Skip to content

ფორექსის სემინარი და ფროიდისეული ანალიზი

26 September, 2009

რამდენი ხანი ველოდი ამ დღეს და ბოლოს მაინც გავმაზე! გუშინ, ანუ 25 სექტემებრს ფორექსში (forex.org.ge) სემინარი იყო ელექტრონულ საფინანსო ინსტრუმენტებზე. როგორ მინდოდა წასვლა და საბოლოოდ, გ-ა-ვ-მ-ა-ზ-ე!!!

კარგად ვიცოდი, რომ სემინარი 25-ში იყო. ყველაზე საოცარი კი ისაა, რამდენჯერაც მასზე გავიფიქრე გუშინ, ჩემთვის 25 სექტემბერი ხვალ იყო; ხოლო კითხვაზე:  ”დღეს რა დღეა?” პასუხად ”25 სექტემბერი” რომ გავიგე, არანაირი აღშფოთება არ გამომითქვამს. პირიქით, გავიფიქრე: ”ხო, აბა რა?! ცხადია!”

ერთობ გული დამწდა და ამასთან, საკუთარ თავზეც საშინლად გავბრაზდი; ასეთი რამ როგორ უნდა დამვიწყებოდა?!დღეს ჩემი დავიწყება ფროიდისეულად გავაანალიზე და ამ შეცდომის მიზეზსაც მივაგენი. ზიგმუნდისთვის ეს ამბავი რომ მომეყოლა, იგი მეტყოდა, სემინარზე წასვლა მხოლოდ იმიტომ დამავიწყდა, რომ ქვეცნობიერად მასზე წასვლა დიდად არც მსურდა, რადგანაც შესაძლოა რაიმე არასასიამოვნო ”პრობლემას” გადავყროდი, რომლის მოგვარებაც მძიმე და ძნელი იქნებოდა. ქვეცნობიერმა გონებამ კარგად იცის ყველა დაფარული თუ ცხადი პრობლემის, სურვილის და არამარტო მათი არსებობის შესახებ. დავიწყება სწორედ რაიმე პრობლემისგან თავდაცვის მექანიზმი იყო.

რომ დავფიქრდი, ის პრობლემა უმალ გამახსენდა. გუშინწინ, როდესაც ფორექსიდან ელ. წერილი მივიღე, განვიხილავდი იქ წასვლა-არწასვლის საკითხს. არწასვლის მიზეზის მონახვას საკმაოდ ბეჯითად ვცდილობდი, რადგან არ მინდოდა მეღიარებინა, სემინარზე მარტო იმ ავბედითი პრობლემის გამო არ მინდა წასვლა-მეთქი. საბოლოოდ, გადავწყვიტე ეს პრობლემა დამეძლია (ბოლო-ბოლო ადამიანი ვარ თუ ციყვი?!) და მიანც წავსულიყავი ფორექსში! აღმოჩნდა, რომ ჩემს ქვეცნობიერ გონებას ჯერ არ ჰქონია ეს პრობლემა კარგად გადაჭრილი და სულაც არ აპირებდა მის მოგვარებას თუ ამის მცდელობას, რის გამოც მაიძულა თარიღი ამერია, შედეგად, სემინარიც გამემაზა და პრობლემასაც არ გადავყროდი.

3 Comments leave one →
  1. 1 November, 2009 9:49 PM

    froids ashkarad kargad unda gavecno…

  2. 23 December, 2009 11:59 PM

    საინტერესო ანალიზია🙂, სემინარებზე დასწრების შემდეგ თუ მართლა გადაწყვიტავ ამ საქმით დაკავებას, ქვეცნობიერებასთან ბრძოლა შენი ცხოვრების სტი გახდება. ტრეიდინგი ბევრს გასწავლის, თუმცა მიმართულება სწორი გაქვს აღებული🙂

  3. 30 June, 2010 3:32 PM

    მეც მავიწყდება ხოლმე ეგრე რაღაცეები მაგრამ (– – )
    ქვეცნობიერს დავაბრალო ?? არა მაინც სიზარმაცის ბრალია ვგონებ

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: