Skip to content

ეკლესიის გარშემო ატეხილი აურზაური

12 January, 2010

ამ ბოლო ხანებში უამრავი კრიტიკა მესმის ქართული მარლმადიდებლური ეკლესიისა.  კრიტიკოსები არიან ყველგან, ინტერნეტშიც, მეგობარ-ახლობლებშიც, ნათესავებშიც და ავტობუსებშიც. ეს საკითხი კი დღითიდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება.  რას შეეძლო გამოეწვია ასეთი გაუცხოება ეკლესიის მიმართ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე მკვიდრი მართლმადიდებლობის მრავალსაუკუნოვანი დამცველი ერისა? საინტერესოა, რა პროტესტი უნდა გაჩნდეს ისეთი შემწყნარებელი და ჰუმანური რელიგიის მიმართ როგორიც მართლმადიდებლობაა? შესაძლოა, რომ მან ამოწურა თავისი რესურსები და როგორც ნიცშე ამბობდა, ღმერთიც უკვე დიდი ხანია რაც მკვდარია?

ერთი შეხედვით, ეკლესიის მიმართ ამგვარი კრიტიკა სხვადასხვა ორგანიზაციათა და პირების არც ისე ჰუმანური და ლიბერალური მოქმედებების შედეგი უნდა იყოს. ყველას ახსოვს მელ გიბსონის ”ქრისტეს ვნებანი”-ს ჩვენების აკრძალვის მოთხოვნები, პროტესტი დენ ბრაუნის ”და ვინჩის კოდის” წინააღმდეგ, ჰელოუინის დარბევა, იაღოველების თავში ჯვრის რტყმევით დევნა და ა.შ.. ლოგიკურია, რომ ასეთ აგრესიასა და უჩვეულო აკრძალვებს პროტესტი გამოეწვია ხალხში, რომელიც ევროპულ ღირებულებებზე დებს თავს და დემოკრატიზაციას განიცდის. დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი აზრის გამოხატვის თავისუფლებაა, რისი აკრძალვა არც რელიგიას, არც კანონსა და არც რაიმე სხვა დოქტრინას შეუძლია. ამგვარი შეუთანხმებლობა სახელმწიფო სტრუქტურასა და მის ძლიერ რელიგიურ მოთამაშეებს შორის წარმოქმნის პროტესტის გრძნობას ხალხის გარკვეულ ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია და სახელმწიფო შესაძლოა ერთსა და იმავე მხარეს იყვნენ, ყოველთვის არიან გაღმივლები, რადიკალური ჯგუფები, რომლებიც გრძელვადიანს ვერა, მაგრამ მოკლევადიან ამინდს მაინც ქმნიან მანამ, სანამ ისინი უმცირეობას წარმოადგენენ. ეკლესია ძლიერი ორგანიზაციაა და მას უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია ხალხზე. თუმცა, მაშინ, როდესაც ხალხი მასში რწმენას კარგავს, იკარგება ეკლესიის ძალაც და ფუნქციაც და იგი ფუჭი ხდება. ეკლესიაში რწმენის დაკარგვა სრულიადაც არ ნიშნავს ათეიზმს თუმცა, არ გამორიცხავს მას.

მაშ, კვდება თუ არა ღმერთი? ღმერთის სიკვდილი ჯერ კიდევ შორსაა და კითხვა სწორედ ასე უნდა ჟღერდეს: კვდება თუ არა ეკლესია და რა იწვევს ამას?

ვფიქრობ, ამის პასუხის საპოვნელად უფრო უკან წარსულში  უნდა გადავინაცვლოთ. კერძოდ, ინდუსტრიული რევოლუციის დროს, როდესაც მსოფლმხედველეობის რადიკალური ცვლა დაიწყო. მანამდე, განათლებისა და ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი უმთავრესი (ერთადერთი თუ არა) წყარო სწორედ ეკლესია იყო, შესაბამისად, რომის პაპსაც გაცილებით დიდი გავლენა და ავტორიტეტი ჰქონდა. მას მერე, რაც წარმოიქმნენ არარელიგიური ხასიათის ორგანიზაციები თუ კორპორაციები, რომელთაც საკმაოდ დიდი გავლენა მოიპოვეს ხოლო კომუნიკაცია არნახულად განვითარდა და ხალხს უფრო მეტი თავისუფლება მიეცა, სწორედ მაშინ დაიწყო ეკლესიის კვდომა. ამას დაემატა სხვადასხვა მეცნიერებების გავლენის გაძლიერება, ინფორმაციის ალტერნატიული წყაროების გამრავლება, რადიო, ტელევიზია და ბოლოს, ინტერნეტი. ეკლესიის მთავარი ფუნქცია ხალხის ღმერთთან თუ რელიგიასთან დაკავშირება და მათი კონტროლი იყო. თუმცა, დღეს-დღეობით, როდესაც კონტროლის სხვა უამრავი უფრო ძლიერი საშუალება არსებობს, ხოლო ინფორმაცია იმაზე მეტია, ვიდრე ღმერთთან დასაკავშირებლად და რელიგიის შესაცნობადაა საჭირო, რად გვინდა ეკლესია? თავად განსაჯეთ, უმეტესობა თქვენგანი იცნობს ერთ ისეთ ადამიანს მაინც, რომელსაც სჯერა ღმერთის მაგრამ არ სჯერა ეკლესიის. თუმცა, რამდენიმე საუკუნის წინ, ასეთი ადამიანები ძალიან ცოტანი იყვნენ და მათ ეკლესიის უფრო სჯეროდათ, ვიდრე ღმერთის.

ცხადია, ეკლესიის ბოლო საკმაოდ შორსაა, უფრო შორს ვიდრე გვგონია. ნუ იფიქრებთ, რომ ეს სიახლეა. ხომ გაგიგიათ, ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველიაო. ერთხელ დანგრეული ეკლესია თავიდან აშენდება დრო რომ მოვა – ჩვენ ყველა ხომ მართლა წრეზე დავდივართ.

პ.ს. ზემოთ აღნიშნული მატერიალი მხოლოდ ჩემს მოკრძალებულ აზრს წარმოადგენს.

13 Comments leave one →
  1. 13 January, 2010 1:20 PM

    ღმერთი არ მოკვდება.
    ეკლესია თუ მოკვდა ღმერთი სხვა სახლს მოაგნებს. ეგაა და ეგ.

    ისე კი, იყო დრო, როდესაც კათოლიკური ეკლესია ბობოქრობდა. მერე გამოირეს ინკვიზიციების ეპოქა და ახლა საკმაოდ თანამედროვე და ტოლერანტ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.

    მართლმადიდებლურ ეკლესიას ეს გზა წინ აქვს. ასე რომ, ყველაფერი დალაგდება.

  2. 13 January, 2010 1:21 PM

    ჰოდა, კაი პოსტი იყო და შენ კიდე კინაღამ ნაადრევ ბლოგერულ პენსიაში გასვლა დააპირე🙂

  3. Sandro permalink
    13 January, 2010 5:31 PM

    კომუნა.ჯი_ზე შემთხვევით წავაწყდი ამ სტატიას და სათაურმა დამაინტერესა.
    რაც ხდება მხოლოდ იმათი ბრალია, ვისაც ჩვენი ერის დაშლა უნდა. ნახე რაკარგი სიტყვაა: ერთსულოვნება. ეს ნიშნავს, რომ რაღაც ორგანიზმის ყველა ელემენტი ერთი მიზნისკენ გეგმაზომიერად მიდის. ხოდა ქართველების ერთსულოვნების გარანტი ყოველთვის იყო ეკლესია. არ გინდა ქართველების ერთსულოვნებაა?! ებრძოლე ეკლესიას! ეგეც მიზანი.
    არაუშავს გავუძლებთ.

    შენ კი როგორც ყოველთვის, საინტერესო პოსტები გაქვს. ასე გააგრძელე.

  4. 13 January, 2010 6:03 PM

    ჰოდა ასე🙂
    http://virtualcollector.blogspot.com/2010/01/blog-post.html

  5. 16 January, 2010 4:43 PM

    mteli gaucxoeba da marazmebis gamravleba religiur temebtan dakavshirebit,imis bralia,rom adamianebs zomierebis grznoba dakarguli aqvs da mrevli da morcmuneebi socialurad statusad da tanamdebobad agiqvamen TavianT rwmenas da Tviton sasuliero pirebi meotxe xelisuflebad chamoyalibebas…da mer epirvelad gadaqcevas…
    arada,rqmena arc tanamdeboba da arc xelisuflebaa da arc amdeni qaqani ar chirdeba :I

  6. 18 January, 2010 5:56 PM

    მე ვერასოდეს დაგიმტკიცებ, რომ წითელი ფერი ჯობია მწვანეს, სამაგიეროდ, შემიძლია, ისე შემოგკრა თავში, რომ ცისარტყელას ყველა ფერი ერთად დაგანახო.
    გილბერთ ქის ჩესთერთონ🙂

  7. 28 January, 2010 1:10 PM

    სამწუხაროდ ეკლესიაში სიარული დღეს მხოლოდ მოდაშია, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს. ეს კი საზოგადოების დეგრადირების მაჩვენებელია და მეტი არაფერი

    • 30 June, 2010 3:02 PM

      ჰოო?
      მე პირიქით მგონია
      საოცრად პოპულარული გახდა ნიცშე, ღვთისგმობა, ღმერთზე ღადაობა, ათეისტობა და ა.შ
      ( – – )
      რატომ არ ეზარებათ, ჰმ

  8. 2kija permalink
    28 February, 2010 3:09 AM

    there will be blood (2007)

  9. Tornike permalink
    21 April, 2010 6:17 AM

    1. ეკლესიის კრიტიკა რელიგიის კრიტიკას არ ნიშნავს;
    2. “ქართველების ერთსულოვნების გარანტი ყოველთვის იყო ეკლესია” (ციტატა კომენტარებიდან)
    – “ქართველი” არსებობს ეკლესიაში მოსიარულე მორწმუნე, ეკლესიის გარეშე მორწმუნე, სხვა რელიგიის მორწმუნე, არა-მორწმუნე და ასე შემდეგ.
    “ქართველობის” “ეკლესიურობასთან” გაიგივება იგივეა, უცხო ქვეყანაში ქუჩაში ვინმე დაინახო და თქვა, ესეც ადამიანია, ესეიგი ქართული ეცოდინებაო.

Trackbacks

  1. სიმფსონები: ნაკურთხია! « The Sound and the Vuvuzela

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: