Skip to content

მთვარეზე მარტო

26 October, 2009

ჰო, ალბათ, ძნელი იქნება ამავე ფილმის ლეონარდ შელბის მიერ უკვე დაწერილ აღწერაზე უკეთსის დაწერა, მაგრამ რამე სიტყვა მაინც რომ არ დავაგდო, არ გამოვა რა. საუბარი მაქვს ფილმზე ”მთვარე” (Moon) სემ როკუელის მონაწილეობით.

ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ.

ბიუჯეტი სულ 5 მილიონია, ჟანრი – sci-fi იგივე სამეცნიერო ფანტასტიკა. ბიუჯეტი ნუ დაგაფრთხობთ, ძლიერი ფილმია საკმაოდ, საინტერესო ისტორიით.

საერთოდ, როგორც ყველა სხვა ჟანრის ფილმებს, sci-fi-ებსაც, აქვთ ასე ვთქვათ, ზოგადი სცენარი: რაიმე საოცარი გმირობის ამბავი, სრული ალტრუიზმი მსოფლიოს გადასარჩენად და ბოლოში, რა თქმა უნდა, მისი გადარჩენა (უიშვიათეს შემთხვევაში, არ/ვერ გადარჩენაც). ამას თან ახლავს საოცარი სფეცეფექტები, ხადახან რობოტებიც, ტერმინატორებიც და მისთ მსგავსნი.

”მთვარის” მოქმედება ხდება, მიხვდებოდით, ალბათ, მთვარეზე. დედამიწის თანამგზავრზე ენერგიის მომპოვებელი სადგურია, სადაც ერთადერთი ადამიანი მუშაობს უკვე 3 წელია. ეს სემ ბელია. მას 2 კვირაში კონტრაქტი დაუმთავრდება და როგორც თვითონ სჯერა, მიწაზე დაბრუნდება. რობოტი გერტი 3000, ხელოვნური ინტელექტი (რომელზეც სემს უკან მიუწერია “kick me”-ო), მას მთვარეზე ყოფას უმსუბუქებს. გერტი საუბრობს და ემოციებს პატარა ეკრანზე გამოსახული სმაილებით გადმოსცემს. ადამიანი და რობოტი დამეგობრდნენ? რა თქმა უნდა, არა. მარტოობაში ადამიანებს ყოველთვის ადამიანები უყვართ და ენატრებათ და არა რობოტები, მითუმეტეს გერტი.

”მთვარე” არ არის გმირობის ისტორია, არც სიყვარულის. აქ არ იღუპება სამყარო, არც გიგანტური ასტეროიდი მოფრინავს დედამიწისკენ. აქ არ არიან ტერმინატორები, აქ არც ომია და არც მარსი უტევს დედამიწას. ეს არის ბრძოლა საკუთარი ტრაკის გადარჩენისთვის.

ვინ ან რა შეიძლება იყოს შენი მტერი მთვარეზე, სადაც საკუთარ თავთან  ხარ მარტო, იქვე გერტი დაბორიალობს თეთრ დერეფნებში, ხოლო დედამიწასთან პირდაპირი კავშირი უკვე დიდი ხანია გაწყვეტილა? ამ დროს ხვდები, რომ იქ ყველას კიდიხარ, იმიტომ რომ შენნაირი ბევრია პირდაპირი გაგებით. შენ ხარ ერთი შენნაირი ათასიდან და ათი ათასიდან. როდესაც იმედი გაქვს, რომ ადამიანები, ადამიანს, როგორც თავისიანს, დაგეხმარებიან, იგებ, რომ ერთადერთი მეგობარი მთვარეზე არის საკუთარი თავი და… რობოტი გერტი, რომელიც უფრო ადამიანური აღმოჩნდება, ვიდრე თავად ადამიანები.

ერთობ მისტიური მუსიკა ფილმს საკმაოდ ძლიერეფექტურს ხდის. სემ როკუელი არაჩვეულებრივად განასახიერებს სემ ბელს. მსახიობების მინიმალური შემადგენლობა ზუსტად ისაა, რაც საჭიროა. სპეცეფექტები უმციერსია, თუმცა, უმაღლეს დონეზე შესრულებული. მთვარის ატმოსფერო ძალიან რეალურადაა გაკეთებული. დეკორაციები, როგორც ასეთი,  sci-fi-ს სტანდარტებს პასუხობს. ოპერატორის ხედვა კი ძალიან კარგია. ვფიქრობ, ასეთი სცენარის მქონე ფილმის ასე მაგრად გადაღება ძალიან მაგარ რეჟისორს თუ შეუძლია მარტო.

ერთ-ერთი ძლიერი თანამედროვე ფილმია, რაც კი მინახავს, თავის ჟანრში კი ერთ-ერთი საუკეთესოც. ერთადერთი, ჩემზე შთაბეჭდილება დატოვა, თითქოს რაღაც აკლდა ფილმს; აი, მარილი აკლიაო სულ ცოტაო, რომ ამბობენ, რაღაც ეგეთი. მაგრამ ჯამში მაინც მაგარია.

ბოლო-ბოლო კოსმონავტზეა.

მოკლედ, გირჩევთ თავად ნახოთ ”მთვარე” და თავადვე შეაფასოთ. ხომ გაგიგიათ, ასჯერ გაგებულსა და წაკითხულს ერთხელ ნანახი ჯობიაო.

4 Comments leave one →
  1. somebody permalink
    26 October, 2009 3:10 AM

    ავღშფრთოვანდი.

    [სპოილერები!]
    მშვიდი სიტუაცია მომეწონა ძალიან – განსხვავდება თანაჟანრელებისგან. და კლონირების საკითხიც მართლა საინტერესოდ და ახლებურად არის ნაჩვენები. ნუ, კლონირებაში რა არის ახალი, მაგრამ აქ უფრო ნათლად და მძაფრად ჩანს ეთიკური პრობლემა

    რობოტიც დამაფიქრებელი პერსონაჟია.
    სმაილიკების იდეა გენიალურია… თან რეალისტურია – ანუ არი არის როგორც ზოგან – რობოტებს ადამიანის სახე რომ აქვთ, თან ემოციებს მაგრად გამოხატავს იმ სულ რამდენიმე სმაილიკით. მითუმეტს, როგორი ახლობელია ჩვენთვის ემოციის გამოხატვის ეგ ფორმა .. : )

    მოკლედ მაგარია

  2. 26 October, 2009 7:19 AM

    კარგად გიწერია.

    4 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რაც ამ ფილმშია
    გერტი თავისი სმაილებით – კლინტ მენსელის მუსიკა – სემ როკუელი – არანორმალური ატმოსფერო

  3. 30 June, 2010 3:20 PM

    ვა კევინი ტამაშობს, ანუ მაგარი ფილმია
    თან კაია სკოდელარიოც თამაშობს, უფრო დამაინტერესა :))

Trackbacks

  1. შადრევანი « კოსმიური ჯვაროსნის ჩანაწერები

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: