Skip to content

ჭორების ფედერალური ბიურო

19 October, 2009

დაინტერესებულხართ, საიდან მოდის სხვადასხვა ჭორები თუ ისტორიები – ძალიან სანდო პირისგან, უფრო ძალიან სანდო პირისგან, ბიძაშვილის მეზობლის მაზლისგან ალასანიას მასწავლებელი რომ იყო სკოლაში თუ რუსეთის აგენტებისგან?

ამ კვირას იპოდრომზე დოღის საყურებელი სკამების გადასახურავი მოხსნეს. ცხადია, ძნელია ასეთი ცვლილება არ შეამჩნიო, რადგან ის გადასახურავი საკმაოდ დიდი მოცულობისა იყო  და ამასთან დენიკინის დროიდან მოყოლებული იქაურობას ამშვენებდა. მომხდარმა ცვლილებებმა ძალიან დამაინტერესა: ნეტავ რისთვის ხსნიან? რა უნდათ? რას აპირებენ? მეორედ მოსვლა ხომ არ იწყება? ასე თუ ისე, აგერ ვერსიანი:

ვერსია #1-ს ორი შუა ხნის მამაკაცების ლაპარაკიდან მოვკარი ყური. ამ თემაზე საუბრობდნენ (და მეც ამაზე ვფიქრობდი სხვათაშორის იმ წამს), როდესაც მათ ჩავურბინე. ერთმა ჰკითხა, რატომ მოხსნეს ეს რაღაცაო, მეორემ დიდი თავდაჯერებით მიუგო, ავარიული იყოო და ხალხი რომ არ დაშავებულიყო, დროზე აიღესო. ეს ვერსია საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა და მეც კინაღამ დავიჯერე, როდესაც…

ვერსია #2 გამოჩნდა. ამის მიხედვით გადასახურავის აღების მიზეზი ის გახდა, რომ ვეღაცამ იგი ჯართში ჩააბარა. მაინც არავის სჭირდებოდა და ახლა რამეში მაინც გამოიყენებენო. ნაკლებად დასაჯერებელია, თუმცა, შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, ჯერ მაინც პირველ ვერსიას ვეყრდნობოდი. მეორე დღეს კი…

ვერსია #3-მაც მოაღწია ჩემამდე. ისიც ორი შუახნის მამაკაცის საუბრიდან, უფრო სწორიდ გადაძახილიდან შევიტყვე. ერთი უყვიროდა, გზის გაყვანას აპირებენო, ცალმხრივი იქნება, ოღონდ მარცხენა თუ მარჯვენაო, არ ვიციო. საოცარია, ვისი აზრი იყო აქ გზის გაყვანა. არ მეპიტნავა ეს ამბავი, მაგრამ მე ხომ ჯერ…

ვერსია #4-ის შესახებ არაფერი ვიცოდი. დღეს ორი ქალი მომხდარ ფაქტზე საუბრობდა. ერთ-ერთი ამბობდა, მშენებლობებს იწყებენ და 31-ში სულ დაიხურება აქაურობაო.

ვაი!

ამ ოთხი ვერსიის შეგროვება შევძელი სულ რაღაც 3-4 დღეში. თითოეული ვერსიის ავტორისთვის რომ მეკითხა, საიდან იცი ეგ, დარწმუნებული ვარ, სანდო წყაროებიდანო, მეტყოდა. არადა, არავინ აზრზე არ იყო საერთოდ რა ხდებოდა. ზოგი ან თავის აზრს ან უკვე სადღაც შემთხვევით ყურმოკრულ ამბავს ამბობდა. ასეა, სანდო წყარო ხანდახან არც ისე სანდოა, როგორც გვგონია და ჭორ-ლეგენდებიც იქიდან იწყება, სადაც ორი ან მეტი ადამიანი რაიმეზე საუბარს იწყებს.

ვინ იცის, კიდევ რამდენი ლეგენდა დადის სკამების გადასახურავის აღებასთან დაკავშირებით. რუსების აგენტები, ალბათ, დღედაღამე მუშაობენ ამ საკითხზე.

15 Comments leave one →
  1. 19 October, 2009 1:43 AM

    5ე ვერსია: ტ…ში უნდა შეიტონონ :):):)

  2. 19 October, 2009 1:49 AM

    ლოლ რა კარგი პოსტია, მომეწონა🙂
    მე კიდევ სხვა ვერსიაც ვიცი :>

  3. 19 October, 2009 1:49 AM

    :))) ჩემი ერთი ნაცნობისთის რომ გეკითხა 2009-ში კაკ მინიმუმ 4 ომი უნდა ყოფილიყო და ეს ამბავი ზუსტად იცოდა.. მისი ნაცნობი თუ კიდე იმის ნაცნობი სადღაც მუშაობდა და..

  4. 19 October, 2009 12:06 PM

    ვისოცკის ქონდა სიმღერა ჭორებზე… ეგ გამახსენდა🙂

  5. 19 October, 2009 12:26 PM

    მე კაი ხნის წინ ვიცოდი რომ მაინდ მშენებლობებს იწყებდნენ :(((( რამდენად მართალია არ ვიცი… ამდენი სახლი რა იმის იმათ უნდათ არ ვიცი😕 ვინ უნდა იცხოვროს ამდენმა ამ ქალაქში ვერ არიან ეგენი … ეეეეჰ იპოდრომი იმდენი დანიშნულება აქვს მაქაურობას ჩემთვის :((((( ფრიად გულდაწყვეტილი ვარ😦 ხო ისა კიდევ ერთი ჭორი გავიგე იპოდრომი თბილისის ზღვაზე გადააქვთო😆 და ზოოპარკი გლდანშიო :)))))

  6. 19 October, 2009 2:29 PM

    🙂 არ გინდა კომენტარების ვიჯეტი დაამატო ბლოგს? :wasntme: ბოლო კომენტარები უფრო ადვილი საპოვნელი იქნება მკითხველისთვის

    • 19 October, 2009 3:54 PM

      არ მეგონა მაგ რაღაცას რაიმე სასარგებლო გამოყენება თუ ჰქონდა😀 დავამატებ!

  7. teonala permalink
    19 October, 2009 3:55 PM

    აუ ეს რა კარგი ბლოგი ვიპოვნე, ნეტავ ვინ ხარ ავტორო ?😀

    ბოლო 6 პოსტი სულმოუთქმელად წავიკითხე და დანარჩენს გავაგრძელებ :))

    კარგად წერ და ასე გააგრძელე, წარმატებებს გისურვებ :hug:

    რაც შეეხება იპოდრომს, ახალ რამეს აშენებენ და ალბათ დაიცყო უკვე რეკონსტრუქცია.

    ის 2 კაცი, ვისაც ეგონა, რომ დაზიანებული იყო სახურავი და იმიტომ ჩამოხსნეს, ალბათ წყლიან ჭIქას ნახევრად სავსეს ხედავენ, დაე იყოს მასე მათთვის🙂

  8. 24 October, 2009 8:30 PM

    😀 dzalian kargi blogi gaqvs magrad momewona chemtanac shemo

  9. 31 October, 2009 12:01 AM

    😀 hahahaha😀

  10. 26 May, 2010 11:39 PM

    GR8 blog… ^_^

    • 30 June, 2010 3:23 PM

      +123123123123

      ჰაჰ
      აუაუ
      ვინმე ჭორიკანა ხალხი უნდა მოძებნო და რამე “უვნებელი ჭორი” მოიფიქრო და უთხრა
      საინტერესოა როგორ გაავრცელებენ :))
      :უსერ:

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: