Skip to content

კვლავ ფროიდისეულ ამბებზე

14 September, 2009

წინა ფროიდისეული ამბავი შეგიძლიათ იხიოლთ აქ.

მას შემდეგ რაც ფლეიერი გამიოხრდა რადიო არის ჩემი ერთ-ერთი გამრთობი. ამას წინათ გადავწყვიტე არხები გამეახლებინა. ყველა შენახული არხი წავშალე და თავიდან დავიწყე ძიება. ცხადია, ახალ სიაში ჩემი ფავორიტი რადიოც მოხვდა. როდესაც ნაცნობი რადიოების სახელებს ვიხსენებდი, ამ რადიოს დასახელება ვერაფრით ვერ გავიხსენე. არადა, თითქმის ყოველთვის მას ვუსმენდი და მისი სახელიც არაერთხელ გამიგია. ერთადერთი, რაც გავიხსენე, იყო ის, რომ სახელი ”ჯ”-თი იწყებოდა და მთლიანად 4 ასოსგან შედგებოდა.

თუ ფროიდს დავეყრდნობით, ადამიანს სახელები და სიტყვები უმიზეზოდ არ ავიწყდება. იგი ამბობდა, რომ სახელის დავიწყება მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ იგი ისეთ მოგონებასთან ან აზრთან ასოცირდება, რომლის დროებით ან სრულიად დავიწყება სურს გონებას. ცხადია, ფროიდს ამაში ვერ შევედავები, რადგანაც საკუთარი გამოცდილებიდანაც ვიცი, არის სიტყვები და სახელები, რომლებიც ჭეშმარიტად არასასიამოვნო ამბებსა თუ აზრზებს მახსენებენ; მათი ჩამოთვლა რომ მთხოვოთ, ვერცერთს ვერ გავიხსნებ, რადგან ეს დამცავი მექანიზმია ჩემი ტვინისა ამ არასასიამოვნო მოგონებების წინააღმდეგ. ჩემს ფილოსოფიასაც ჩავამატებ და დავსძენ, ჩვენს ტვინს ”ბედნიერების ინსტინქტი” ჰქონია.

ერთი კვირის მერე, როდესაც ამ რადიოს რომ ვუსმენდი მისი სახელიც გამოაცხადეს. რაც არ უნდა საოცარი იყოს, იმ წამსვე მივხვდი, რატომაც დამავიწყდა იგი და რომ ფროიდი მართალი იყო (!).

რადიოს სახელი ჩემი ერთი ყოფილი მეგობრის მეტსახელს მაგონებს. ამ მეგობარმა არაერთხელ გამიცრუა იმედები და მასზე არც ისე კარგი მოგონებები დამრჩენია.  ეს მეგობარი თავის მხრივ კიდევ ერთ სხვა მეგობართან ასოცირდება, რომელზეც ძალიან გაბრაზებული ვიყავი და ვარ; ამ ორივე მეგობარზე კი მახსენდება რამდენიმე ისტორია, რომელთა გახსენებაც არც ისე დიდ სიამოვნებას მგვრის. ასე რომ, ჩემს გონებას სწორედ უმოქმედია, როდესაც რადიოს სახელი სადღაც გადაკარგულში გადაუჩქმალავს და დავიწყებისთვის მიუცია.

2 Comments leave one →
  1. luka permalink
    14 September, 2009 11:59 PM

    alternatiul gaformebaze ra gitxra, dzveli jobda, ambebi ertmanetis miyolebit, ert gverdze rom ecera. Ise super blogi gaqvs, rogoric cheshmarit spacecruasaders ekadreba🙂

  2. 19 October, 2009 2:00 PM

    🙂 საინტერესოა.. ამაზე არ მიფიქრია, მე უფრო პირიქით მომდის. როცა რაღაც მჭირდება, იმ დღეს 90% ახსენებს ვინმე ან სადღაც ამოვიკითხავ

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: