Skip to content

წვიმის აღვირახსნილობა

25 May, 2009

არ შემიძლია გუშინდელი (უკვე, გუშინწინდელი) წვიმის აღვირახსნილობას არ გამოვეხმაურო! სწორედ ამ ურჯულოს გუშინდელი უმიზეზო გაჯეჯილების გამო მთელი საღამო და ღამე შუქი და შესაბამისად, ინტერნეტ-კომპუტერიც არ მქონდა! ამას ისიც დაემატა, რომ ჩემმა ნაუშნიკებმა განაგდეს ეს წუთისოფელი, ხოლო ჩემი იმედი და სიხარული, ჩემი კავშირი თანამედროვეობასთან და ერთგული რადიო – ნოკია 6220 – დაჯდა… დავრჩი სანთლების ამარა, რომლებიც საცოდავად ბჟუტავდნენ. ერთი მელანი, ბატის ფრთა და თეთრი პარიკი, მე-19 საუკუნეში მეგონებოდა თავი. შემდეგ, ზედა კორპუსებში შუქმა შემოანათა. ჩვენ კი არა და არ დაგვიდგა საშუელი. ეზო დაიტბორა. მაღაზიაში გადასვლაზე ფიქრიც კი ზედმეტი იყო, თუ თან პორტატიული ნავი ჩამონტაჟებული ქოლგითა და მეხამრიდით არ გქონდა. რა გზა იყო სხვა, თუ არა დაძინება?! ვაი, რომ აქ უკვე ელვა-ჭექაქუხილმა დაიწყეს ერთობლივი ოპერაცია: ”არ-დააძინო-ამ-ბლოგის-ავტორი”. ბოლოს ძილმა თავისი გასჭრა და რამდენიმე წუთით ჩამეძინა. ამ დროს ერთი ისეთი დააგრუხუნა და მოანათა, თავი ვიეტნამის ომში მეგონა. მერე ბუნდოვნად მახსოვს რა ხდებოდა, ცოტა გრუხუნი, ელვა, ვეღაცის ყვირილი ეზოში: გივი, ეგ წითელი კოფტა ჩამოხსენი, წვიმაა მგონიო (აჰა, ევრიკა! ამანაც გააკეთა აღმოჩენა) და აქ დამეძინა.

One Comment leave one →
  1. 29 May, 2009 10:37 PM

    კარგია, ბოშო! ბევრი საინტერესო რამე დაგიწერია, სანამ მე მეძინა, კიარადა პაუზა მქონდა! გუთ!

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: