Skip to content

სათქმელი უნდა ითქვას

14 September, 2009

დღეს მეშველა და უინდოუსი ანუ ვინდოუსი ანუ ფანჯრები გადავაყენე და კეთილად აღვასრულე ყოველივე. პროგრამებიც ჩავყარე.  ხვალ, სწავლის დაწყებას უკვე ახალ-ახალი კეთილი უინდოუსით დავხვდები. თქვენ რომ იცოდეთ, რაოდენ წმინდაა ჩემთვის კომპიუტერი და ზოგადად ”ტეხნიკა-მაშინები”, მიხვდებოდით, რაოდენ დიდ სიხარულს განვიცდი ამ ჟამს.

რაც უმთავრესი და უმნიშვნელოვანესია, უინდოუსის განახლებასთან ერთად ჩემს დაბეჩავებულ მობილურსაც ეშველა! მობილურის კომპიუტერთან სინქრონიზაციის პროგრამამ აღმოაჩინა, რომ მეკობრული უინდოუსი მქონდა და მუშაობაზედ უარი განაცხადა. ჰოდა, ახლა კიდევ, ახალ უინდოუსზე, უკაცრავად გამოთქმისთვის, ჩემს ფეხებს (!) გაიგებს.  ერთადერთი რაც დამრჩა, ჩემი საყვარელი თამაში ჩავწერო, მერე ოდესმე ოპერატიულიც გავაძლიერო ფინანსები რომ მომიგროვდება და ჩემი მისიაც შესრულებული იქნება.

P.S. მცირედი შესწორება, რომელიც არ შემიძლია არ შევიტანო. უინდოუსის გადაყენებაში ჩემი ჯგუფელი ერთობ ძლიერ დამეხმარა. ეს უნდა აღინიშნოს! მადლობა მას!

4 Comments leave one →
  1. 14 September, 2009 10:58 PM

    წინ კოსმოსის უკიდეგანო სივრცეში!!!🙂

  2. 15 September, 2009 9:40 AM

    შენც ჩემსავით ყოფილხარ, ოპერატიულის გაძიერება ჩემი ბავშვობის ოცნებაა, რომელიც ვერა და ვერ ავისრულე. :დ

    • 18 September, 2009 12:52 AM

      ლოლ
      უკვე თითქმის ერთი წელია მაგისთვის ფულს ვაგროვებ!!!

  3. 16 September, 2009 8:11 PM

    windowsi ki ara,me blogis axali dizaini tu cyoba momecona…:)
    originaluria…

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: