Skip to content

ტელეპორტაცია

8 May, 2009

ისევ და ისევ ინგლისურის ესეს გამო მომიწია ისეთ ფენომენთან შეხება, როგორიცაა ტელეპორტაცია. საინტერესო ინფორმაცია მოვიძიე ინტერნეტში ამ საკითხთან დაკავშირებით და რომ არ გაგიზიართო, არ შემიძლია. ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ, სავარუდოდ, გაცილებით უფრო მეტი გეცოდინებათ ტელეპორტაციის შესახებ, ვიდრე აქამდე იცოდით.

მაშ, ასე. ტელეპორტაცია არის სამგანზომილებიანი საგნის მყისიერი გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე. თქვენ შეიძლება ამ ფენომენს უამრავ ფანტასტიკურ ფილმსა თუ წიგნში შეხვდეთ. მაგალითად, ”სტარ ტრეკში,” ”პრესტიჟში,” და ”დეჟა ვიუში” (ფილმი სადაც დენზელ უოშინგტონი გამომძიებლის როლს თამაშობს). თითოეული წიგნი თუ ფილმი თავისებურად გვიხატავს ტელეპორტაციას. ფილმ ”პრესტიჟში” (გირჩევთ ეს ფილმი ნახოთ) ტელეპორტაციის დროს დედანი ხელშეუხებელი და ცოცხალი რჩება. საბოლოოდ, ამ პროცესის ბოლოს კი ორი ერთნაირი საგანი გვრჩება.

როდესაც ჟიულ ვერნი წყალქვეშა გემებზე და მთვარეზე მოგზაურობაზე წერდა, ყველას ეგონა, რომ ეს არასოდეს მოხდებოდა სინამდვილეში. თუმცა, როგორც დღესდღეობით ცნობილია, ბაზ ალდრინი და ნილ არმსტრონგი მთვარეზე იყვნენ, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიას ერთ-ერთი უძლიერესი წყალქვეშა გემების ფლოტი ჰქონდა. თუ ყოველივე ასე გაგრძელდა, გასაკვირი არ იქნება, რომ ერთხელ ტელეპორტაცია რეალობა გახდეს (შვილო, ამოტელეპორტირდი სახლში, ჭამე და ისევ ჩატელეპორტირდი). სულ ახლახან, მეცნიერებმა შეძლეს ნაწილაკის, სახელად კვანტის, ტელეპორტაცია (ეს დისკოვერიზეც იყო ერთხელ). კვანტი არის მცირე, განუყოფელი ფიზიკური სხეული, როგორიცაა ძალა ან  იმპულსი. ითვლება, რომ კვანტის დაშლა უკვე შეუძლებელია. ექსპერიმენტის დროს ტელეპორტირებული კვანტი (ანუ დედანი) განადგურებულ იქნა, ხოლო ტელეპორტაციის ”მიმღებმა” ატომმა წამებში მიიღო ამავე კვანტის თვისებები და მის სრულყოფილ ასლად გადაიქცა. ტელეპორტაცია განხორციელდა.

ტელეპორტაციისთვის აუცილებელია ”მიმღები” საგნის (ამ შემთხვევაში, ატომის) არსებობა. უფრო კარგად რომ ავხსნა, ტელეპორტაცია ფაქსივით მუშაობს. დასაწყისში პირველ ფაქსში გვაქვს ფურცელი ტექსტით (დედანი). მეორეში კი მხოლოდ ფურცელია ტექსტის გარეშე. ეს ცარიელი ფურცელი ჩვენი ”მიმღებია”. ”მიმღები” ფურცელი რომ არ იყოს, ფაქსს მეორე მხარეს ვერ გავაგზავნით. ტექსტი არის ”თვისება,” რომელიც ერთი ფურცლიდან მეორეზე უნდა გადავიდეს. ფაქსის გადაგზავნის შემდეგ დედანი ხელშეუხებელია, ხოლო მეორე მხარეს ”მიმღებმა” ფურცელმა დედანის ”თვისება” (ტექსტი) ”შეიძინა” და ახლა მისი სრულყოფილი ასლია. ფაქსისგან განსხვავებთ, ტელეპორტაციისას ჩვენი დედანი ნადგურდება და მხოლოდ მისი სრულყოფილი ასლიღა დაგვრჩება მეორე მხარეს.

ტელეპორტაციის ფენომენის ამ უცნაური თვისების გამო, ზოგერთ მეცნიერს ეჭვი შეაქვს მასში: თუ სული და გონება არსებობს, როგორ შეგვიძლია მათი განადგურება და შემდეგ მათივე სრულყოფილი ასლის შექმნა სხვა ადგილას იმავე წამს?? წინ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, როგორც ჩანს.

One Comment leave one →
  1. ketjuni2 permalink
    18 May, 2009 3:21 PM

    it’s kind of creepy ^^

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: