Skip to content

ფროიდისეული 1501

7 September, 2009

”ფროიდიზმით” დავინტერესდი ამ ბოლო დროს. ამიტომ არ შემიძლია, ერთი ჩანაწერი მაინც არ დავუთმო მას.

ადამიანი არაფერს არ აკეთებს უბრალოდ. ყველა მის ქცევას, უმნიშვნელოსაც კი, თავიზი მიზეზი და საბაბი აქვს. ასე თვლიდა ფროიდი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს ნებისმიერი ერთი რიცხვის დასახელებას სთხოვ, ის რიცხვი სრულებით არ იქნება შემთხვევითი, არამედ დაკავშირებული ამ ადამიანის ცხოვრებაში მომხდარ სხვა მოვლენებთან. ამ რიცხვს ასე ადამიანი არა შეგენბულად, არამედ ქვეცნობიერად არჩევს. ამას დეტერმინიზმი ეწოდება.

მეც, რა თქმა უნდა, უკვე არაერთხელ ურწმუნო თომად წოდებულმა, ამის შემოწმება გადავწყვიტე, რადგანაც არ დავიჯერე, რომ ჩემი მომავალი მოქმედებები თუ ”შემთხვევით” არჩეული რიცხვები ასე ძლიერ შეიძლება იყვნენ ჩემი წარსულის გავლენის ქვეშ. Доверяй, но проверяй-ო, ნათქვამია.

დავასახელე რიცხვი 1501. თავიდან ვერ მივხვდი, საიდან შეიძლება მომსვლოდა იგი თავში. ვერანაირი მიზეზი ვერ მოვნახე. უკვე მზად ვიყავი დეტერმინიზმის თეორიაზე გამარჯვება აღმენიშნა, რომ უეცრად… ევრიკა!

ჩემი ერთი მეგობარი უკვე დიდი ხანია მანქანის გაყიდვას აპირებდა, რაშიც მეც ვიღებდი მცირედ მონაწილეობას. დღეს სწორედ ამ საქმეზე იყო წასული. როდესაც მანქანა გაიყიდა, დამირეკა და ეს ამბავიც მამცნო. ფასი არ მიკითხავს, თუმცა, ვიფიქრე, რომ 1500-ზე მეტად არ გაიყიდებოდა-მეთქი. ამაში თითქმის 100%-ით ვიყავი დარწმუნებული და მეგობრის ოდნავ მოჟამულმა ხმამ კიდევ უფრო დამარწმუნა (მას 2000-ად უნდოდა გაყიდვა). მის სახლში მისვლას დაველოდე, რომ დამერეკა და საქმის წარმართვის შესახებ მეკითხა. 2 საათში დავრეკე კიდეც. ვკითხე, რამდენი აიღე მანქანაში-მეთქი, მიპასუხა 1600-იო. ამ დროს, კარგად მახსოვს, ვთქვი: ”აი, რა მაგარი ვარ, ეგრეც ვიფიქრე, 1500-ად გაიყიდება-მეთქი! მარტო 1 ასი დოლარით ავცდი და ის 1-იც თითქმის არც ითვლება.”

1501-ში რიცხვი 1500 მანქანის ჩემეული ფასიდან ავიღე, ხოლო ზედმეტი 1 კი იმ აცდენილი ერთი 100 დოლარიდან. გამოდის, 1501 არანაირად არ იყო შემთხვევითი არჩევანი, არამედ, მართლაც რომ, დეტერმინიერბული უახლოეს წარსულში მომხდარით.

P.S. მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც გაქვთ უფლება ეჭვი შეიტანოთ დეტერმინიზმის თეორიის სისწორესა თუ ჩემ მიერ აქ მოყვანილ მსჯელობაში. აზრის სრული თავისუფლება მომინდვია თქვენთვის. თუმცა, ფაქტი ფაქტია, 1501=1500+1!

7 Comments leave one →
  1. 7 September, 2009 3:45 AM

    ხო ამ თემაზე უნივერსიტეტში საკმაოდ ვრცელი თემა დავწერე. მოკლედ გეთანხმები ნამდვილად ეგრეა მე სახელებს ვიმახსოვრებ ანალოგიური პრინციპით ანუ ყოველ ახალ ადამიანს სხვასთან ვაიგივებ და ასე…. რას ერჩი ადამიანის ბევრ გასაღებს მიაგნო მაგრამ მაინც ვთვლი რომ ადამიანს სექსის სურვილის გარდა სხვა ინსტინქტებიც გააჩნია

    • 8 September, 2009 11:12 AM

      გამრავლების ინსტინქტი ძლიერი რომ არ ყოფილიყო, არც ახლა აქ არ ვიქნებოდით😀

  2. 7 September, 2009 10:41 AM

    ისე დაასაბუთე რომ სხვა გზა არ მაქვს, უნდა დავიჯერო.🙂 დეტერმინიზმი არ ცრუობს!

  3. 8 September, 2009 1:18 PM

    მთავარი ინსტინქტია ნამდვილად თუმცა ყველას არ უჩნდება თუნდაც სიზმრებში მშობელ დედასთან სექსის სურვილი. ეს მისი გარყვნილი წარმოსახვის ნაყოფია. მოკლედ ბევრ კარგ რამესთან ერთად ბევრ სისულელესაც წერდა ესაა და ეს

Trackbacks

  1. კვლავ ფროიდისეულ ამბებზე « კოსმიური ჯვაროსნის ჩანაწერები
  2. კვლავ ფროიდისეულ ამბებზე « კოსმიური ჯვაროსნის ჩანაწერები

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: