Skip to content

ანტიმატერია

22 July, 2009

ალბათ, ფანტასტიკებსა (Sci-Fi) და მსგავს ფილმებში ხშირად მოისმენდით ანტიმატერიის  შესახებ. ამას წინად, ახალი ფილმი ტომ ჰენკსის მონაწილეობით, ანგელოზები და დემონები (Angels and Deamons), ვნახე. დიდი არაფერი ფილმი. ჰენკსის გულისთვის ვუყურე; ეგ, საერთოდ, კარგ ფილმებშია ხოლმე და ვიფიქრე, ესეც რამე მაგარი იქნება-მეთქი. გაწბილებული დავრჩი. მოკლედ, ეგ ყოველივე იქეთ იყოს და სწორედ ამ ფილმში იყო მოხსენიებული ანტიმატერია, ჰოდა, მეც გადავწყვიტე ამ საკითხს ჩავღრმავებოდი, ბოლო-ბოლო Sci-Fi-ს მოყვარული ტყუილად ვარ?! ადრე გაგონილი მქონდა ამის შესახებ და ჩემი ცოდნაც ანტიმატერიაზე სწორედ ამ ”განაგონით” შემოიფარგლებოდა. ინტერნეტი, რამე და ჩემი ტვინის მეხსიერების უპატარავესი ნაწილი ანტიმატერიაზე ინფორმაციით შეივსო.

ცოტამ იცის ის, რომ ანტიმატერია არა ფანტაზია არამედ სრული… სიმართლეა! ანტიმატერიის არსებობა არამარტო ფილოსოფიურად და თეორიულადაა დამტკიცებული, არამედ ექსპერიმენტულადაცაა დადასტურებული და თანაც, არაერთხელ. ვინც მათემატიკას იცნობთ, გეცოდინებათ, რომ არსებობენ დადებითი და უარყოფითი რიცხვები. იგივეა მატერიასთან მიმართებაშიც. წლების განმავლობაში არავის წარმოედგინა ასეთი რამის არსებობა. თუმცა, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ფიზიკოსმა პოლ დირაკმა (Paul Dirac; სურათზე შუაში) პირველმა განუცხადა სამყაროს, რომ ანტიმატერია არსებობსო და ამ ანტიმატერიისგან მთელი სამყაროც უნდა იყოს შექმნილი სადღაცო. ეს დასკვნა მისივე ფორმულიდან გამომდინარეობდა, რომლითაც მან აინშტეინის ფარდობითობისა და კვანტის თეორიები შეაჯამა. იმ დროინდელი ფიზიკისთვის ეს სრული აბსურდი იყო. რატომ? ფარდობითობის თეორიას დავიხმარებ ამის ასახსნელად. ეს თეორია სწორედ იმას ამტკიცებს, რომ მატერია არის მაღალკონცენტრირებული ენერგია (ამ თეორიას პოსტსაც დავუთმობ მერე). ე.ი. თუ ანტიმატერია არსებობს, მაშასადამე არსებობს ანტიენერგიაც! მე-20 საუკუნის დასაწყისში კი ჯერ ისევ ითვლებოდა, რომ ენერგია მხოლოდ დადებითი არსებობდა ანუ ანტიენერგიის (და ანტიმატერიის) თეორიული არსებობაც კი შეუძლებელი იყო.

თუმცა, მეცნიერები აქ როდი შეჩერებულან. თავისთავად, ანტიმატერიის იდეამ დიდი დაინტერესება გამოიწვია და დაიწყო მისი ძიება. ლაბორატორიებში უამრავ ექსპერიმენტებს ატარებდნენ, რომ იგი მიეღოთ. ჰოდა, ერთხელაც ამან შედეგი გამოიღო. ლაბორატორიაში კარლ ანდერსონმა (Carl Anderson) მიიღო დადებთად დამუხტული ელექტრონი (ელექტრონი, საერთოდ, უარყოფიდაა დამუხტული). ამ ახალ აღმოჩენილ ნაწილაკს ანტიელექტრონი ანუ პოზიტრონი უწოდეს. მოგვიანებით ანტიპროტონი და ანტინეიტრონიც იქნენ აღმოჩენილნი (ეს კალკია, მაგრამ მაინც). ახლა ანტიატომის შექმნა იქნებოდა ზუსტად დროული. არ გაგიკვირდებათ, მეცნიერებმა ესეც შეძლეს. ქიმიიდან გემახსოვრებათ დეიტერიუმი. თუ არ გახსოვთ, გეტყვით, რომ დეიტერიუმი არის წყალბადის ატომის ბირთვი, დეიტრონად წოდებული (ამ სახელს არ ისწავლიდით; ჩემს დროს არ მახსოვს, ყოველშემთხვევაში). იგი ატომის ყველაზე მარტივი ფორმაა, რაც ერთი პროტონისა და ერთი ელექტრონისგან შედგება. მეცნიერებმა ანტიდეიტრონი შექმნეს, რაც ანტიელექტრონისა და ანტიპროტონისგან შედგებოდა. ჰოდა, აი, ასე დადგინდა ანტიმატერიის არსებობა.

ახლა ცოტა დიდი აფეთქების შესახებაც გეტყვით (რასაც, სავარაუდოდ, ასევე ცალკე პოსტს დავუთმობ მოგვიანებით). დღესდღეობით, ვარაუდობენ, რომ დიდ აფეთქებამდე ანტიმატერიისა და მატერიის თანაბარი რაოდენობა არსებობდა. მოხდა დიდი აფეთქება, რადგან თანაფარდობა დაირღვა და მატერია უფრო მეტი აღმოჩნდა ვიდრე ანტიმატერია. სწორედ ამის გამო წარმოიქმნა კოსმოსი და ჩვენც. თანაფარდობა რომ არ დარღვეულიყო, ახლა მე ამას არ დავწერდი და არც თქვენ წაიკითხავდით. ეს ყოველივე არ იარსებებდა და სამყარო კვლავინდებურად ერთ წერტილში იქნებოდა მოქცეული. ჯერ-ჯერობით არ არსებობს იმის ახსნა, თუ სად წავიდა ის ”ნაკლული” ანტიმატერია. სავარაუდოდ, დირაკი მართალი იყო. იმ ანტიმატერიიდან, ალბათ, სადმე დროსა და სივრცეში ”ანტისამყაროა” შექმნილი და იქაურ ’ანტიდედამიწაზე” ”ანტიმეცნიერები” მატერიის არსებობაზე დაობენ.

თო ბე ქონთინუედ ანუ gagrdzeleba iqneba

P.S. ახლა წარმოვიდგინე, ”ანტისამყაროში” ”ანტიმე” რომ იყოს, რა მაგარი რამეა?! ჩემი თავი, ზუსტად ჩემნაირი, ოღონდ ანტი. რა საყვარლობაა.

2 Comments leave one →
  1. 23 July, 2009 6:04 PM

    ჯანდაბა, ბოლომდე წავიკითხე მაგრამ ჩემ დახშულ ტვინის ხვეულებში მაინც ვერ შეაღწია :)))

  2. ალეკო permalink
    23 May, 2011 10:05 PM

    დეიტერიუმი არის წყალბადის იზოტოპი რომლის შემადგენლობაშია ერთი პროტონი ერთი ნეიტრონი და ერთი ელექტრონი )))) ( და შენ ზემოთხსენებულში აღნიშნე პროტიუმი რომელსაც მხოლოდ დადებითად დამუხტული ნაწილაკი პროტონი და უარყოფითად დამუხტული ელექტრონი გააჩნია ( არანაირი ელექტრონეიტრალური ნაწილაკი (ნეიტრონი) მას არ გააჩნია) ) …

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: