Skip to content

ამხანაგი კოსმონავტი

30 June, 2009

რა იცით თქვენ იური გაგარინის შესახებ, გარდა იმისა, რომ იგი პირველი კოსმონავტი იყო? სავარაუდოდ, არაფერი. ჰოდა, სწორედ ამიტომ, მე, როგორც კოსმონავტების ქომაგმა და ზოგადად, ასტრონომიით გატაცებულმა ადამიანმა, გადავწყვიტე, ძალიან ცოტა რამ გითხრათ გაგარინის შესახებ.

არ მოვყვები მის ბიოგრაფიას და ცხოვრებისეულ ფაქტებს, რადგან ამის ცოდნის მსურველებს შეგიძლიათ ვიკიპედიას მიაკითხოთ. იქ ყოველივე დაწვრილებით წერია. უბრალოდ რამდენიმე ისეთ ფაქტს გეტყვით, რაც მე პირადად საინტერესო მეჩვენება.

ფაქტი #1: იგი სულ რაღაც 28 წლის იყო როდესაც კოსმოსში გაფრინდა.

ფაქტი #2: მისი სამხედრო წოდება იყო საბჭოთა საჰაერო ძალების პოლკოვნიკი.

ფაქტი #3: დაბრუნების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ გაგარინს აუკრძალა კოსმოსში მეორედ გაფრენა, რადგან თვლიდა, იგი ზედმეტად ძვირფასი იყო, რათა დაეკარგათ.

ფაქტი #4: სოფელს, სადაც კოსმონავტი დაიბადა, გაგარინი დაარქვეს. მანამდე მას გჟატსკი ერქვა.

ფაქტი #5: გაგარინის კოსმოსში გამოსაძახებელი სახელი იყო ”ჭადარი” (რუს. Кедр)

ფაქტი #6: იგი კოსმოსში 1961 წლის 12 აპრილს გაფრინდა.

ფაქტი #7: გაგარინი იმდენ წერილებს იღებდა გულშემატკივრებისგან, რომ საბჭოთა მთავრობამ მას პირადი საინდექსო კოდი გამოუყო: მოსკოვი 705.

ფაქტი #8: ხომალდს, რომლითაც იგი კოსმოსში გაფრინდა, ”ვოსტოკი -1” ერქვა.

ფაქტი #9: სიტყვა, რომელიც მან წარმოსთქვა გაფრენისას, იყო ”წავედით!” (რუს. Поехали)

ფაქტი #10: მთვარეზე ერთ-ერთ კრატერს გაგარინი ჰქვია.

ფაქტი #11: მისი ფრენა მხოლოდ 108 წუთი გრძელდებოდა.

ფაქტი #12: ”დედამიწა, თურმე, მართლაც ლურჯი ყოფილა” – ეს გაგარინის ყველაზე ცნობილი ფრაზაა.

ფაქტი #13: იგი 34 წლის ასაკში სავარჯიშო ფრენის დროს ავარიის შედეგად დაიღუპა.

ფაქტი #14: გაგარინი დასაფლავებულია კრემლის კედელში წითელ მოედანზე. უფრო ზუსტად, მისი ფერფლი ამ კედელშია მოქცეული.

2 Comments leave one →
  1. 30 June, 2009 8:18 PM

    შენ რა სულ 2 – 2 პოსტს ტოვებ მიყოლებით🙂

    რამდენიმე ფაქტი კი ვიცოდი, მაგრამ კოსმოსში 16 აპრილს გაფრენის ფაქტმა დამაბნია😦 12 აპრილი რატომ მახსოვს?

  2. 30 June, 2009 9:18 PM

    სწორად გახსოვს. წერისას შემშლია.

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: