აღშფოთებანი
ვინაიდან და რადგანაც დღეს არც ისე კარგ ხასიათზე ვარ, უნდა გამოვთქვა ჩემი აღშფოთებანი.
აღშფოთება 1: მიწისძვრა იყო ღამე და მე ვერაფერი გავიგე. მკვდარივით მძინავს. სამყაროს აღსასრულიც რომ იყოს, მაინც არ გამეღვიძება, ალბათ. არადა, რა სანახაობა გავმაზე: დაბნეული ოჯახი, აკაკანებული მეზობლები, დაპანიკებული მანდილოსნები… ეშმაკმაც დალახვროს!
აღშფოთება 2: ოთხი თვეა სამსახურს ვეძებ. ძლივს ვეღაც გამომეხმაურა და მე წასვლა არ მინდა (!). კვერცხიზმია და პარადოქსიზმი! ასეთი არაფერი მინახავს და გამიგია. ვიცი, ხანდახან იდიოტი ვარ (ხანდახან ყველა იდიოტია), მაგრამ ასეთი იდიოტიც თუ ვიყავი, არ მეგონა.
აღშფოთება 3: გუშინ მითხრეს, რეგისტრაცია საგნებზე დღეს 10 საათზე დაიწყებაო. 1-ლი დაიწყო და რეგისტრაციის გახსნას პირი ჯერ ისევ არ უჩანს. ეს რა ტრაკობაა? თუ არ იხსნება ამ 10 საათზე, რაღას ამბობ და თუ იხსნება და გახსენი რა! აი, სანამ ასე ხდება, მანამდე არ გვეშველება რა. უპასუხისმგებლო ფეხებზედაკიდული ქართული ორსაათიანი დაგვიანებები. ისე, ეგ რეგისტრაცია იდეაში 1 სექტემბერს რომ უნდა გახსნილიყო, არაუშავს და რამე?!
აღშფოთება 4: სამდე გასვლა მინდა და კაცი-შვილი არ მომყვება, ყველა დაკავებულია. რა არის, რა ყველა ერთდროულად დაკავდება ხოლმე ან მე მაინცდამაინც მაშინ რატომ ვთავისუფლდები, როცა ყველა დაკავებულია?!
აღშფოთება 5: ასე მგონია, რაღაც საქმე მაქვს დასამთავრებელი, მაგრამ ვერაფრით ვერ ვხვდები რა. თითქოს, რაღაც ისე არაა, როგორც უნდა იყოს. ესეც კიდევ ერთი ტრაკიზმი ჩემი ხასიათისთვის ერთობ დამახასიათებელი (ამის დედაც, ჯეკ, ტავტოლოგია). როგორც იტყვიან, ნემსებზე ვარ რა! რეგისტრაცია მინდა.
მიწისძვრა ვერც მე ვერ გავიგე. South Park-ს ვუყურებდი მაგ დროს :დ
მართლა ვერ იგრძენი? ვაჰ!
ვაჰ, როგორ მესმის შენი პირდაპირ მიკვირს 😀
უბრალოდ ამ ბოლო მიწისძვრის დროს ფხიზელი აღმოვჩნდი და შევესწარი.
აღშფოთება 4 ძალიან მაგარია 😀 ხანდახან რამის გავგიჟდე. ეს ყველას დაკავებულობა და სხვადასხვანაირი სამსახურის გრაფიკები პირდაპირ მკლავს
დაუმთავრებლობის გრძნობა მართლა ტეხავს. გეგონება ვალი გაქვს ვინმესი. არ გიცდია გეგმების ფურცელზე გადატანა?
ვცადე და უფრო ავირიე…
მე+გეგმა=აჯაფსანდალი
ჰეჰ მე სულ გასვლა მინდა სადმე მარა მეც კაციშვილი არ მომყვება არასდროს მაქსიმუმ უბანში გავიდეთო მითხრან ლოლ 10 წელია უბანში აღარ “ვაბირჟავებ” გამაგიჟებს ეს ხალხი :)))))))) რაც შეეხება #2 მეგონა ჩემზე ვკითხულობდი ისე ახლოე მსგავსი რაღაცები ჩემთან :LOL:
შესაბამისი სამსახურის პოვნა ძნელია. თან კრიზისიაო 😀
krizisi da kvnesa magat 😀