Skip to content

სახელნი და გვარნი (ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ)

24 July, 2009

მოკლედ, ინტერნეტი საშინლად სჭედავს. ვეღაც რაღაც დიდს იწერს აშკარად ჩემს ხაზე ჩართული, მაგრამ ახლა რომ არ დავსწერო, არ გამოვა არაფრით; არ მაპატიებენ მაღალი ძალები ამას. უნივერსიტეტში ინფორმატიკას რომ გვასწავლიდნენ, იქ გვიწევდა ერთ საიტზე შესვლა, სადაც სახელებისა და გვარების მიხედვით ტელეფონებია მოცემული. სწორედ იქ ვეზიარე მე ჩეშმარიტ ჰიუმორს!! Phone.ge, გაგიგიათ ეს საიტი? თუ არ გაგიგიათ,  იმდენად დიდ რამეს ჰკარგავთ, რომ აი, რა გითხრათ.და ეს ყოველგვარი სარკაზმის გარეშე. ეს არის ზესაიტი, მეგასაიტი, ციური  და ღვთიური საიტი! ათი წუთია უკვე შეუჩერებლივ ვიცინი ხალხის სახელებსა და გვარებზე. თქვენც გაგახალისებთ ამ მძიმე დროში და საუკეთესოებს აქ ჩამოვთვლი (თქვენის ნებართვით, სახელებსა და გვარებს ავრევ, რათა ვინმეს წყენა არ მივაყენო. მაინც, რა იცი რა ხდება).

1. ჯაყვალა ჩიქოვანი – ვგონებ, ეს არაჩვეულებრივი სახელი ასო-ბგერა ”ჯ”-სა და სახელ ”მაყვალას” შერწყმითაა მიღებული. ჯ + მაყვალა = ჯაყვალა

2. ყარმაზან გოგოსაშვილი – ყარმაზანი რაღაც საკრალურად ჰგავს სიტყვა ”ზარბაზანს”… ჰმმ… ნუთუ უბრალოდ დამთხვევაა?! მე დამთხვევბის არ მჯერა.

3. ყაზარ გონდაური

4. ყურბან ყურბანოვი – მომიტევეთ, ეს ნამდვილი სახელი უნდა დამეწერა, იმდენად კეთილხმოვნული შეთანხმებაა სახელსა და გვარს შორის.

5. ყარამანიჯ უდუმაშვილი – ყარამანისა და იჯის შემქმნელებისგან, ყარამანიჯი!

6. ყიაზდიმ არაბული

7. ყარაბოლდ გერმანოზაშვილი – ეს სახელი რომ უკუღმა წაიკითხოთ, მიიღებთ დლობარაყ-ს😀

8. კუკუყა სოსიაშვილი – ვგონებ, ”ყ” აქ სრულიად უადგილო იყო…

9. ოყრი ბოკელავაძე-ტორაძე

10. საყვარელ სოყურაშვილი – ვისი საყვარელია ერთი?

11. წყალობა ჩილინდრიშვილი და მადლი ბოკვერაძე

12. ყურბანალ ოქროკვერცხოვი – ჩემი ფავორიტი! ჩემს შვილს ყურბანალი უნდა დავარქვა და გვარი ოქროკვერცხოვად გადავუკეთო.

13. ნაყომა ბუცხრიკიძე

14. ყარლაში ლოლაძე – lolაძე

15. სულთან-მუჰამედ შტემანეტიანი

16. გოჰარიკ კვერენჩხილაძე

17. კრიმჰილდა ფეიქრიშვილი – ბრუნგლიდა გამიგია, კრიმჰილდა რაღა უბედურებაა…

18. რეჰან შათირიშვილი და წიწმატ მახარობლიშვილი დაძმაკაცდნენ.

19. ჰეოხარ ტარაიანი

20. ჰარნოლდ ჯანჯღავა – ჰარნოლდ ჰშვარცნეგერი ჰტერმინატორში ჰთამაშობს.

21. ოქტომბრიანა სამადალაშვილი

22. ბრილიანტა დოლიძე – ოჯახს ბრილიანტივით უყვარდა იგი…

23. ლამბრიანი ართილაყვა – სახელი რომელია და გვარი რომელია ერთი ეგ გამარკვია და მეტი არაფერი მინდა.

24. აბრაფიადიფოღლი ლურწყაია – წარმოიდგინეთ, დედა ეძახის შვილს: ”აბრაფიადიფოღლ, ამოდი სახლში, ჭამე და ჩადი!”

25. ელბრუსი ხაჯიევა ქალია…

26. ძაბული ჯოხაძე დაძაბულია.

27. ძუკუ სურმავა

28. პატვაკან შუბითიძე

29. პარასკევა ასლანიდი – მამამისს რობინზონი ერქვა.

30. ნაპალეონ დარბაისელი – რა უფრო სასაცილოა, სახელ ნაპალეონში ორი ”ა”-ს არსებობა, თუ გვარად ზედსართავი სახელის ქონა?!

მოკლედ, სულ ეს იყო. მეტი სახელი და გვარებისთვის თავად Phone.ge-ს უნდა ეწვიოთ. როგორც მიხვდებოდით, ობობის გუშინდელი შემოტევა წარმატებით დავძლიე და დღესდღეობით კვლავინდებურად ვამძიმებ დედამიწას.

13 Comments leave one →
  1. 24 July, 2009 10:57 AM

    😀😀😀

    რომელი ერთი გამოვარჩიო აღარ ვიცი, ეს რა არის😀😀

    აბრაფიადიფოღლი ჩემი ფავორიტია😀

  2. daliela permalink
    24 July, 2009 2:33 PM

    lol ბრილიანტა….
    ოქროკვერცხოვი- ჯიშიანი მამრის გვარი უნდა იყოს😀😀😀😀

  3. 28 July, 2009 11:16 AM

    მეგონა მეგრელები უფრო მასშტაბურად იქნებოდნენ წარმოდგენილნი :)))

    • 1 August, 2009 12:34 PM

      გვარები შევცვალე და ალბათ, მაგიტომ არ არიან. ოლდბოი ვნახე, ზეობაა!

      • 3 August, 2009 6:21 PM

        ხო Oldboy რევოლუციური ფილმია ჩემთვის, ანუ ჩემში რევოლუცია მოახდინა😀 ფილმები ჩემი სისუსტეა, არ ვიქნები მატყუარა თუ ვიტყვი, რომ ხელოვნების ამ სფეროში საკმაოდ კარგად ვერკვევი😀

        • 4 August, 2009 1:01 PM

          მაგარ! რამე კარგი ფილმი მირჩიე კიდევ… რამე ისეთი, ნახვა რომ ღირდეს

          • 4 August, 2009 11:20 PM

            მმმ. ან ეს იყოს http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=FKJNH ან ეს http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=LRULR ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ფილმებია. მეორე ჩემი აზრით 2007 წლის საუკეთესო ფილმია, პირველი კი უბრალოდ მაინდ-ბლოუინგ ნამუშევარია

            • 5 August, 2009 1:33 AM

              პრესტიჟი ნანახი მაქვს, ზეფილმია. მეორეს ვიხილავ, მადლი.

  4. 29 July, 2009 3:32 AM

    ჰაჰააააააააა. რამდენი ვიცინე. :))

    ბლოგროლში გამატებ😉

  5. 9 August, 2009 1:04 PM

    შენი ბლოგი ბევრ სიცოცხლეს თუ არ ახანგრძლივებდეს, რაც გინდა ის მითხარი😀

  6. Tornike permalink
    19 August, 2009 3:47 AM

    “25. ელბრუსი ხაჯიევა”
    მუაჰაჰაჰ, რა დრო იყო, კომუნისტური იდეალებით აღტაცებული ხალხი თავისი ნებით რო არქვამდა ამას საყვარელ ბავშვს😀😀

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: