Skip to content

იძინე უბერმანულად

1 July, 2009

და ექპსერიმენტი კოდური სახელწოდებით ”22”.

სანამ თავად ექსპერიმენტის არსზე გადავიდოდე, ჯერ გეტყვით უბერმაული ძილის შესახებ და თუ რატომ გამოვჭიმე ბენჟამინ ფრანკლინის ამხელა სურათი პოსტის დასაწყისში. პირველ რიგში დიდი სურათი ყოველთვის ამშვენებს პოსტს და ვგონებ, ჩემი ბლოგის ვიზუალურ მხარეს ერთი-ორად აუმჯობესებს. მეორე – ფრანკლინი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, ვისაც ე.წ. უბერმანის (ინგ. Uberman; ამ სიტყვის ეტიმოლოგია ჩემთვის უცნობია) ძილით ეძინა, ისევე როგორც ლეონარდო და ვინჩის. ახალა ნუ გაცხარდებით, რატომ ლეონარდოს სურათი არ დადეო… ფრანკლინის ფერადი იყო და იმიტომ. შეურყეველი არგუმენტია!

უბერმანის ძილის დროს ადამიანი დღის განმავლობაში მხოლოდ 2 საათით იძინებს. თითო ძილი ან წაძინება 15-20 წუთი უნდა გაგრძელდეს და ყოველ 4 საათში ერთხელ უნდა განმეორდეს. ასეთ შემთხევვაში ადამიანი ფხიზელ მდგომარეობაში 22 საათის განმავლობაში რჩება, არ განიცდის არანაირ სისუსტეს, არც ძილის დამატებითი მოთხოვნილება აქვს, იშვიათად ამთქნარებს და მეტი დროც აქვს სხვებთან შედარებით. მაგარია, არა? ახლა გასაგებია, როგორ მოასწრო და ვინჩიმ ამდენი, ხოლო მძინარა მურთაზი დღეში ბირჟაზე სამჯერ გასვალსა და 4-ჯერ ჭამას ასწრებს  (პლუს საღამოს კურიერის ყურება).

დღეში ზრდასრულ ადამიანს საშუალოდ 7 საათი სძინავს. ეს საკმარისია, რათა მან ძალები აღიდგინოს და მომდევნო 17 საათის განმავლობაში ეყოს. უბერმანის ძილი კი სრულიად არღვევს ამ სტერეოტიპს. მაშ, თუ ჩვენ შეგვიძლია ვიძინოთ 2 საათი, რატომ გვძინვას 7?

ალბათ, გაგიგიათ, რომ ადამიანს ძილს ხუთი სტადია აქვს. თუ წინა წინადადების წაკითხვამდე ამის შესახებ გაგონილი არ გქონდათ, ახლა უკვე გაიგეთ. მეხუთე სტადია არის REM (Rapid Eye Movement) ძილი, ქარულად რომ გადავთარგმნოთ გამოგვივა თვალების სწრაფი მოძრაობის ძილი. წინა ოთხი სტადია კი შემზადებაა ამ მეხუთესთვის. ხანდახან ძილს მხოლოდ ორ სტადიადაც ჰყოფენ სიმარტივისთვინ: არა-REM ძილი და REM ძილი. სწორედ ამ REM ძილის დროს გესიზმრებათ სიზმრები, ორგანიზმიც ყველაზე მეტად ისვენებს. იგი ფრიად მნიშვნელოვანია. ამ სტადიებს ადამიანი ერთი ხახგრძლივი ძილის განმავლობაში რამდენჯერმე გაივლის და საბოლოოდ, იღვიძებს, ეგ თქვენც იცით. ხუთივე სტადიის გავლას დაახლოებით 120-140 წუთი სჭირდება. თავად REM ძილი კი 10 წუთი გრძელდება, ძილის დასასრულისკენ მან შეიძლება 1 საათიც კი გასტანოს.

უბერმანის ძილის დროს ადამიანის ძილის პირველი ოთხი სტადია მაქსიმალურად პატარავდება, რადგანაც ორგანიზმს დასვენებისთვის და განტვირთვისთვის REM ძილი ყველაზე მეტად ესაჭიროება. გამოდის, რომ ამ დროს ადამიანს მხოლოდ ”იმ ძილით” სძინავს, რომელიც მას ენერგიის აღდგენაში ეხმარება. ძილის წინა ოთხს სტადიასაც თავისი ფუნქცია აქვს, მაგრამ არც ისე მნიშვნელოვანი, როგორც მეხუთეს. შესაბამისად, მხოლოდ REM ძილის დატოვება დამატებით 5 საათს (ან მეტს) გვითავისუფლებს! ახლა დაფიქრდით, რამდენი რამ შეიძლება მოასწროთ ამ დამატებით დროში: ნახოთ საყვარელი კინო, წაიკითხოთ ”80 000 კილომეტრი წყალქვეშ” კიდევ ერთხელ, კოსმიური ჯვაროსნის ბლოგიც წაიკითხოთ, ღამის კურიერს უყუროთ, ივარჯიშოთ, მემუარები დაწეროთ და ა.შ.

ვინაიდან და რადგანაც უბერმანის ძილი ძალიან წარმტაცი მეჩვენება, გადავწყვიტე ჩავატარო ექსპერიმენტი… საკუთარ თავზე!!! ექსპერიმენტი კოდური სახელწოდებით ”22” (მიხვდით, ალბათ, რომ ”22” 22 საათს აღნიშნავს)! ამ ექსპერიმენტის ჩატარება აგვისტოში მაქვს დაგეგმილი, ვინაიდან და რადგანაც ივლისის თვეში სხვა საქმეები მაქვს. მოკლედ, 4 აგვისტოდან ამ ექსპერიმენტს დავიწყებ საკუთარ თავზე და თავადვე დავრწმუნდები (ან არ დავრწუმნდები) მის ეფექტურობაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს ექსპერიმენტი არ დაირღვეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თავიდან დაწყებისთვის დრო აღარ დამრჩება – მერე სწავლა ”გამოყჰოფს ფეხს”. მიუხედავად იმისა, რომ ეს ექსპერიმენტი ჩემამდე ბევრმა ჩაატარა, მე მაინც გავიმეორებ და დავამტკიცებ მას კიდევ ერთხელ!

14 Comments leave one →
  1. 1 July, 2009 9:05 AM

    ეს ყველაფერი კარგი, მართლაც საინტერესოა, მაგრამ იცი რა ვერ გავიგე, როგორ უნდა გადააწყო ორგანიზმი ამ რეჟიმზე, როგორ უნდა აიძულო, რომ მარტო რემ-ძილით იძინოს?

    • 1 July, 2009 1:23 PM

      ეგ არც მე ვიცი, ამიტომ მინდა ექსპერიმენტი ჩავატარო და ვნახო, შესაძლებელია ეგ თუ არა!

  2. უსახელო permalink
    1 July, 2009 12:26 PM

    შენ თუ მაგ ექსპერიმენტს წარმატებით განახორციელებ, შენ თუ მაგ ექსპერიმენტს წარმატებით განახორციელებ… კარგი, მე გავჩუმდები და წარმატებებს გისურვებ.🙂 2 საათი როგორ უნდა გეყოს ძილი ცოტა(?) წარმოუდგენელია. 6 და თუნდაც 4 საათი კიდევ შეიძლება მაგრამ…
    პ.ს. შედეგების დაწერა არ დაგავიწყდეს.

  3. 1 July, 2009 12:40 PM

    me vcade daaxloebit ase medzina da shedegad mivige is rom sami vkris ganmavlobashi or saatze meti ar medzineboda, nevrozi, magali wnevebi da kideva atasi sasiamovno ram damemarta:( momiwia dasadzineblad dzlier moqmed wamlebze shejodma…tak shto dafiqrebad girs…

  4. 1 July, 2009 11:51 PM

    რა კარგი იდეაა, მეც დამიჯდა ჭკუაში🙂 თუნდაც იმიტომ რომ 7 საათიანი ძილი კი არა 10 საათიანი ძილიც არ მყოფნის🙂

    ჰოდა, თუ გაარკვევ როგორ უნდა “ქნა მაი ამბავი” ბლოგზე გვამცნე მერე

    • 3 July, 2009 12:01 PM

      რა თქმა უნდა! ექსპერიმენტის შედეგებს დავდებ!!

  5. piccolina permalink
    2 July, 2009 12:19 AM

    მე კიდევ მახსოვდა, რომ რემ სადღაც შუაში იყო

  6. daliela permalink
    3 July, 2009 2:37 PM

    მაგაი თუ იზამ,აი შენ თუ მაგაი იზამ….😀😀

  7. 8 April, 2010 5:01 PM

    me aucileblad chavatareb am eqsperiments da tu gamomivida chemze bednieri aravin iqneba.namdvilad cota dro mrcheba swavlis shemdeg ro gaverto ar vinme megobars davekontaqto gamovtvale da dgeshi 11 saati vmecadineob tan skola da agar shemidzlia….madloba am statiistvis auiceleblad gamovcdi chem tavze

Trackbacks

  1. ექსპერიმენტი კოდური სახელწოდებით ”22” « კოსმიური ჯვაროსნის ჩანაწერები

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: