Skip to content

ასტრო_მაიკი @დედამიწა სიყვარულით ტვიტერიდან

29 January, 2010

ასტრო_მაიკის ჩამოტვიტერებული

ახალი ამბავი გაიგეთ? თუმცა, რაღა ახალი, ყველამ იცის უკვე ეგ: ტვიტერი გაფართოვებულა და ახლა დედამიწის ორბიტაზე მყოფ ნასასა და მარსის ჰუმანოიდების სასტავსაც შეუძლიათ ყოველდღიურად დატვიტერება. აი, ავიღოთ ასტრო_მაიკი (იგივე მაიკ მასიმინიო და ადამიანთა რასის წარმომადგენელი ორბიტაზე). კაცი კოსმოსში იყო და აგერ რა ჩამოუტვიტერებია პირდაპირ იქედან დედამიწელებისთვის, მაგარია კოსმოსში ძილიო.

აუჰ, რა გაუსწორდებოდათ ტვიტერის შემქმნელებს…

ეგრეა, ეგრე. ჯერ გაგარინი იყო, მერე არმსტრონგი და ახლა ტვიტერი. მამენტ, სადაც დედამიწაზეა ინტერნეტი, კოსმოსში რა პონტში არ უნდა იყოს, ჰა? იქ რა, ხალხი არ არიან თუ რა ერთი? აქამდე რას აკეთებდნენო, შეიძლება კიდევაც გაიფიქროთ. გგონიათ, აქამდე მართლა უინტერნეტოდ იყვნენ და ნასა ასტრო_მაიკის წასვლას ელოდებოდა? ცხადია ინტერნეტიც იქნებოდა და ერბო კვერცხიც, უბრალოდ, მაშინ ტვიტერი არ იყო და კოსმიური ინტერნეტიც  (ერბო კვერცხითურთ) გასაიდუმლოვებულ ტოპ სეკრეტ ფაილად იდებოდა სიაიეიში.

ასე თუ ისე, ფაქტი ფაქტია. კოსმოსში რომ/თუ წახვალთ, ჩამოტვიტერება არ დაგავიწყდეთ.

3 Comments leave one →
  1. 1 February, 2010 4:11 PM

    ეგ რაა. ტვიტერი მალე პლანეტა პანდორაზეც ჩაირთვება.
    ახლა ტესტირების რეჟიმშია.

  2. 12 May, 2010 7:32 PM

    ინტერვიუებიდან შემოვყევი ამ ბლოგს, ძალიან კარგი ბლოგია, გაღიმებული ვკითხულობ😀
    წარმომიდგენია, იუმორი რომ იერუსალიმიდან დაბრუნდება, მერე როგორი პოსტები იქნება😀

    • 30 June, 2010 2:42 PM

      იერუსალიმზე მეც გამეცინა :ყეს:
      მართლა კარგი ბლოგია ხასიათზე მოვედი (– –)

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: