Skip to content

შეხვედრა სამარაში

26 September, 2009

ერთხელ ბაღდადში ერთმა ვაჭარმა თავისი მსახური ბაზარში საქონლის საყიდლად გაგზავნა. რამდენიმე ხნის შემდეგ მსახური უკან დაბრუნდა; სახე გაფერმკრთალებოდა და კანკალებდა. უთხრა მან ვაჭარს: ”ბატონო, სულ ახლახან, როდესაც ბაზარში ვიყავი, ხალხში ერთმა ქალმა გვერდი გამკრა და როდესაც შევბრუნდი, მივხვდი, ის სიკვდილი იყო. მან შემომხედა და ხელით დამემუქრა. ახლა კი, გთხოვ, მათოხოვე მე შენი ცხენი, რათა გავაჭენო აქედან შორს და ავირიდო ჩემი ბედი. მე სამარაში წავალ, იქ კი სიკვდილი ვერ მომაგნებს”. ვაჭარმაც ათხოვა მას თავისი ცხენი და მსახურიც ცხენზე შემჯდარი ქარზე უსწრაფესად გაეშურა შორს. ამის შემდეგ, ვაჭარი მოვიდა ბაზარში; მე რომ დამინახა, მომიახლოვდა და მითხრა: ”რატომ დაემუქრე შენ ჩემს მსახურს, როდესაც იგი დილით ნახე?” ”ეს მუქარა არ ყოფილა”, მივუგე მე, ”ეს უბრალოდ გაოცება იყო. გამიკვირდა მისი ბაღდადში ნახვა, რადგანაც ამაღამ მას სამარაში უნდა შევხვდე”.

მიყვარს რა ასეთი ჩანაწერები. სომერსეტ მოემისაა (Somerset Maugham). ვაი-თარგმანი ჩემეულია. მაინც ქართულად დავწერე, ვინც ინგლისური კარგად არ იცის, იმანაც ხომ უნდა გაიგოს?! ჰოდა, ვინც კარგად იცით, აი, აქ იხილეთ ინგლისური ვერსია.

7 Comments leave one →
  1. sandro permalink
    27 September, 2009 9:13 AM

    ugrmesi madloba.. zalian momewona.

  2. 28 September, 2009 3:11 AM

    ჰოო… მარა მოუპარავს მოემს. უსესხებია – ასე ამბობენ მწერლებზე…
    არა თუ ვიღაც უცნობი მწერალი ხარ – მოგიპარავსო გეტყვიან და თუ მოემი-გისესხებია და შეგარგოსო…

    უსამართლოა ცხოვრება🙂

    • 28 September, 2009 9:54 AM

      ცნობილ ხალხს უფრო ბევრი რამ ეპატიება, ვიდრე ნაკლებად ცნობილს.😛

  3. 28 September, 2009 9:19 PM

    ეეეე დამბურძგლა :))))

  4. 1 October, 2009 2:26 PM

    აუ რა მაგარიააა
    მიყვარს მოემი
    და ეს მომეწონა ძალიან🙂

  5. Sandro permalink
    13 January, 2010 5:48 PM

    ვაა აზზე ხააარ…

    კაია რო გადმოთარგმნე, აბა ისე მე რას გავიგებდი

  6. 30 June, 2010 3:30 PM

    ძალიან მომეწონა
    რა უსინდისობაა, მოემის წიგნი მაქვს სახლში მეკიდევ ისევ ჰარი პოტერს ვკითხულობ (მერამდენედ)
    ეჰჰ

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: