Skip to content

შენც, ბლუთუს?!

17 July, 2009

იულიუს კეისარი ჩლიფინა რომ ყოფილიყო, ალბათ, მისი ცნობილი გამონათქვამი, სიკვდილის წინ წარმოთქმული, ისტორიას სწორედ ისე შემორჩებოდა, როგორც ამ პოსტის სათაური დავწერე. დღევანდელი ჩემი საწერი თემა, მიხვდებოდით, ალბათ, არა იულიუს კეისარი და ბრუტუსი, არამედ ლურჯკბილაა (Bluetooth ინგ.).

ინტერნეტში მორიგი ხეტიალისას ლურჯკბილას ისტორიას წავაწყდი. წაკითხვის მერე მივხვდი, რომ ეს ფართო მასებმა აუცილებლად უნდა გაიგონ, კონკრეტულად კი ქართველებმა-მეთქი. რადგან ინტერნეტში ქართულ ენაზე ინფორმაცია ძალიან ცოტაა, ესეც ჩემი პატარა წვლილი ამ ინფორმაციის მოცულობის გაზრდაში.

დანიის მეფე გორმ უხუცესსა და თირა დანებოდს ჰყავდათ შვილი, სახელად ჰარალდი, რომელიც მეტსახელად ბლატანდი (Blåtand დან.) ერქვა, რაც ლურჯკბილას ნიშნავს. ჰარალდ I ლურჯკბილა (Harald Blåtand დან.; ზოგიერთი ცნობებით იგი ჰარალდ II იწოდება) ქრისტეს შობიდან დაახლოებით 935 წელს დანიის მეფე გახდა. მიხვდებოდით, ალბათ, უცხოპლანეტელი კი არ იყო ლურჯი კბილი რომ ჰქონოდა?! ეს არასწორი თარგმანია მისი ნამდვილი მეტსახელისა. სიტყვა Blåtand ორი ძველი დანიური სიტყვათა შერწყმისგანაა მიღებული, სადაც ‘blå’ გარუჯულს ნიშნავს, ხოლო ‘tan’ დიდ ადამიანს. ჰარალდი იმ მეფეთაგანი იყო, რომლებიც უცხო მიწებზე სალაშქროდ მიდიოდნენ და თავიანთ ქვეყანას ახალ-ახალ ტერიტორიებს უმატებდნენ. სწორედ ასე, იგი მალე ნორვეგიის მეფე გახდა. ერთხელაც, ჰარალდი ომში დამარცხდა წმინდა რომის იმპერატორთან, რომელმაც აიძულა მას ქრისტიანობა მიეღო. ასე და ამგვარად, ლურჯკბილა დანიის (და ალბათ, ნორვეგიისაც) პირველი ქრისტიანი მეფე გახდა. ჰარალდი გერმანიის იმპერატორის, ოტო დიდის, მიერ გამოგზავნილმა ვინმე ბერმა პოპამ მონათლა. მეფე დაახლოებით 986 წელს მისი განდგომილი შვილის, სვეინის, წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა.

ჰარალდს ეკუთვნის (თავად მას კი არ გაუკეთებია, არამედ მისი ბრძანებით) დანიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქვის მონუმენტი, რომელიც მან თავის მშობლებს მიუძღვნა. აი, რა წერია ამ მონუმენტზე (დაახლოებითი თარგმანი):

მეფე ჰარალდის ბრძანებით დაიდგა ეს მონუმენტი მისი მამის, გრომისა და დედის, თირას პატივსაცემად. ჰარალდმა დაიპყრო მთელი დანია და ნორვეგია და მოაქცია დანიელები ქრისტიანობისკენ.

ახლა დაინურად:

Harald konge bød gøre kumler disse efter Gorm fader sin og efter Thyra moder sin, den Harald som sig vandt Danmark al og Norge og danerne gjorde kristne.

და ორიგინალი წარწერა:

Haraltr kunukr bath kaurua kubl thausi aft kurm fathur sin auk aft thaurui muthur sina sa haraltr ias sar uan tanmaurk ala auk nuruiak auk tani karthi kristna.

ეს სიტყვები დანიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიტყვებია. თუ იქ ჩახვალთ, შეგიძლიათ დანიელებს უთხრათ, რომ იცით ვინ იყო ჰარალდ ლურჯკბილა და რა გააკეთა მან. დამერწუმენთ, ამით თქვენ მასპინძლებს ძალიან გაახარებთ.

ლურჯკბილა, რომელიც დღეს-დღეობით თითქმის ყველა მობილურ ტელეფონს გააჩნია, კომპანია ერიკსონს (Ericsson ინგ.) ეკუთვნის. ერიკსონი შვედური კომპანიაა და მან ეს სახელი უბრალოდ როდი შეარჩია: როგორც ჰარალდმა შეძლო ნორვეგიისა და დანიის გაერთიანება, დაე, ისევე შეძლოს ახალმა ლურჯკბილამ ტექნოლოგიების შეკავშირება. თავად ლურჯკბილას სიმბოლოს კი ჰარალდ ლურჯკბილას ინიციალები, “ჰ” და ”ბ”, წარმოადგენენ. მეფის დროს დანიაში სწორედ იმ ანბანით წერდნენ, რასაც ჩვენ დღეს (ძველ ნორდულ) რუნებს  ვუწოდებთ. მარტივი განტოლება უკეთესად წარმოჩენისთვის:

რუნული ”ჰ” ჰ + რუნული ”ბ” ბ = ლურჯკბილას ლოგო

იფიქრებდა კი ჰარალდი ოდესმე, რომ მის სახელს რაიმე ტექნოლოგიურად განვითარებულ მოწყობილობას უწოდებდნენ? არ მგონია. ალბათ, იგი სულ არ დაეძებდა ამას, რადგან ლურჯკბილას სულ სხვა გეგმები და პრობლემები ექნებოდა იმ დროში.

3 Comments leave one →
  1. 21 July, 2009 10:38 PM

    დაახლოებით ჰარალდ ლურჯკბილას დრო იქნებოდა, მაშინ ტელეფონების ბევრი არაფერი არ ვიცოდი. ერთხელაც ტელეფონი უმოწყალოდ აწამეს და ეკრანზე ბლუტუზის ნიშანი გამოჩნდა. ხოდა სახეზე ცხელმა ოფლმა დამასხა, მე მეგონა რომ ტელეფონი გაფუჭდა და ეგაა მეთქი.🙂 ჰარალდ, ჰარალდ…

  2. Tornike permalink
    19 August, 2009 3:49 AM

    ეეე რა მაგარი ინფოა, განსაკუთრებით სკანდინავიის და მობილურების მოყვარულისთვის. მადლობა.

  3. 22 August, 2011 2:36 AM

    Mag Lurjkbilas Shekitxva Ra Sad rodisze Shemxvdaa : )) Madloba Haralds 1 Qulisatvis😀 : ))

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: