Skip to content

განსხვავებული აზრი

12 May, 2009

საქართველოში არ უყვართ განსხვავებული აზრი. არც სხვაგან უყვართ, თუმცა, საქართველოში განსაკუთრებით. ხშირად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს სასწრაფოდ იუდებად და მოღალატეებად შერაცხავენ ხოლმე. ეს სახელები ერთხელ თუ მოგეწება, მტრისას, მოშორება უკვე ძნელია. საქართველში არის ყოველთვის ერთი აზრი, რომელსაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ბრმად ენდობა, იზიარებს და მზადაა მისთვის თანამოქალაქეს გვარიანად უთაქოს. ერთი ახლადშემოღებული სიტყვა რომ ვიხმაროთ: საზოგადოებაში ყოველთვის მუსირებს* რაღაც გარკვეული ტიპის აზრი. მოდით, ასეთ აზრს, პირობითად, მეგააზრი დავარქვათ. მეგააზრი, მოსახლეობისთვის ყოველთვის ადვილად გასაგებ-ასახსნელი და უმეტესად, არც ისე ლოგიკურია. აი, დღესდღეობით ერთ-ერთი მოსახლეობაში (მეტწილად, ჭაბუკებში) მუსირებადი აზრის მაგალითს მოგიყვანთ: ყველა ბიჭი, ვინც ბალეტს ცეკვავს, პიდარასტია (ხშირად, ამ მეგააზრს ასეც გადმოსცემენ: ბიჭი რომ ელასტიკებს ჩაიცვამს, პიდარასტია). ხომ ლოგიკურია?  მეგააზრი თავისთავშივე მოიცავს სხვა დანარჩენი ალტერნატიული აზრების სიმცდარეს, სიცრუესა თუ სიყალბეს. მეგააზრი მოსახლეობაში აქსიომად ითვლება, მას არც დამტკიცება სჭირდება და არც არაფერი. ეს ასეა. დიდი რისხვა ატყდებათ მათ თავს, ვინც მეგააზრს შეეწინააღმდეგებიან; ხალხი მათ დაუნდობლად გაუჩეჩქვავს თავს გადატანითი თუ პირდაპირი მნიშვნელობით. ზოგჯერ, ისეც ხდება ხოლმე, რომ ერთი ადამიანი მეგააზრის სიმცდარის დამტკიცებას შეძლებს ისე, რომ მისი სიმცდარე ამ აზრის მომხრეთათვისაც ზედმეტად აშკარა და ცხადი ხდება. ამ დროს, მეგააზრის მომხრეთა მრისხანება ზენიტს აღწევს. იმის მაგიერ, აღიარონ თუ როგორ მოტყუვდნენ თუ მოღორდნენ** და ცრუ მეგააზრი რაიმე უკეთესი მეგააზრით შეცვალონ, ისინი უფრო გამალებით იცავენ მას, ხოლო სიმცდარის დამამტკიცებელს კარგი დღე არ დაადგება. მეგააზრის შეურაცხყოფა ხომ ხალხის პირადი შეურაცხყოფის ტოლფასია! დიდი დრო სჭირდება, სანამ ძველი მეგააზრი ახლით შეცვლება და შემდეგ, ყოველივე თავიდან იწყება.

*ავტორისთვის ამოუცნობია ამ სიტყვის წარმოშობა
**ვეფხისტყაოსანში მოტყუების სინონიმი
5 Comments leave one →
  1. piccolina permalink
    12 May, 2009 3:19 PM

    ეგ მეგააზრები ვრცელდება იმიტომ, რომ ადამიანებს აზროვნებათ აზროვნება. ანუ სოციალური ფსიქოლოგია სწავლობს მაგას და ნამდვილად ეგრეა, რომ ადამიანებს ურჩევნიათ სხვის მიერ ნათქვამი აზრი გაიზიარონ, ვიდრე თავისი საკუთარი ჩამოაყალიბონ. სხვისი აზრის გაზიარებას ხომ აზროვნება არ სჭირდება და ძალიან მარტივია. საკუთარის შექმნას კიდევ აზროვნება უნდა, ფიქრი, დრო და ათასი ბლა ბლა

  2. 12 May, 2009 3:20 PM

    მართალი ხარ, მართალი…ისე კარგი იქნებოდა ერთ პოსტს თუ მაგ ე.წ. “მეგააზრების” ჩამონათვალს მიუძღვნიდი

    • 13 May, 2009 1:02 AM

      აუცილებლად!!! კარგი აზრია! მოვიძიებ მეგააზრებს, მაგის მეტს რას ნახავ კაცი აქ!

  3. ketjuni2 permalink
    18 May, 2009 2:42 PM

    კი, ეგ ეგრეა, არამარტო საქართველოში , ზოგადად ყველა ქვეყანაში,
    მეგააზრების რაოდენობაც სწორედ საზოგადოების განვითარების და განათლების მიხედვით იცვლება,
    როგორც ჩანს ქართველები ზედმეტად მეგამოაზროვნეები ვართ😀

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: