Skip to content

რატომ არ დადგება სამყაროს აღსასრული

9 November, 2009

ამ დღეებში ვფიქრობდი 2012 წლის 21 დეკემბერზე, დღეზე, როდესაც სამყარო უნდა დაინგრეს, დაიმტვრეს და ყოველივე უბედურება მოხდეს. საბოლოოდ, იმ დასკვნამდე მივედი, რომ რასაც არ უნდა ამბობდნენ მაიას კალენდრები, ნოსტრადამუსის შვილიშვილები და მკითხავი გულნაზი, სამყაროს აღსასრული ამ დღეს არ კი არა, ვერც დადგება. რა თქმა უნდა, ყოველივე გამყარებულია ჩემეული არგუმენტებითურთ, რაც ურყევი დასტურია სიმართლისა. სამყაროს აღსასრული ვერ დადგება ზემოთ აღნიშნულ თარიღს, ვინაიდან და რადგანაც:

ა. შეუძლებელია ყველაფერი ასე უაზროდ დამთავრდეს;

ბ. ეს ყოველივე დეზინფორმაციაა და მტკნარი სიცრუე. კიდევ, წინასწარ დაგეგმილი არშემდგარი პროვოკაცია;

გ. ზოგიერთი წყაროს ცნობით სამყარო ჯერ კიდევ მაშინ უნდა აღსრულებულიყო, როდესაც 2000 წელი დადგა, პახოდუ მეორედ მოსვლაც მაშინ უნდა ყოფილიყო;

დ. ჩვენ არ ვიმსახურებთ ამას მანამ, სანამ დედამიწაზე დაიბადებიან ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან/იყვნენ სოკრატე, ლომონოსოვი, ტესლა, ლაო ძი და ჯეი ჯეი აბრამსი;

ე. მე ვერასდროს გადავიხდი ჩემს 32-ე დაბადების დღეს;

ვ. უცხოპლანეტელები არსებობენ;

ზ. მეორედ მოსვლას შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ყოველ წელს ელიან, მაგრამ ჩემი ფეხები მიიღეს, მაპატიეთ გამოთქმისთვის – სამყაროს აღსასრულიც იგივე ისტორიაა;

ვგონებ, საკმარისი არგუმენტი დავწერე ზემოთაღნიშნული ფაქტის საწინააღმდეგოდ და თქვენც დაგარწუმენეთ ჩემს სისწორეში. სამწუხაროდ, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა პატრიოტი ორჯონიკიძის წყალობით აწ უკვე რუსეთის მფლობელობაში მყოფ სოჭში მხოლოდ იმ შემთხევაში ჩაიშლება, თუ მართლა სამყაროს აღსასრული დაიწყო. თუმცა, ისევ ოლიმპიადა სჯობს სამყაროს აღსასრულს, არა? არა?! ხო, ნუ რავიცი…

11 Comments leave one →
  1. 9 November, 2009 9:19 PM

    გეთანხმები რომ ჯერ ადრეა აღსასრული. შენც ისეთი მყარი არგუმენტები მოიყვანე.🙂 ცაგარელმა(ცნობილი ასტროლოგი) თქვა კიდე რომ ადამიანს კორექციის შეტანა შეუძლია კოსმოსში და რაც ნაწინასწარმეტყველია შეიძლება არ აღსრულდესო.🙂

  2. 11 November, 2009 12:09 AM

    სამყაროს აღსასრული არა ჯინა ლოლობრიჯიდა :)))))

    ადრე, ჩემ ღრმა ბავშვობაში ერთი გაზეთი გამოდიოდა (შეიძლება ახლაც გამოდის) სახელად “საოცრებათა კიდობანი” აი ზღაპრები მეორედ მოსვლაზე, სფინქსის გაცოცხლებაზე, ანტიქრისტეს დაბადებაზე და ნოეს დაბრუნებაზე იქ უნდა გენახა :)))

    • Hawk permalink
      28 December, 2009 12:16 AM

      მიცა შენ მაგით რისი თქმა გინდა…

  3. 12 November, 2009 12:12 AM

    დამთავრდეს რა.
    დავიმსახურეთ.

  4. 22 November, 2009 5:07 PM

    2013–ში დამთავრდება ყველაფერი. ბედის ირონია რომ გამოვიდეს მაგ პონტში.

  5. 1 December, 2009 12:47 PM

    ზამთრის ოლიმპიადა 2014–შია და არამგონია მანამდე რამე შეიცვალოს.ყველაფერი ფილმის პიარ კამპანიის ნაწილია.მაიას ტომების წინასწარმეტყველება არა კიდე ფრედი მერკურის გაცოცხლება,გაიტანეთ გრენლანდია ! ))

  6. 3 December, 2009 2:48 AM

    სამყაროსი არა და ამ ბლოგის აღსასრული დადგა მგონია…😦

    • 16 December, 2009 1:06 PM

      არ დამდგარა! ავტორის აღსასრული უფრო დადგა😦

  7. Hawk permalink
    28 December, 2009 12:12 AM

    2012 წელს არ ვიცი რა ხდება მაგრამ. წმინდა მამების ნათქვამიდან ვიცი რომ 2013 წელს მესამე მსოფლიო ომი იწყება. და ომი იწყება დედამიწაზე ადამიანთა შემცირების მიზნით. და ამაში უშუალოდ არის გარეული ანტი-ქრისტე. თუ რატო ეგ თქვენთვითონ გაიაზრეთ. და ამაზე რაც შეიძლება მეტი იფიქრეთ რადგან სამ წელიწადში შეიდლება საახალწლო მაშხალების მაგივრად ნამდვილი იარაღის შეძენა მოგიწიოთ.

    • 30 June, 2010 3:18 PM

      მე პირადად მაგის არ მჯერა. ეგეთ რაღაცეებს ნუ ავრცელებ რა, ხალხი პანიკდება
      განსაკუთრებით ისინი ვინც მორწმუნეა ან რავიმე ყველაფერს იჯერებს
      ჩემმა სკოლის მასწავლებელმა რაღაც წაიკითხა გაზეთში და ცუდად გახდა
      30 მაისს მთვარეო ისა ესაო
      ნუ მე პირადად კლასელს მაგრა ვაშინებ ეგეტი რაღაცეებით, მაგრამ ძალიან დაპანიკდა ერტი პერიოდი და თავი დავანებე
      ( – – )

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: