Skip to content

შაშვები

11 May, 2009

იობარი ტიპები ანუ  შა[შ]ვები, ჭეშმარიტი პატრიოტები და ქურდი კაცის პატივისმცემლები, ბოზების მტყვნელები და ძმების მძმობელნი, ორ-წიგნ-წაკითხულები და სამ-წუთში-ერთხელ-მფურთხებელნი. ეს ფენომენი საქართველოში თუ შეგხვდებათ მხოლოდ. ამბობენ, ადამიანთა ეს სახეობა გადაშენების პირასააო, რაშიც ჯერ ეჭვი მეპარება. შავი სათვალეებით, მოხრილი ბეჭებით, ჩახლეჩილი ხმით ლაპარაკობენ ისინი, ჩემი-დედა-შევეცით და გამჭოლ-ამოუცნობი არც ისე სასიამოვნო მზერით გამოირჩევიან საზოგადებისგან; ცალკე დახურულ და არც ისე კეთილმოსურნე სოციალურ ჯგუფსაც წარმოადგენენ. ერთ-ერთს დედა რომ შეაგინო, ისე დაგჟუჟავენ და მიგაფისტინგებენ სიცოცხლე კი არა, მილიონი დოლარი რომ მოგცენ, ეგეც აღარ მოგინდება. არადა, ყოველ მეორე წინადადებაში ჩემი-დედა-შევეცით საკუთარ მშობელ დედას რომ აგინებენ, ეს, რა თქმა უნდა, არაფერია. რატომღაც, ყოველთვის მეგონა, პირველ რიგში საკუთარ დედას შენვე უნდა სცე პატივიო. ვგონებ, მოსახლეობაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ შა[შ]ვები და ალბათ, სწორედ ამიტომაცაა, რომ მამაკაცებს და არამარტო მათ ასე იზიდავთ ეს სტატუსი. როდესაც ე.წ. უბნელები ე.წ. უბანში თავიანთი მამების ”მეგობრებს” ჩამოთვლიან და აღმოჩნდება, რომ გიორგას მამა მერაბიშვილის ისე კარგად იცნობს, გადადგომა რომ სთხოვოს  ისიც დაუყოვნებლივ გადადგება, შენც შეგიძლია, თავის გამოჩენს მიზნით, თქვა, რომ წვრილ ალექსას*, დოლიძის მოსახლეობის მძრეველს, იცნობ, მაგასთან მაგარი ჩაბრატული ხარ და თუ რამეა, შენკენაა, თვითონ გითხრა ასე. აქ შენი სტატუსი, საგრძნობლად იწევს და ე.წ. უბნელებიც უფრო მოწიწებით გელაპარაკებიან. რა თქმა უნდა, უნდა იცოდე რა სიტუაციაში გამოიყენო ეს ტუზი, რადგან წვრილი ალექსას ავტორიტეტი ყველასთან როდი სჭრის!

*ეს სახელი ავტორმა სრულიად რანდომულად შეარჩია. ყოველივე დამთხვევა უბრალო შემთხვევითობაა და სხვა არაფერი
One Comment leave one →
  1. 12 May, 2009 6:21 PM

    “ავტორა ნა სცენუ”🙂🙂🙂 მაგარია.
    ისე გიორგას მამამ მართლა რომ სთხოვოს მერაბიშვილს კი გამიხარდებოდა🙂

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: