Skip to content

მაიმუნებიდან ქართველობამდე ანუ ქართველების ევოლუცია

28 დეკემბერი, 2009

ევოლუციის რომელ სტადიაში შეიძლება იყოს საქართველო? როგორც მთელი კაცობრიობა, ჩვენც ჰომო საპიენს საპიენსი ვიქნებით მარტივი ლოღიკის მიხედვით.

თუმცა, ყველა ასე როდი ფიქრობს. სტერეოტიპები, სტერეოტიპები და ისევ სტერეოტიპები – აი, რა ქმნის ევოლუციას ხალხის თვალში. ერთხელ მოწებებული სტერეოტიპის მოშორება კი ისეთი ძნელია, უჩემოდაც კარგად იცით ეგ.

ამ ერთობ მწარე სურათს ერთ-ერთ უცხოურ (!) საიტზე მივაკვლიე. ქართველების გარდა იქ სხვა ერებზეც იყო, თუმცა, ყველა თავისას მიხედავს. მიხვდებოდით, ალბათ, სურათზე გამოსახული მამაკაცი თავისივე ჰალსტუხს (ანუ ყლინჯს) მიირთმევს.

გაგახსენდათ საიდან მოდის ეს სტერეოტიპი? აი, მოგეცათ ოპოზიციის მომხრეებს სალაპარაკო – ევროპის თვალშიც როგორ გაგვაპარტახა ამ კაცმაო, ახლავე გადადგესო! თუმცა, ნუ იქნებით ასეთი დარწმუნებულნი, რომ ყველაფერი ერთი კაცის ბრალია, მისი წასვლით ივერია აყვავედება, ხოლო იმ კაცის ადგილის დამკავებელი უარეს სტერეოტიპებს არ მოგვაწებებს.

ფაქტი ფაქტია, ამ სურათის ავტორი ფრიად კრეატიული ადამიანია და იუმორის გრძნობაც აქვს განვითარებული. ეს უკვე სხვა საკითხია, ვიცინებთ თუ არა ჩვენ მასზე (ეს ჩვენი იუმორის გრძნობის განვითარებაზეა დამოკიდებული), მაგრამ ტირილსა და გინებას ხომ ისევ სიცილი ჯობია – კარგ ხასიათზე მაინც დავდგებით…

Advertisements
16 Comments leave one →
  1. 28 დეკემბერი, 2009 4:14 PM

    მადლობა უთხარი ის რომ არ დახატეს წვერიანი კაცი როგორ ურტყამს სხვებს თავში ჯვარს.

    ისე, ყველა-ყველა და ისრაელელს ხელში რა უჭირავს?
    შვეიცარია რო იყოს – შოკოლადის ფილა მეგონებოდა.

    • 28 დეკემბერი, 2009 9:09 PM

      ისრაელის ვერც მე მივხვდი… თან ის მეორე კაცი რა შუაშია? ათი მცნება უჭირავს შეიძლება. არ ვიცი.

  2. 28 დეკემბერი, 2009 8:15 PM

    😀
    surati momecona magrad 😀
    shoshvelia, shia da mxolod “ylinji” abia, da ra qnas? mshieri mokvdes? 😀

  3. 28 დეკემბერი, 2009 11:06 PM

    პირველი ჰალტსუკიჭამია.

  4. 3 იანვარი, 2010 12:45 PM

    ისრაელელი კამიკაძეა, ბომბი აქვს ამოჩრილი. : D

  5. 7 იანვარი, 2010 12:46 AM

    სხვა ქვეყნებიც ვნახე და კარგად ვიხალისე : )))

  6. 12 იანვარი, 2010 11:25 PM

    Houston, we’ve got a problem 😦

  7. 13 იანვარი, 2010 11:51 PM

    :))))

  8. 30 ივნისი, 2010 3:13 PM

    იაპონია და ამერიკა მომეწონა 😀
    საქართველოს არც ველოდი ისე ამ ქვეყნების გვერდზე :)) კარგია ვიღაცამ იცის მაინც რომ ვარსებობთ

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: