Skip to content

კვლავ საქართველოს შესახებ

10 June, 2009

არ შემიძლია ისევ იმ ქვეყნის შესახებ არ დავწერო, რომლის მოქალაქე და რეზიდენტი თავადვე ვარ. ალბათ, ეს თემა უკვე მოძველდა კიდეც და ამის შესახებ ათასჯერ ითქვა, თუმცა repetitio mater est studiorum (გამეორება ცოდნის დედაა).

ხშირად ისმის კითხვა, ეშველება საქართველოს რამეო? მეც გიპასუხებთ, რომ ეშველება თუ ჩვენ ვუშველით, რა თქმა უნდა. საქართველო, როგორც თანამედროვე სახელმწიფო, სულ ახალი წარმოქმნილია. ცხადია, ”ახალწარმოქმნილ”-ს გადატანითი მნიშვნელობით ვხმარობ – საქართველო, როგორც სახელმწიფო მე-17-18 საუკუნეების მერე. ჩემი ღრმა რწმენით, თანამედროვე და ძველ სახელმწიფოებს შორის მიჯნა სწორედ ამ საუკუნეებში უნდა გაიდოს, რომელთა შემდგომ საზოგადოებაში ფართოდ შემოვიდა ისეთი ცნებები, როგორიცაა დემოკრატია, კონსტიტუციური მონარქია თუ თანასწორუფლებიანობა.

იმ დროს, როდესაც სხვა სახელმწიფოები ამ სამყაროს ახალ წყობას ერგებოდნენ (ანუ მე-17-18 საუკუნეები), საქართველო ხან ოსმალების, ხან თურქების და ხანაც რუსების ჩექმის ქვეშ იყო მოქცეული და ამ ცვლილებებზე ნაკლებად თუ ზრუნავდა და ეცალა. შესაბამისად, სამყაროს ცვლილებებზე მორგება და სახელმწიფოს ახალ ყაიდაზე გადაწყობა საქართველომ რეალურად მხოლოდ მე-19 საუკუნის დასაწყისსა და მე-20 საუკუნის ბოლოს დაიწყო. რა თქმა უნდა, ამის მცდელობები მე-19 საუკუნის დასაწყისშიც იყო (თუნდაც, 1832 წლის შეთქმულება), მაგრამ ისინი არც ისე წარმატებულნი და პოპულარულნი გახლდათ იმდროინდელ საზოგადოებაში.

პირველი დიდი ნაბიჯი სწორედ მაშინ გადაიდგა, როდესაც 1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. აქაც, ქვეყნის მომავალ დამოუკიდებელ განვითარებას ხელი საბჭოთა კავშირში განვითარებამ შეუშალა. საქართველო ფაქტიურად ისევ რუსეთის გუბერნიად იქცა და როგორც სახელმწიფო იგი აღარ მოქმედებდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყნის გადაწყობა-მშენებლობა ისევ განახლდა და დღემდე მიმდინარეობს. გამოიარა შინა ომიც, გარე ომიც, არეულობებიც, მთავრობათა სწრაფი ცვლა და სხვა უამრავი უბედურება. ეს ბუნებრივი მოვლენაა.

მოდით, გავიხსენოთ, თუ როგორ მოიპოვა ამერიკამ დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა. ამისთვის მან უამრავი გარე თუ შინა ომი, არეულობა და ანარქია გამოიარა, დღეს კი იგი ერთერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. მან ეს დროულად, კერძოდ, მე-17-18 საუკუნეშივე მოახერხა. საქართველოს ამ ყველაფრის გადატანა კი სწორედ ახლა უწევს. გიხაროდეთ, რომ ასეთ ისტორიულ (ჰო, ჰო, სწორედ ისტორიულ ) დროს დაიბადეთ. რა არის 20 წელი?! ადამიანისთვის ეს ცხოვრების 1/5-ია, თუმცა ქვეყნისთვის ეს მხოლოდ დროის ძალიან მცირე მონაკვეთია. მოთმინებაა საჭირო, სულ ცოტაა დარჩენილი. სწორედ, ბოლოშია ყველაზე ძნელი საქმე გასაკეთებელი.

ხომ გაგიგიათ, ვინც მოითმენს, ის მოიგებსო.

One Comment leave one →
  1. 10 June, 2009 10:46 PM

    კეთილი და პატიოსანი. ანუ ამბობ, რომ ის რაც დღეს ხდება საქართველოს ისტორიის ერთი მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია და არა “ვაკის აჯანყება” როგორც ცინიკოსები უწოდებენ. აბსოლუტურად გეთანხმები.

    პ.ს. 1921 1918 – ად ჩაასწორე🙂

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: