Skip to content

ნეოინკვიზიციები და ნეოინდულგენციები

13 May, 2009

ქართველები ძალიან ეკლესიური ერია. უყვარს ღმერთი, იესო, სულიწმინდა და საკუთარი თავიც. კვირაობით ეკლესიაშიც დადის, მარხვასაც იცავს, ლოცვებს კითხულობს და ვეფხისტყაოსანს შვილებს ზეპირად ასწვლის. მარშრუტკაში თუ ავტობუსში, ფეხით სიარულისას თუ ველოსიპედით სეირნობისას ეკლესიის წინ გავლისას ყოველთვის იწერს პირჯვარს, ხან ერთხელ და თუ ეკლესიას გაუმართლა, სამჯერაც კი. ქუდსაც მოიხდის და ქედსაც მოიხრის თუ საჭიროა. მოძღვარიც ჰყავს და აღსარებასაც ამბობს, ინანიებს ცოდვებსა და მიქარულებს, ქალებში სიარულს, ტყუილის თქმას, ცოლის ან ქმრის ღალატას, მრისხანებას, მარხვის დარღვევას, უწმაწური სიტყვების ხმარებას, როკ მუსიკის მოსმენას, დედის გინებას, მამის მკვლელობას, ნარკოტიკის მიღებასა და მრუშობას. მეორე დღეს კი იმავე ცოდვებს მშვიდად იმეორებს. ღვთის მონა მღვდელი ჯვარს ჩასცხებს თავში ცითელტუჩსაცხიან გოგოს, რომელიც ეკლესიაში სალოცავად შესულა: ეშმაკისეული ფერი რათ გაქვს ტუჩებზედ წაცხობილიო?! შარვალში ჩაცმულ მდედრს წმინდა ნეოინკვიზიციით განიკითხავენ და თუ შარვალს კიდევ ჩაიცვამს, ჯოჯოხეთის ცეცხლს ააგიზგიზებს მისი ცოდვილი სული. არ განიკითხო და არ განიკითხებიო, ამბობენ და განიკითხავენ, ვითარცა თავად იყვნენ ღმერთები. მარლთმადიდებლობა ყველაზე სწორი რელიგია ჰგონიათ, თუმცა ყველა სხვა რელიგია თავის თავზე იგივეს ამბობს. ბიბლიას ციტირებენ და მერე დედას იგინებიან: შენი ათეისტი დედა მოვტყან, ღმერთი არსებობსო! იციან, რომ ქურდობა ცოდვაა, მაგრამ ნაქურდალიდან ცოტას ეკლესიის ასაშენებლად გადადებენ, აქაოდა ვცხონდეთო. სამარხვო შემწვარ კარტოფილს ამზადებენ და სამარხვო კვერცხებს წვავენ, სამარხვო ნამცხვარს მიირთმევენ და მაინც ჰგონიათ, მარხვას იცავენ. მარხვის აზრი არ დევს არასამარხვო თუ სამარხვო ნამცხვრის ჩაგემოვნებაში. ეკლესიაში წირვის მაგიერ მეზობლის ჭორებს ისმენენ. მღვდელი ამქვეყნიურის დათმობას ქადაგებს, განაგდეთ ხორციელი ფუფუნებანი და სულს მიხედეთო, თავის შავ პრადოზე კი ნომრად MGV-777* აურჩევია. მოვა დრო და ყველას მოეკითხებაო. მეც განვიკითხავ? ახია ჩემზე.

*ეს ნომერიც ავტორმა სრულიად რანდომულად შეარჩია. ყოველივე დამთხვევა უბრალო შემთხვევითობაა და სხვა არაფერი.

12 Comments leave one →
  1. 13 May, 2009 3:22 PM

    მდა, სამწუხაროდ, ეს მართლაც ასახავს ჩვენი მორწმუნე საზოგადოების დიდი ნაწილის სულიერ და ფიზიკურ პორტრეტს. დიდი ხანია, რწმენა ფორმალობად გადავაქციეთ, რაღაც ვალდებულებად, რომელსაც, როგორც ყველა სხვა ვალდებულებას, უხალისოდ და მოვალეობის მოხდის მიზნით ვასრულებთ. დასანანია, ფრიად დასანანი.

  2. piccolina permalink
    13 May, 2009 8:27 PM

    გგგგგგგგ
    ვერ ვიტან ვერ ვიტან
    ზუსტად ისინი გიწერია, რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან ფსევდო მორწმუნეებში
    ხო, კიდევ დამატება შემიძლია, გეჩხუბებიან, მარხვაა, ნუ ჩხუბობო )))

  3. 15 May, 2009 3:57 PM

    დაგლიჯა, მომეწონა ნომერი🙂
    მინახავს ბევრი – EKL-100, EKL-007, FOK-111 (ფოკას დედათა მონასტრის Lexus LX570)

  4. ketjuni2 permalink
    18 May, 2009 2:54 PM

    exactly!ნამდვილად, ნამდვილად მასეა:\ ყველაფერი ზუსტად გაქვს აღწერილი😐

  5. 21 May, 2009 2:17 AM

    ეჰ, ამ ყველაფრის ღიად გამოთქმის გამო, მე უკვე იარლიყებოს მოწებება დამიწყეს საახლობლოში

    • 25 May, 2009 12:05 AM

      მეც ხანდახან მეგობარ-ნათესავების რისხვა მატყდება ხოლმე თავს. ოღონდ ხანდახან.

    • 1 July, 2009 6:18 PM

      მერე, რისხვაზე რისხვითვე უნდა უპასუხო!🙂

      რამოდენიმე საპასუხო შეკითხვა მაქვს დამუღამებული, როცა დამიწყებენ ხოლმე ”ქადაგებას” და ეგრევე იჭრებიან🙂

      ყველაზე მაგარია – ბოლოს შენ თვითონ როდის იყავი მოძღვართან – რომელზეც 85 % თავს ხრის და აღიარებს რომ ან არ ჰყავს, ან დიდი ხანია არ ყოფილა🙂

      ხოდა ნუ მასწავლი ჭკუას-თქო უნდა დაუმატო და გამარჯვებული გამოდიხარ ისედაც უაზრო დავიდან

  6. 25 May, 2009 2:35 AM

    რაც უფრო ნაკლებად მიაქცევ ყურადღებას, ნაკლებად მოგეშლება ნერვები. პლუს, “ისინი” თუ აგრესიულები არიან, შენ მშვიდად უნდა იყო და დაიკიდო, we’ve got to be happy for what we are – bloggers, I mean🙂

  7. 1 July, 2009 12:43 PM

    ისე რატომღაც მგონია რომ პრობლემა არის მოდურობაში, ამას დრო სჭირდება მოევლება…
    მეორე პრობლემა არის იმაში რომ ჩვენ ბლოგერების დიდი ნაწილი ვებრძვით მის გარეგნულ ნაწილს და არა იმას რასტანაც არის საჭირო ბრძოლა…

    ისე კი ბოლოჯერ ვინც მითხრა შენი ატეისტი დედაცო ,კარგად მახსოვს ბათუმში ისე გაილახა რომ დღემდე იძახის ბათუმში ბესპრედელიაო…

  8. mari permalink
    9 July, 2009 12:01 PM

    hoo! mtkivneuli temaa. ragaceebshi martali xar avtoro da dzalianac cudia es… ise,ramdenjer quchashi gamivlia axlobeltan ertad eklesiis cin.is chemi tanxmlebi moulodnelad shetrialebula,ise rom verc gaviazre ra moxda,da dauckia xolme pirjvris cera … me ki uxerxulad migrdzvnia tavi,titqos is ufroa morcmune da am pirjvrit shen geubneba sircxvili shenio…
    me, simartle rom gitxrat,roca gulit locva mindeba xolme,avdgebi da mivdivar eklesiashi,xolo es usasrulo pirjvris cerebi quchashi formaloba mgonia … da vai mas vinc martla formalurad aketebs, gmerts asetebi ar ukvars…
    gmerti rom sheicno biblia unda ikitxo albat dametanxmebit da biblia rom gaigo bevri unda ikitxo,icxovro,gamoscado,radgan miuxedavad dgevandeli msoflio rcmenis krizisisa cinaprebma (aramarto saqartveloshi) dagvitoves uamravi minishnebebi da magalitebi,rasac gonivrulad moazrovne adamiani chacvdeba uechvelad rac gauxsnis gzas sulierebisken …

    Ise 2012 clis 21 dekemberze tu gaugonia vinmes rame? naxet google-shi. informacia imdenia rom verafrit davalage gonebashi …

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: