Skip to content

Delete-ს საიდუმლობანი ანუ ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ

24 May, 2009

ალბათ, თითქმის ყველას გაქვთ Facebook-ის ან Myspace-ს ან ე.წ. ადნაკლასნიკების გვერდი გახსნილი. საკუთარი სურათებიც გექნებათ ატვირთული, რომელსაც ნებისმიერი ინტერნეტ მომხმარებელი იხილავს. თუმცა, ისეც ხდება, რომელიმე ატვირთული სურათი აღარ მოგეწონებათ, რადგან ან დიდი ცხვირი გიჩანთ ან სულელურად ხართ და “ჯადოსნური” ღილაკის, Delete-ს, მეშვეობით აქრობთ მას თქვენი გვერდიდან. გაქრა კი სურათი ინტერნეტიდან ანუ ჭეშმარიტად ჯადოსნურია Delete?

თუ თქვენი კომპიუტერიდან Shift+Delete-ზე მარტივი დაჭერით არასასურველ სურათს თუ საქაღალდეს მომენტალურად სამუდამოდ ემშვიდობებით (აქაც, ხანდახან ფაილის ნაშთი ან მთლიანად ფაილი მაინც რჩება თქვენს მყარ დისკზე, მის სრულად ამოშლას სპეციალური პროგრამა სჭირდება), ინტერნეტში ასეთი წესები არ მოქმედებს. ისეთ გვერდზე ატვირთული სურათი, როგორიცაა Facebook ან Myspapce, ერთდროულად უამრავ ადგილას/სერვერზე ინახება, რათა იგი ადვილად მისაწვდომი იყოს ყველასათვის. ასეთ გვერდებს ხომ მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. სურათის ასლი სხვადასხვა ბმულზეა შენახული, რომლებიც მისი ორიგინალის წაშლის შემდეგაც კი კიდევ დიდი ხანი აგრძელებენ არსებობას და შესაძლოა არც არასოდეს იქნან წაშლილნი. ასეთი ბმულების გაკონტროლება ძალიან ძნელია, რადგან ისინი ასიათასობით და მილიონობითაა.

მოდით, შევამოწმოთ მართლა ასეა თუ არა. ავიღოთ Facebook-ი. ჩემი საკუთარი Facebook-იდან ერთ-ერთ სურათს გავწირავ და მას წავშლი. აი, იმ სურათის გვერდის მისამართი, რომელსაც მე ვწირავ:

http://www.facebook.com/photo.php?pid=30065500&id=1324738317

ამ ბმულზე დაჭერისას Facebook-ი დაგიწერთ, No Content Found-ო, რადგან გვერდი წაშლილია. იგი წაშლილი რომ არ იყოს, მაშინ Log In-ის გვერდს გამოგიგდებდათ ან პირდაპირ სურათიან გვერდზე გადაგიყვანდათ. იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ ეს სურათი მართლაც იდო Facebook-ზე არის აქ, ჩემ მიერ გაკეთებული Print Screen-ი. წაშლილიკი ესაა (სურათისა და სურათის გვერდის ბმულები სხვადასხვა რამეა):

http://photos-e.ak.fbcdn.net/photos-ak-snc1/v2442/63/96/1324738317/n1324738317_30065500_1654846.jpg

აბა, ახლა ეს ბმული სცადეთ. წესით, თქვენ ჩემი წაშლილი სურათი ვერ უნდა იხილოთ, თუმცა, ამ ბმულზე დაჭერით დარწმუნდებით, სურათი ჯერ ისევ არსებობს ინტერნეტ სივრცეში. რაღა გამოვიდა, მე სურათი წაშლილი მგონია, ის კი ისევ ხელმისაწვდომია! ეს ხომ ხალხის მოტყუებაა. მოდით, ისიც აღვნიშნოთ, თუ რა დღეა დღეს – 24 მაისი, 2009 წელი – სურათის წაშლის თარიღი. თეორიულად, სურათი აუცილებლად უნდა ამოიშალოს ყველა ბმულიდან ადრე თუ გვიან. სწორედ ამიტომ, მე ვეცდები ყოველთვე ვამოწმო სურათის ბმული, რათა გავიგო, თუ როდის წაიშლება იგი სინამდვილეში!

მაშ ასე, ნუ დადებთ ინტერნეტში ისეთ სურათებს, რომლებიც არ გინდათ რომ ვინმემ ნახოს, სადაც დიდი ცხვირი ან ფართე ყურები გიჩანთ! წაშლის შემდეგაც კი ისინი შეიძლება ვინმემ იხილოს! ნუ მიენდობით delete-ს, გამოიჩინეთ გონიერება.

24.მაისი.2009 – სურათი წაიშალა, თუმცა, სურათის ბმული ჯერ ისევ მუშაა.

22.ივლისი.2009 – სურათის ბმულზე შევედი, სურათი ადგილზეა.

19.ოქტომბერი.2009 – სურათის ჯერ კიდევ არ წაუშლიათ.

09.ნოემბერი.2009 – რა თქმა უნდა, სურათი ისევ იქაა, სადაც უნდა იყოს.

27.დეკემბერი.2009 – ისევ იქაა სურათი.

24.ივლისი.2011 – გეგონათ, სურათი წაიშალა?! ვერ მოგართვით!

29.დეკემბერი.2011 – სურათი დევს.

07.მაისი.2012 – სურათი ბმულზე აღარ არის

P.S. არ იცით როგორ უნდა ნახოთ სურათის ბმული? გააგრძელეთ კითხვა და გაიგებთ! ინტერნეტში განთავსებული სურათის გვერდზე, თავად სურათს ვაჭერთ მაუსის მარჯვენა ღილაკით ერთხელ(თუ თქვენი მაუსის წამყვანი ღილაკი მარცხენაა; ხოლო, თუ მარჯვენაა  – აჭერთ მარცხენას). გამოჩნდება მენიუ. დააჭერთ  Image Properties/Properties (ეს ინგლისურენოვანი მენიუსთვის; სხვა ენებისთვის წარწერა სხვაა, მაგრამ იგი მაინც მენიუს სულ ბოლოშია). გამოჩნდება დაფა. სწორედ ამ დაფაზე მითითებული იქნება სასრუველი ბმულიც. ადვილია.

P.P.S. (07.05.2012) როგორც თავად ხედავთ, სურათის სრულიად ამოშლას თითქმის ზუსტად 3 წელი დასჭირდა უფრო კონკრეტულად კი 1 079 დღე. შეიძლება, სურათი არ წაშლილა და უბრალოდ სხვა ადგილას გადაიტანეს – არ ვიცი ასე თუ აკეთებენ, ხოლო გუგლში მოძიება კი ამჯერად მეზარება.

6 Comments leave one →
  1. piccolina permalink
    24 May, 2009 3:49 PM

    მდაააააა
    აი ვიცოდი რა
    ვიცოდი
    მასონები არიან ეგენი სულ ყველა და იმიტომაც არ იშლება იქიდან სურათები ))))

    ისე, კარგი პოსტია😉

  2. 19 October, 2009 1:02 PM

    19 oqtomberi 2009 weli
    bmulze surati isev agrdzelebs arsebobas😀

  3. 12 July, 2014 2:27 AM

    და ვენ როგორ აღვადგინოთ წაშლილი ფოტო

Trackbacks

  1. 110-709 « კოსმიური ჯვაროსნის ჩანაწერები

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: