Skip to content

სიკეთის მართკუთხედი

19 August, 2009

მიუხედავად იმისა, რომ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში საერთოდ არ ვაპირებდი ბლოგზე შემოსვლას  და რამის დაწერას, რაღაცა ეშმაკის მანქანებით მაინც ავკრიფე ჩემი ბლოგის მისამართი და აღმოვაჩინე, რომ დათაგული ვიყავი ამ ჩანაწერში ლეონარდ შელბის მიერ, ვინც, თავის მხრივ, დოდკამ აი, ამ ჩანაწერში დათაგა. შეატყობდით, ალბათ, რაოდენ უნიჭო სათაური ავირჩიე… ვერაფერი სხვა ვერ მოვიფიქრე და რა მექნა აბა?!

ჰოდა, ქალამბია პიქჩერზ ი ნასკი ენტერტაინმენტ პრედსტავლიაიუტ 5 ბრძნულ ფიქრზ ჩემი ბავშვობიდან:

1. ჩემი ღრმა რწმენით კომოდში, ზალაში დიდი ტახტის ქვეშ და მე-5 სართულზე სადარბაზოში ცხოვრობდნენ ორი რაღაც შავი მოზრდილი ზომის ამებას მსგავსი ცხოველის ფორმის არსებანი, რომლებსაც მე ბუშტანს ვუწოდებდი და რომლებიც ერთობ საშიშნი იყვნენ თუ გააბრაზებდი. არცერთს სახე არ ჰქონდა და მხოლოდ ღამით გამოდიოდნენ.

2. ერთი პერიოდი მეგონა, აფხაზეთი ჩემი კორპუსიდან მარჯვნივ რომ მთა მოჩანს იმის გადაღმა იყო.

3. მეგონა, მთელი ცა ღმერთისგან შედგებოდა, რომელიც დედამიწას გარშემო შემოჰკვრია, მას იცავს და ხალხს დაჰყურებს. თუ კარგად დააკვირდებოდი, ბუნდოვნად დაინახავდი მის სილუეტს, თუმცა, რაც არ უნდა მაღლა ასულიყავი, მაინც ვერ მისწვდებოდი.

4. მჯეროდა, რომ ბებია და ბაბუას ოთახში უხილავი ჯარისკაცი ცხოვრობდა, რომელსაც მხოლოდ მე და ბებიაჩემი ვხედავდით და რომელიც თავის ომისეულ ისტორიებს ყვებოდა.

5. მეგონა, რომ ცხოვრება შეიძლება გრძელი სიზმარი იყოს; თუ კარგად მოინდომებ, გაიღვიძებ.

ბონუსი: როდესაც შუქი მიდიოდა ან არ იყო ხოლმე საღამოობით, მაგ დროს მეგონა, დინოზავრები იღვიძებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ისინი ათასობით წლის წინ გადაშენდნენ.

მაშ, ასე, ვთაგავ შემდეგ 3 ადამიანს:

პოლკოვნიკს, დალიელასა და ჯორჯ პაიკს! აბა, თქვენ იცით : D

10 Comments leave one →
  1. 19 August, 2009 5:46 PM

    მაშ დამთაგე ხო🙂 ვიფიქრე და მხოლოდ სამიოდე “მეგონა” გავიხსენე, ამიტომ აქვე დავწერ. ე.ი. ბავშვობაში, მუნჯური კინოს ყურების დროს მეგონა რომ ადრე ადამიანებმა ლაპარაკი არ იცოდნენ და ზუსტად ისე მოძრაობდნენ, როგორც ეკრანზე ჩანდა. ცოტა გავიზარდე და მეგონა რომ შილერი ინგლისელი იყო, შექსპირი კი გერმანელი. ერთხელაც – კიდევ უფრო რომ გავიზარდე – სკოლიდან სახლში დავბრუნდი და საშინაო შარვლის ჩაცმა გადავწყვიტე. ბევრი ვეძებე შარვალი და როცა უკვე მეგონა რომ დავკარგე მეთქი, მაშინღა შევნიშნე რომ შარვალს რომელსაც ვეძებდი უკვე ჩაცმული მქონდა. ასე იცვლებოდა და პროგრესს განიცდიდა ჩემი “მეგონა”.🙂 შენი ბონუსი მაგარი იყო!🙂

  2. 19 August, 2009 7:30 PM

    ლოოოლ აფხაზეთზე რა წარმოდგენები გქონია :დ

  3. 19 August, 2009 10:46 PM

    ჰეჰ! რამე ხომ არ დაგამახსოვრდა იმ ჯარისკაცის ისტორიებიდან? :)))

    წავედი აბა დავწერო მეც :))

  4. 20 August, 2009 6:43 PM

    კომოდზე გამახსენდა😀
    მე მეგონა, რომ გარდერობს მიღმა კარი იყო, საიდანაც შეიძლებოდა ცაში ასვლა… მგონი, რაღაც ფილმი ვნახე და იმის მერე დიდხანს მჯეროდა…

  5. gorgiladze permalink
    22 August, 2009 10:11 AM

    გამარჯობა. ბლოგზე მეგობრებში დაგიმატებ და შენც დამამატე რა. ოკ?

  6. gorgiladze permalink
    22 August, 2009 10:12 AM

    www/gorgiladze.wordpress.com

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: