Skip to content

Doomsday unleashed

29 June, 2009

გუშინ წინ დისქოვერის (Discovery) ყოველკვირეული დაგზავნის წერილი მომივიდა ელექტრონულ ფოსტაზე. ჰოდა, ამ წერილიდან მსოფლიოს ყველაზე უცნაური და საოცარი იარაღების გვერდზე აღმოვჩნდი და სწორედ იქ გავიგე იმის შესახებ, რაზეც აქ ვაპირებ დავწერო. შემდეგ ჩემი ძიება გუგლსა შინა გაგრძელდა, რათა ამ სპეციფიკური იარაღის შესახებ კიდევ რაიმე შემეტყო და საბოლოოდ, დასრულდა, როდესაც ძილი მომაწვა.

Doomsday weapon ანუ განკითხვის დღის იარაღი სტენლი კუბრიკის დოქტორმა სტრეინჯლავმა (Dr. Strangelove) გამოიგონა, რითაც მსოფლიოს განადგურებით ემუქრებოდა. როგორც დოქტორი თავადვე აღნიშნავდა, ეს ისეთი საიდუმლო იარაღია, რომლის შესახებაც ყველამ უნდა იცოდესო. განკითხვის დღის იარაღი არც ისე შიშის მომგვრელია, როდესაც იცი, ეს ფიქციაა. დოქტორი სტრეინჯლავი ხომ ფილმის პერსონაჟია, ისევე როგორც მისი იარაღი. თუმცა, ყოველივე იცვლება, როდესაც იგებ, რომ ასეთი იარაღი შენს მეზობლად, ერთ-ერთ ქვეყანაში შეიძლება ინახებოდეს. და ეს ფიქცია არაა!

როგორც ამერიკელები ამტკიცებენ, 80-იან წლებში, კერძოდ 1983 წელს (ზოგგან, 1984) საბჭოთა კავშირს შეუქმნია იარაღი, რომელიც დოქტორი სტრეინჯლავის განკითხვის დღის იარაღს ძალიან ჰგავდა. მისი არსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ საბჭოთა კავშირზე ატომური დარტყმის განხორციელების შემთხვევაში, თუნცად მისი მმართველობა სრულიად ყოფილიყო გადადგურებული, ეს იარაღი თავისით მოვიდოდა მწყობრში და ატომურ ბომბებს მსოფლიოში ოთხივე (ან მეტი) მიმართულებით გადაგზავნიდა. შედეგად კი დედამიწის მოსახლეობის (არა მარტო ადამიანები იგულისხმებიან) ნახევარზე მეტი ამოწყდებოდა, სულ რაღაც 50 წელიწადში კი სამთავიანი დრაკონის ნახვა ჩვეულებრივი ყოველდღიური ამბავი გახდებოდა. იმისათვის რათა ამ იარაღის ცრუ ჩართვა არ მომხდარიყო, მისი ხელით გამორთვა იყო საჭირო.

დღესდღეობით, არ არსებობს იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ საბჭოთა კავშირის დამხობის შემდეგ, ეს იარაღი უვნებელყოფილ იქნა. სწორედ ამ იარაღის შესახებ, თუ არ ვცდები, სულ ახლახან ინგლისელმა მწერალმა პიტერ სმიტმა (Peter D. Smith) დაწერა წიგნი, რომელსაც Doomsday Men: The Real Dr. Strangelove and the Draem of the Superweapon (განკითხვსი დღის ადამიანები: ნამდვილი დოქტორი სტრეინჯლავი და ოცნება ზეიარაღზე) ჰქვია.

თუმცა, როგორც ტელემარკეტის რეკლამებში იტყვიან ხოლმე, ეს ყველაფერი როდია!!! ამის მსგავსი იარაღი ამერიკის შეერთებულ შტატებსაც გააჩნია, რომელიც მიწისქვეშა ბუნკერიდან, წითელ ღილაკზე თითის დაჭერით მოდის მოქმედებაში. ამჟამად, ამ წითელ ღილაკზე დაჭერით არაფერი მოხდება, რადგან იგი დროებით დეაქტივირებულია, რათა შემთხვევით არ განხორციელდეს დაბომბვა.

მოკლედ, როგორც არ უნდა ვიფიქროთ, საკუთარი თავი თავადვე გავაბით განკითხვის დღის მანქანის ხაფანგში. თუ ოდესმე დიდ აფეთქებას გაიგონებთ და მიწიდან ამომავალ სოკოსებრ ღრუბელს მოჰკრავთ თვალს, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ გიგანტურ ვარდისფერ სამყურა სამთვალა კურდღელს იხილავთ, ნუ შეგეშინდებათ, ეს, უბრალოდ, განკითხვის დღე დაიწყო.

P.S. Doomsday Men: The Real Dr. Strangelove and the Draem of the Superweapon – ამ წიგნის უფასო ონლაინ ვერსია ვეძებე და ვერ ვიპოვნე. თუ ვინმე ნახავთ, ბმული მეც გამიზიარეთ ან სადმე ატვირთეთ.

5 Comments leave one →
  1. 29 June, 2009 11:19 PM

    ისე არ მჯერა მაგ პერიოდის საბჭოთა კავშირს ეგეთი იარაღი შეექმნა 80 – იანებში და მითუმეტეს ახლაც საბრძოლო მზადყოფნაში იყოს

    ამასთან რა შუაშია და ბელიაევის წიგნია ერთი, “ჰიპერბოლოიდი” მგონი ასე ჰქვია, ძალიან მიყვარდა ბავშვობაში. რაღაც ზეიარაღი იჩითებოდა და🙂

  2. piccolina permalink
    2 July, 2009 12:31 AM

    ეგეთ რაღაცეებს, როგორც წესი, არ ვკითხულობ )))
    როგორც იტყვიან, მაინც ყველანი დავიხოცებით )))

  3. 6 March, 2011 2:20 AM

    საინტერესო სანახავი იქნება გიგანტური ვარდისფერი სამყურა სამთვალა კურდღელი :)))) ეს ხუმრობით რა თქმა უნდა…🙂
    ისე კი ჩვენი გადასახედიდან თითქოს აფსურდულად ჩანს სამთავიანი დრაკონი მაგრამ, იმის გათვალისწინებით რომ ქვეყანაზე ყველაფერი ხდება, ნურც ამას გამოვრიცხავთ …🙂 საბოლოო ჯამში კი piccolina-ს დავეთანხმები, ადრე თუ გვიან ყველას ერთი გზა გვექნება სასაფლაოსკენ 🙂

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: