Skip to content

დისნეის დეჟა ვიუს ფენომენი

13 January, 2010

ყველას გექნებათ ნანახი ”ფიფქია და შვიდი ჯუჯა”, ”მძინარე მზეთუნახავი” თუ რომელიმე სხვა დისნეის ძველი მულთფილმი, ”მეფე ლომზე” რომ აღარაფერი ვთქვა. ისე, ცნობისთვის, 1937 წელს გადაღებული ”ფიფქია და შვიდი ჯუჯა” მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი ფილმების ათეულშიცაა შესული ”ჰარი პოტერისა” და ”ქარწაღებულები”-ს გვერდით.

ჰოდა, რაზე გამახსენდა ეს მულთფილმები. დააკვირდებოდით, ალბათ, ადამიანი გმირები ძალიან რეალურად გამოიყურებიან, პროპორციულებიც არიან და რეალურთან საკმაოდ მიახლოებულად მოძრაობენ ძველ მულთფილმებში. მაშინ არც კომპიუტერი იყო და არც ქსეროქსი რაიმე ზესაოცრებით ასეთი ეფექტისთვის რომ მიეღწიათ. არ ვიცოდი ამას როგორ ახერხებდნენ და ყოველივე მხატვართა საოცარ ნიჭსა და თვალს მივაწერე.

მერე გავიგე როგორც იღებდნენ სინამდვილეში. თურმე, თითოეულ სცენას ჯერ ნამდვილი მსახიობები თამაშობდნენ, ყველაფერს ფირზე იღებდნენ (ხან ფილმის და ხანაც სურათებს სახით). ამის მერე რასაც მხატვრები აკეთებდნენ, სავარაუდოდ, ყველას გექნებათ გაკეთებული: ფანჯარის შუშას რომ სურათი მიადო, ზემოდან ცარიელი ფურცელი დაადო და სილუეტი შემოავლო, ორიგინალის ზუსტ ასლს მიიღებ კონტურებით დახატულს. ზუსტად იმავე ხერხს მიმართავდნენ ანიმატორები, რომლებსაც უკვე გადაღებული კადრები ფურცლებზე კონტურებით გადაჰქონდათ. აი, რატომ იყვნენ პერსონაჟები ასეთი რეალურები.

დისნეის ასობით (თუ არა ათასობით) საბავშვო მულთფილმი აქვს გადაღებული და წარმოიდგინეთ, თითოეული ასეთი ფილმისთვის ცალ-ცალკე რომ გადაეღოთ მსახიობების თამაში, შემდეგ მხატვრებს თავიდან დაეხატათ და აემოძრავებინათ,  რაოდენ ძვირი და ხანგრძლივი პროცესი იქნებოდა ეს ყოველივე. სწორედ ამის გამო (სავარაუდოდ), წარმოიქმნდა ე.წ. დისნეის დეჟა ვიუს ფენომენი, რაც ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში ფრიად ნათლად არის ასახული.

8 Comments leave one →
  1. 14 January, 2010 8:36 AM

    დაგლიჯა! – და ეხლა ამას რო შეხედო სოციო-პროგრამირების თვალით, ანუ ბავშვებს აპროგრამებენ რეალურად რო ცეკვა არის ერთი და იგივე მოძრაობები, მულთფილმიდან მულთფილმამდე, ყველა გმირი ერთნაირად ცეკვავს, ყველა გმირი ერთნაირად უკრავს გარმონზე და ა.შ.

  2. ბაბისა permalink
    14 January, 2010 12:29 PM

    auh
    principshi ra moxda
    mara mainc ragac cudi iyo😀 imis gageba ro turme ase martivad yvela ertnairad cekvavs da aqamde arc sheminishnavs😀
    heh
    iadvileben turme rogor saqmes

  3. 13th cinnamon permalink
    14 January, 2010 12:33 PM

    დისნეი ანტისემიტი იყოო, გამიგია. არადა, ყოველთვის მეგონა, რომ ის კეთილი ბიძია იქნებოდა.

  4. 14 January, 2010 5:23 PM

    :))) ძალიან მაგარია..
    არასდროს მიმიქცევია ყურადღება :)))

  5. 14 January, 2010 11:07 PM

    მაგაზეა ნათქვამი: თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებ და უკვე მრავალჯერ ხარ მოტყუებულიო.🙂

  6. heasel permalink
    16 January, 2010 8:18 PM

    kargi postia!
    tan blogroll-Shi damamate
    რამაზისბლოგი heasel.wordpress.com

  7. 17 April, 2010 11:55 AM

    რა კარგი ისტორია გაგახსენებია. რომელიღაცა ლექციაზე განვიხილავდით ამას და ჩემი აზრი უცვლელია, რადგან ვერავინ ვერ ამჩნევს ამ “ტაფტოლოგიებს” ეს დისნეის სიდიადეს კიდევ უფრო ამყარებს

  8. 30 June, 2010 2:57 PM

    ო___ო
    ვაუ
    მე ასეთ რაღაცეებს არ ვაკვირდები ხოლმე
    ისე ცოტათი ზნელია არა ყოველ მულტფილმს მოუგონო ახალი ცეკვა და ა.შ ო___ო
    მერე რა რო გაიმეორეს =_=

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: