Skip to content

ექსპერიმენტი კოდური სახელწოდებით ”22”

5 August, 2009

ამ ექსპერიმენტის დაწყება ჩემი გათვლებით 4 აგვისტოს იგეგმებოდა. შემდეგ, ვიფიქრე, მისი გადატანა ივლისშიც გამოვიდოდა, თუმცა, ეს ვერ მოხერხდა. 4-მა აგვისტომაც უკვე ჩაიარა, მაგრამ რადგან ფრიად გადაუდებელი და საჭირბოროტო საქმენი გამოჩნდნენ, დაწყების თარიღმა საბოლოოდ 8 აგვისტოს გადაინაცვლა.

რიცხვი ”22” (ოცდაორი) 22 საათს აღნიშნავს. მთელი ეს ექსპერიმენტი მიმართული იქნება უბერმანული ძილის ჩემს თავში იმპლემენტაციისკენ. უბერმანული ძილის დროს ადამიანს საერთო ჯამში მხოლოდ 2 საათის განმავლობაში ძინავს. გამოდის, 22 საათი თავისუფალი რჩება. ეს 2 საათიანი ძილი 15-20 წუთიან ინტერვალებადაა დაყოფილი. დღის განმავლობაში ყოველ 4 საათზე ერთი 15-20 წუთიანი ძილი მოდის. ასე და ამგვარად, 2 კვირის მერე 10 საათიანი ძილის მაგიერ ზეადამიანური 2 საათიანი ძილი სრულიად საკმარისი იქნება ჩემთვის. უბერმანულ ძილზე უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჩემი აწ უკვე გამოქვეყნებული ჩანაწერი, სადაც ყოველივე კეთილადაა ახსნილი.

ცხადია, მთელი ექსპერიმენტის განმავლობაში, რომელიც დაახლოებით 2 კვირა გაგრძელდება, მე ყოველდღიურ ჩანაწერებს ვაწარმოებ. თუ იგი წარმატებით ჩაივლის, შედეგებსაც და ჩანაწერებსაც გაგიზიარებთ. ექსპერიმენტის ჩასატარებლად აუცილებელია რამდენიმე პუნქტის გათვალისწინება.

1. ძილის წესის ასეთი სწრაფი ცვლილება სტრესს გამოიწვევს. შესაბამისად, საჭიროა რაიმე საქმიანობის გამონახვა, რითაც მთელი ექსპერიმენტის განმავლობაში ვიქნები დაკავებული. ეს შეამცირებს სტრესს და ამასთან, დროსაც უაზროდ არ დავხარჯავ.

ა) დავიწყებ რაიმეს ხატვას. ხატვა კარგი გასართობია.

ბ) რაიმე სრულიად ახალსა და განსხვავებულ წიგნს წავიკითხავ. კერძოდ, ფროიდის ”ქვეცნობიერის ფსიქოლოგია” და კიდევ ორი სათადარიგო წიგნიც მექნება (თუ ამის კითხვა ადრე დავამთავრე, რამე ახალი რომ მქონდეს წასაკითხი): ტოლკიენის ”ბეჭდების მბრძანებელი” და გოგოლის ჯერ წაუკითხავი მოთხრობები.

გ) რაიმე ვარჯიშებს შევიმუშავებ, რომლებიც მინიმუმ საათნახევრის ან ორი საათის განმავლობაში დამაკავებენ.

დ) კომპიუტერში გადავბეჭდავ საჭირო ჩანაწერებსა და დოკუმენტებს, რომლებიც ფურცლებზეა დაწერილი. ვიცი, ეს სკანერითაც შეიძლება, მაგრამ საქმეს გადაბეჭდვა სჭირდება. ამასთან, არც სკანერი მაქვს.

ე) ჩემს სამუშაო მაგიდას საფუძვლიანად დავალაგებ. იქ ისეთი ამბავია დედა შვილს არ აიყვანს. ჰო, წიგნების კარადასაც მივაყოლებ.

ვ) და სხვა რაიმე ექსპრომტულ საქმიანობას გავწევ.

2. ექსპერიმენტის დროს საჭიროა გარკვეული სახის საჭმელებისა და სასმელებისგან თავის შეკავება. კერძოდ, იმათგან, რომლებიც შეიცავენ ალკოჰოლსა და კოფეინს. ყავა, ლუდი, შოკოლადი და კაკაო მენიუდან აღმოიკვეთება. ეს ისედაც გასაკეთებელი მქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შესაძლო-სავარაუდო პრობლემების გამო და ბარემ ექსპერიმენტს დავამთხვევ. ახალი კარგი ჩაით მომარაგება მომიწევს, რაც 3 თვის წინ უნდა გამეკეთებინა, როდესაც კარგი ჩაი დამთავრდა.

3. ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე ძილის დროების დანიშვნაა. თითქოს რა მნიშვნელობა აქვს რა დროს იქნება ეს ძილი, მაინც ცოტა ხანი გრძელდება. ასეც არ არის. სადმე წასასვლელი რომ გავხდე, იქ ხომ არ დავიძინებ?! ამასთან, ერთხელ დანიშნული დროების შეცვლა უკვე აღარ შეიძლება. ყველაზე ხშირად შეხვედრების დანიშვნა 12, 1, 2, 3 და 4 საათებზე ხდება. ამ დროებში ძილი არ გამოვა. ამიტომ გავაკეთებ ასე: 11-ს რომ უკლია ოცი წუთი; 3-ს რომ უკლია 20 წუთი; 7-ს რომ უკლია 20 წუთი – აი, ძილის დროებიც. 12, 1, (2) და 4 საათები თავისუფალი მექნება.

4. ექსპერიმენტის დროს, როდესაც ძილის იმპლემენტირება ხდება, არ შეიძლება არცერთი 20 წუთიანი ძილის გამოტოვება, გადატანა თუ შეცვლა. უკვე ”შეჩვეულზე” ერთი ძილის გამოტოვების შემთხვევაშიც კი ბევრი ენერგია და ძალა იკარგება, რაც მხოლოდ მომდევნო ორი ძილის შემდეგ აღსდგება. ორივე ჩვეულ დროს უნდა განხორციელდეს.

5. მოკლედ, დიდი გვემის გადატანა მომიწევს, თუმცა, ეს ყოველივე ღირს ამად. მოგვიანებით, როდესაც სწავლა დაიწყება, ამ რეჟიმის შეცვლა ან საერთოდ აღმოფხვრა მომიწევს, თუ ლექციები დაემთხვა, მაგრამ მაინც…

წარმატებას ვუსურვებ საკუთარ თავს.

4 Comments leave one →
  1. 5 August, 2009 9:44 PM

    ოჰჰ ეს ახალგაზრდები, რით არ ვცდილობთ ხოლმე თავის გართობას😀
    გჭირდება კი 22 თავისუფალი საათი დღეში?

  2. 6 August, 2009 1:13 AM

    ღამის 4 საათზე რომ გაიღვიძებ და ფროიდის კითხვას დაიწყებ მაგარი იქნება🙂 პოსტის დასაწყისში ჩასმული ფოტო დაივიწყეეე…🙂

Trackbacks

  1. კიდევ ერთი ”შედევრი” ფოტოშოპით « კოსმიური ჯვაროსნის ჩანაწერები

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: