Skip to content

ისინი და ჩვენ ანუ დილეტანტური ”უფოლოგია”

29 April, 2009

ამ ბოლო დროს ჩემს გენიალურ ტვინს უამრავი აზრი აწვება და ეტენება. აზრები გროვდებიან, გროვდებიან, გროვდებიან და ბოლოს უკვე იმდენი არიან, რომ სად წავიღო, აღარ ვიცი. თითოეული ჩემი უსაქმურობის 20 წუთი იმით მთავრდება, რომ ახალ დასკვნას ვაკეთებ, ზოგადად, ამ სამყაროს შესახებ და ამ დასკვნას საგულდაგულოდ ვასაბუთებ ისევ ჩემსავე ტვინში. ჩემგან ერთი კარგი ფუტურისტ-ფანტასტი მწერალი გამოვიდოდა, ამის ჭეშმარიტი ნიჭი რომ მქონოდა. დავწერდი რობოტებზე, უცხოპლანეტელებზე, გლობალურ გათბობებზე, პირველყოფილ ადამიანებზეც კი და ვარსკვლავთა ომების გაგრძელების შეთხზაც არ გამიჭირდებოდა. თუმცა, ეს ალტერნატივა ნამდვილად არ მიზიდავს (ეგებ, სწორედ ამიტომაც არ მაქვს ამის ნიჭი?!)

მოკლედ, ამასწინათ , ჩემმა დაკვირვებულმა თვალმა რა შეჰნიშნა. გარშემო თითქმის ყველაფერი, რასაც სულიერს ვუხმობთ, ერთ ”კანონზომიერებას” ემორჩილება: აქვს ოთხი კიდური, ორი თვალი, ერთი ცხვირი, შინაგანი ორგანოებიც მსგავსია. თევზი რომ თევზია, ისიც კი აკმაყოფილებს ამ პირობებს. რა თქმა უნდა, არის რაღაც მცირედი განსხვავებები, თუმცა  მათი უარყოფა თავისუფლად შეიძლება. ასე თუ ისე, უმეტესობა სულიერებისა ერთნაირები ვართ და შესაბამისად, ამ პლანეტაზეც ერთად ვცხოვრობთ, თანავარსებობთ და ვიმყოფებით. თუ დღევანდელ მეცნიერებს დავეყრდნობით, ყველანი ერთი და იმავე სიცოცხლის წყაროდან (ბაქტერიებიდან) უნდა წარმოვშობილიყავით, გარემოს შეგუების შემდეგ კი ჩვენმა სხეულებმა შედარებითი ცვლილებაბიც განიცადა. ჩვენთვის ოთხ-კიდურა, ორთვალა, ერთპირა და ერთთავა არსებები იმდენად ბუნებრივია, რომ უცხოპლანეტელებსაც ხშირად, სწორედ ასეთებს წარმოვიდგენთ ხოლმე.

თითქოს აქ არაფერია აღმაშფოთებელი, მაგრამ ჩვენს გარდა არსებობენ ისინი: მწერები და ხოჭოები! ისინი არანაირად არ ჯდებიან ჩვენს ”სტანდარტებში”:  მათ აქვთ უამრავი ფეხი, უამრავი თვალი, მათი შიგნულობა და ორგანოებიც სხვადასხვაა და საერთოდ, ისინი სხვები არიან. მაშ, რამ გამოიწვია ის, რომ ერთსა და იმავე პლანეტაზე, ერთსა და იმავე გარემოში, ერთი და იმავე სიცოცხლის წყაროდან ორი ასეთი განსხვავებული ”რასა” შეიქმნა? რატომ არ გვგვანან მწერები ჩვენ ან რატომ არ ვგავართ ჩვენ მათ? ჰოდა, სწორედ ამ შეუთავსებლობის გამო, მე დავასკვენი, რომ მწერები არიან უცხოპლანეტელები ან სულ სხვა სიცოცხლის წყაროდან წარმოქმნილნი!!!

რა თქმა უნდა, რაც ზემოთ დავწერე სინამდვილეს არ შეესაბამება და ასე სრულიად არ ვფქრობ სერიოზულში. ვინმე მეცნიერმა რომ წაიკითხოს, ალბათ იტყვის, ამას ბიოლოგია არ უსწავლიაო. გეტყვით, რომ მისწავლია, მაგრამ აღარ მახსოვს. გადასაკითხი მაქვს ყველაფერი. უბრალოდ, სახალისოა, რაიმე [ცენზურა] რომ მოიფიქრებ, მერე ბლოგში დაწერ და გიხარია. გაუმარჯოს თავისუფალ სიტყვას! ისე, ვინ თქვა, საქ-ლოში თავისუფალი სიტყვა არ არისო? ეგრე რომ იყოს ამ იდიოტობას ვინ გამომაქვეყნებინებდა ვორდპრესსა ზედა, თან ისიც ქართულად დაწერილს?! მიპასუხეთ ერთი?!

P.S. ისე, ამ წამს დავფიქრდი, ჩვენ ისევ ძველ ქართულს რომ ვხმარობდეთ და სიტყვა ობობას მაგიერ ისევ დედაზარდლი იყოს ხმარებაში. ამ შემთხვევაში, ადამიანი-ობობას მაგიერ, ადამიანი-დედაზარდლი გვეყოლებოდა. ჰა-ჰა-ჰა! ხომ სასაცილოა?!

6 Comments leave one →
  1. piccolina permalink
    29 April, 2009 7:24 PM

    ოიოიოი
    ყვავას ვიდეო ბლოგებზე ცენზურის შესახებ არ გინახავს?
    ზუსტად იმიტომ რომ ბლოგზე თავისუფალი ხარ, შეგიძლია ცენზურა დაიკიდო )))

    • 1 May, 2009 4:52 PM

      მართალია, მაგრამ მაინც ბავშვები კითხულობენ ბლოგებს. ხანდახან. მე არ მსურს მათი გონება წავბილწო😀

  2. უსახელო permalink
    29 April, 2009 9:07 PM

    მწერებს იმიტომ აქვთ ბევრი ფეხები რომ კისერში ჩაძრომის დროს ჩვენ განსაკუთრებით “დიდი სიამოვნება” ვიგრძნოთ. სად ორი ფეხის შეგრძნება და სად კიდე რვის.🙂 ან კიდევ ბანჯგვლიან ფეხზე რომ ჭიანჭველა გაიხლართება და საამოდ დაგვიღიტინებს ხოლმე, მაგას რა სჯობია!🙂

  3. 2 May, 2009 10:18 PM

    lol😀
    მომწონს წერის სტილი :)))..
    ცენზურის დადება ცოტა არ იყოს და რთულია ინტერნეტ სივრცეში🙂

  4. daliela permalink
    7 May, 2009 5:42 PM

    საკმაოდ საინტერესო თეორიაა ჰიუსტონ ჩემო:D
    რაც შეეხება დედაზარდლებს ჩემი შეხედულებით ადამინი-დედაზარდლები არსებობენ😀

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: