვრებაში რაღაც წარმატებას მიაღწია…

    ამის შემდეგ ნორმალურ და ცივილიზებულ ერზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია რა..
    პირველრიგში ყოველდღიური ცხოვრების და ჩვეულებების რაღაც მინიმალური კულტურის ჩამოყალიბება უნდა მოხდეს ძირითად მასაში, და ისეთი ელემენტარული მაინც შეიგნო რომ არამცთუ ქუჩაში ურნის წინ მაინც ნაგავი არ უნდა დაყარო!!

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: