Skip to content

უსაქმურობის ჟამის ჩემეული ფილოსოფია

4 August, 2009

… რომლითაც ტვინი ადვილად გადაისკვანჩება.

როდესაც საქმე არ მაქვს ხოლმე, ფიქრს ვიწყებ. ეს მაშინ ხდება, როდესაც წიგნის კითხვაც მბეზრედბა, კომპიუტერიც, გარეთ გასვლაც აღარ მინდა, ტელევიზორშიც არაფერია და ლუდის ფულიც არ მაქვს. ჩემი ამ ფილოსოფიური აზრის სულის ჩამდგმელი ყველასათვის საყვარელი ფილმი ”უკან მომავალში” (Back to the Future) და ჩემი ბავშვობის სურათები გახდა. ჩემს ათი თუ თხუთმეტი წლის წინანდელ სურათს ვუყურებდი და ეჭვი დამებადა, რომ ეს მე ვარ. დღეს დღეობით სარკეში სულ სხვა ადამიანს ვხედავ, ვიდრე ამ სურათზეა: შეცვლილი გარეგნობა მაქვს, შეცვლილი ხმა, მეტყველება, ხასიათი (ნაწილობრივ), გემოვნება, ჩვევები… ვარ კი მე ის ადამიანი, ვინც იმ სურათზეა გამოსახული? და საერთოდ, იგივე ვართ თუ არა ჩვენ, ვინც რამდენიმე წამის, წუთის, თვის ან წლის წინ ვიყავით?

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ბოლო-ბოლო ერთი მაგალითი ავიღე განსჯის გასაადვილებლად (ვაი, რომ უფრო ჩავიხლართე მგონი მაგით). დავუშვათ, მე მაქვს მობილური, რომელსაც არ აქვს კამერა. მე გავუკეთე კამერა. ახლა, როდესაც მე ჩემს განახლებულსა და ძველ მობილურს ერთმანეთს ვადრი, ისინი ორი განსხვავებული საგანია თუ ერთი და იგივე საგნის ორი განსხვავებული სახე? (ამ კითხვაზე თუ აიბურდეთ, ”დაიკიდეთ”, მოგეშვებათ)

გაგონილი გექნებათ დროისა და სივრცის შესახებ. სივრცე ერთ-ერთი სამ  მთავარ განზომილებათაგანია, ხოლო დრო მეოთხე განზომილებაა. წარმოვიდგინოთ დრო, როგორც წრფე (ეს დღესდღეობითა ასეა მიღებული). როგორც ვიცით, ადამიანი დროსა და სივრცეში პირდაპირ გადაადგილდება; მაშინ დროის მანქანით უკან დაბრუნებულებს წარსულში არაფერი არ უნდა დაგვხვდეს, არც ჩვენი თავი და საერთოდ არაფერი, იმიტომ რომ ყველაფერმა დროის ეს ნაწილი უკვე გაიარა და სადღაც მომავალში კვლავ მიდის. ეს ჩემი პირველი დასკვნა იყო. თუმცა, აქ როდი შევჩერებულვარ.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ითვლება, რომ წარსულში დაბრუნებულს შეიძლება საკუთარი თავი შეგეფეთოს. თუ ჩვენ ამას ჩავთვლით სიმართლედ, მაშინ ჩვენი დროის წრფეზე გადაადგილების თეორია ალოგიკური გამოვა. შესაბამისად, მივიღებთ, რომ თითოეულ წამში (და მილიწამში და უფრო პატარა მონაკვეთში და კიდევ უფრო პატარა მონაკვეთში და ასე უსასრულობამდე) ჩვენ ვარსებობთ ცალ-ცალკე საკუთარი თავ(ებ)ისგან. დროის წრფის თითოეულ წერტილს თითოეული მე შევესაბამები. ნათლად რომ ავხსნა, რისი თქმა მინდა, მაგალითს მოვიყვან. დავუშვათ ა-დან ბ პუნქტამდე არის გზატკეცილი (იგივე დროის წრფე). გზატკეცილი არის 5 კილომეტრის სიგრძის (ეს იყოს 5 საათი და ისიც დავუშვათ, რომ დრო ამაზე პატარა ერთეულებად არ იყოფა და იგი ჩვეულებრივი ”მიმართულებით მიდის”). მანქანა (მე) არის ა პუნქტში (დავუშვათ 5 დეკემბერი) და უნდა მივიდეს ბ პუნქტში (10 დეკემბერი). როდესაც მანქანა ბ პუნქტში ჩავა, უკვე არა ერთი ასეთი მანქანა, არამედ ხუთი ზუსტად იგივე მანქანა გვექნება. თითოეული შეესაბამება თითოეულ განვლილ კილომეტრს. თუ მანქანა უკან დაბრუნდება იგი ისეთ საკუთარ თავს შეეფეთება, როგორიც ის იმ კილომეტრის გავლის დროს იყო. მგონი კარგად ავხსენი არა?

ამ ყოველივეს განსჯის შემდეგ (ნუ გეშინიათ, ჩემი ფილოსოფია და თქვენი გვემა დასასრულს უახლოვდება) კვლავ დავუბრუნდი ჩემს კითხვას, მე და მე ათის წლის წინ ორი განსხვავებული ადამიანი ვართ თუ ერთი და იმავე ადამიანის ორი განსხვავებული სახე?

… და ორი დასკვნა გამოვიტანე:

ა) თუ დროის წრფეზე გადაადგილება ხდება და წარსულში დაბრუნებულები იქ ვერაფერს ვნახავთ, მაშინ მე და მე ათი წლის წინ ერთი და იმავე ადამიანის ორი გასხვავებული სახე ვყოფილვართ.

ბ) თუ დროის წრფეზე გადაადგილება ხდება ისე, რომ წარსულში დაბრუნებულებს იქ საკუთარი თავი დაგვხვდება, მაშინ მე და მე ათი წლის წინ ორი განსხვავებული ადამიანი ვართ.

3 Comments leave one →
  1. 4 August, 2009 10:49 PM

    ზემეკისი ცუდი კაცია. ზაფხულში, სიცხეში კიდევ უფრო მეტად ვგრძნობ ამას.😀

  2. 6 August, 2009 4:42 PM

    ოჰ, უსქმურობის დროს მოსული ფილოსოფიური აზრები მაგარი რამეს😀 ისე შედიხარ შიგნით ფიქრებში…

    თუ პოსტში მოყვენილ აზრს გავყვები ასე ვიტყვი: ადამიანი მოცემულ მომენტში არის, დროის ერთი მონაკვეთის წინ (ეს შეიძლენა იყოს საათი, წუთი, წამი, და ა.შ.) არსებული ადამიანი კოპია მცირე ხარვეზით. ანუ რაც მეტი დრო გადის, მით უფრო დიდია განსხვავება. შესაბამისად, ვთქვათ ასე, 20 წლის შემდეგ, გასხვავება იმდენად დიდია რომ ეჭვი გეპარება: “ეს, ის არის?”….

    იმედია, დაიჭირეთ აზრი😛

    პ.ს. მეც უსაქმოდ ვარ😀

  3. vato permalink
    31 May, 2010 11:09 AM

    ყოჩაღ! მომეწონა მსჯელობა ძაან. დროის მონაკვეთების მიხედვით ადამიანის სხვადასხვაობის შენს მიერ დასახელებულ პრინციპს რომ გავყვეთ, დამოდის შენ იმდენი ადამიანი ყოფილხარ, რამდენ ყველაზე უმცირეს ერთეულადაც შეიძლება დაიყოს შენს მიერ განვლილი ცხოვრების მთლიანი დრო. ფაქტიურად ერთი ადამიანი კიარა მთელი ბატალიონი ხარ!😀

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: