Skip to content

ბობი და 11 მილი

4 July, 2009

როდესაც რობერტ ფალკონ სკოტის ამ ექსპედიციის შესახებ გავიგე, პირველივე, რაც გავიფიქრე, იყო ერთ-ერთი ინგლისური ჯგუფის სიმღერის სახელწოდება: Life sucks… and then you die.

ალბათ, ყველამ იცით წარმოშობით ნორვეგიელი რუალ ამუნდსენის შესახებ, რომელმაც პირველმა მიაღწია სამხრეთ პოლუსს. დარწმუნებული ვარ, გეოგრაფიაში ამას უეჭველად ისწავლიდით. თუმცა, ეჭვი მეპარება, ვინმეს რობერტ ფალკონ სკოტის ექსპედიციის შესახებ გსმენოდეთ, რომლის მიზანიც ასევე სამხრეთ პოლუსის დალაშქვრა იყო.

პირველი ექსპედიცია, ბრიტანეთის ნაციონალური ექსპედიცია ანტარქტიკაზე, სკოტმა 1901-1904 წლებში ჩაატარა ერნესტ შეკლეტონთან (Ernest Shackleton) და დოქტორ ედუარდ უილსონთან ერთად (Dr Edward Wilson). მან შეძლო ანტარქტიკაზე, იმ დროისთვის, რეკორდულად შორს გასულიყო. მას სამხრეთ პოლუსამდე დაახ. 800 კილომეტრი დააკლდა. ამ ექსპედიციას ”დისქავერის” ექსპედიცია ეწოდა გემ ”დისქავერის” (Discovery) საპატივცემულოდ, რომლითაც ინგლისელებმა ანტარქტიკის ნაპირებამდე მისცურეს.

როდესაც სკოტი 1911 წლის 1 ნოემბერს თავის მეორე ექსპედიციას ჩაუდგა სათავეში, მისი რეკორდი ერნესტ შეკლეტონის მიერ მოხსნილი იყო, რომელსაც 156 კილომეტრი დააკლდა პოლუსამდე მისაღწევად. სკოტის გეგმა ბოლომდე მისვლა იყო, რითაც ბრიტანეთსა და საკუთარ თავსაც დიდებას მოუტანდა. ანტარქტიკამდე იგი გემ ”ტერა ნოვათი” (Terra Nova) მივიდა. მის მეორე ექსპედიციას ”ტერა ნოვას” ექსპედიციად უხმობენ. ანტარქტიკაზე 5-ნი გადავიდნენ მისიის შესასრულებლად: თავად რობერტ სკოტი, დოქტორი უილსონი, ჰენრი ბოუერსი, ტიტუს ოუტსი და ედგარ ევანსი. ექსპედიციის დასაწყისშივე მათ დაეხოცათ ციმბირული პონები და ძაღლები. სკოტი ფიქრობდა, რომ იგი მართლაც პირველი მიაღწევდა სამხრეთ პოლუსს. იგი ამისთვის ძალ-ღონეს არ იშურებდა და მზად იყო დაღუპულიყო კიდეც – ექსპედიცია ძაღლებისა და პონების გარეშე სიგიჟეს ჰგავდა (თავად ამუნდსენის ექსპედიციამ სწორედ ძაღლების დახმარებით ჩაიარა წარმატებით). 1912 წლის 12 იანვარს მან სამხრეთ პოლუსს მიაღწია!!! მართლაც საოცარი რამ შეძლეს სკოტმა და მისმა თანაგუნდელებმა. თუმცა, რაც იმ დღეს სკოტს მოუვიდა, ალბათ, მტერსაც არ უნდა უსურვო ადამიანმა. იქ მათ კარავი, დროშა და წარწერა იპოვნეს. 33 დღის წინ აქ რუალ ამუნდსენი ყოფილა! ნორვეგიელმა პირველმა გადაკვეთა პოლუსი. წარმომიდგენია, როგორი იმედგაცრუებული იქნებოდა მთელი ექსპედიცია, რომელიც ამდენი წვალებისა და ძალისხმევის მერე გახდა… მეორე. უკანა გზას დიდი ქარბუქი და სიცივეები დაემთხვა. პირველად ევანსი დაიღუპა. შემდეგ – ოუტსი. სულ ბოლოს კი შიმშილისაგან და სიცივისგან ექსპედიციის სამივე წევრი დაიღუპნენ. ეს მოხდა მარტში. სკოტი 29 მარტს, სულ ბოლო გარდაიცვალა. მათ მთავარ საკვების საცავამდე 18 კილომეტრი აშორებდათ.

სკოტის უკანასკნელი ჩანაწერები:

ხუთშაბათი, 22 და 23 მარტი (მომიტივეთ არც ისე კარგი თარგმანისთვის)

საშინელი ქარბუქია, როგორც ყოველთვის – უილსონს და ბოუერს სიარული აღარ შეუძლიათ – ხვალ ბოლო შანსია – საწვავი აღარაა და საჭმელიც ძალიან ცოტა დარჩა – ბოლო უნდა გვქონდეს მორჩენილი. გადავწყვიტე, ეს ბუნებრივი უნდა იყოს – საცავისკენ გავემართებით, რაც არ უნდა უშედეგო იყოს ეს და გზაშივე დავიხოცებით.

ხუთშაბათი, 29 მარტი

21-იდან შეუჩერებელად ქარბუქია დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან. 20-ში საწვავი გვეყო, რომ ორი ჭიქა ჩაი მოგვემზადებინა და ორი დღის სამყოფი უმი საჭმელიც გვქონდა. ყოველდღე მზად ვიყავით დავძრულიყავით საცავისკენ, რომლამდეც 11 მილი გვაშორებს, მაგრამ კარვის კარს იქით კვლავ ბზრიალა ქარბუქია. არ მგონია, რომ ახლა რაიმე უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს. ჩვენ ეს ბოლომდე უნდა მოვითმინოთ, მაგრამ ყოველდღიურად უფრო და უფრო ვსუსტდებით, რა თქმა უნდა და ბოლოც შორს არ უნდა იყოს. გული მწყდება, მაგრამ არ მგონია, მეტი წერა შემეძლოს.

რ. სკოტი

ბოლო ჩანაწერი

ღმერთს გაფიცებთ, მიხედეთ ჩვენს ხალხს.

სკოტი, უილსონი და ბოუერსი 8 თვის შემდეგ იპოვნეს კარავში გაყინულები და თოვლში ჩაფლულები. ასევე სკოტის დღიურიც იქ ნახეს. ის ანტარქტიკის შესახებ წერდა: ”ღმერთმანი! ეს საშინელი ადგილია…”

One Comment leave one →
  1. 4 July, 2009 1:31 AM

    მიყვარს ასეთი მამაცი, იდეისთვის და მიზნისთვის მებრძოლი ხალხი. ასეთია ყველა ჩრდილოელი🙂

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: