Skip to content

რა სქესისაა შენი ტვინი?

14 July, 2009

ამას წინად არა და დაახლოებით, ნახევარი წლის წინ ერთ საინტერესო ტესტს წავაწყდი BBC-ის საიტზე. ტესტი ეხებოდა ”ტვინის სქესს”. მისი გაკეთების შემდეგ გაიგებდი, მამაკაცური ტვინი გაქვს თუ დედაკაცური. სწორედ ამ ტესტში ერთი საინტერესო ნაწილი შემხვდა, რის შესახებაც აქ ვისაუბრებ.

კერძოდ კი, მეცნიერებს აღმოუჩენიათ, რომ მამაკაცისა და ქალის თითებს შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ეს განსხვავება საჩვენებელ თითსა და არათითში მდგომარეობს (მეორე და მეოთხე თითები). ვინაიდან და რადგანაც, საზოგადოდ, მამაკაცები უფრო მეტი რაოდენობის ესტროგენს იღებენ მუცლად ყოფნისას ვიდრე ქალები, მათი არათითი უფრო გრძელი იზრდება, ვიდრე საჩვენებელი თითი. შესაბამისად, ზრდასრულ მამაკაცებს არათითი უფრო გრძელი აქვთ, ვიდრე საჩვენებელი თითი; ხოლო ქალებს კი ისინი ტოლი სიგრძის გააჩნიათ. აქაც, როგორც ყოველთვის, არსებობენ გამონაკლისები. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ თქვენ ”საწინააღმდეგო სქესის ხელი” გაქვთ, რაიმე წესრიგში არაა. ყოველივე რიგზეა. გამოკვლევების თანახმად, ისინი, ვინც ”მამაკაცური ხელით” არიან ”დაჯილდოებულნი” სოციალურ მოცინერებებში, მაგ., ეკონომიკაში, პოლიტიკასა და არქიტექტურაში საკმაოდ ძლიერები არიან; ”ქალის ხელის” მფლობელნი კი  მათემათიკაში, ქიმიაში, ფიზიკაში და ა.შ. ამასთან, ამ უკანასკნელ მეცნიერებებში მოხერხებულობას სხეულში ტესტოსტერონის რაოდენობა უფრო განსაზღვრავს, ვიდრე თითების სიგრძე. საშულოზე მეტი ან ნაკლები ტესტოსტერონი ნიშნავს რომ ამ მეცნიერებებში სავარაუდოდ ”ივარგებ”. ზოგადად, ”ქალური ხელის” მქონენი უფრო ”ქალურები” არიან. აქ იგულისხმება ინტერესები, მეგობრები, ჰობი და ა.შ. იგივე შეიძლება ითქვას ”მამაკაცური ხელის” მქონე ადამიანებზე.

ახლა კი გეტყვით, თუ როგორ უნდა გაიგოთ, რომელი ხელი გაქვთ თქვენ. ეს ძალიან ადვილია. აიღეთ სახაზავი. თითები ორივე ხელზე გაზომეთ. გაზომვასაც თავისი ხერხი აქვს. ამოატრიალეთ ხელი ისე, რომ ხელისგული მაღლა მოექცეს. თითის სიგრძის აზომვა იმ ადგილიდან დაიწყეთ, სადაც იგი მტევანს უერთდება. ამ ადგილას ნაკეციცებიცაა. სწორედ მტევანთან ყველაზე ახლოს მდებარე ნაკეციდან დაიწყეთ ათვლა. ჯერ გაზომეთ საჩვენებელი (მეორე) თითი, შემდეგ არათითი (მეოთხე). პირველი შედეგი გაჰყავით მეორეზე, ანუ 2:4 (მეორე თითის სიგრძე/მეოთხე თითის სიგრძე).  თუ თქვენი შედეგი 0.98-ია ან ნაკლები, თქვენ ”მამაკაცური ხელი გქონიათ”, ხოლო თუ 0.995-ია ან მეტი – ”ქალური ხელი”.

სულ ესაა. ჰო, გაყოფისას შეგიძლიათ გამოიყენოთ კალკულატორიც.

No comments yet

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: