Skip to content

რაიხი, საბჭოეთი და შტატები

2 March, 2010

პ.ს. აუცილებლად წაიკითხეთ ბოლოში მიწერილი კომენტარი.

ანტი-საჯაშუშო პროპაგანდა: შტატები, რაიხი და საბჭოეთი.

ჯარში გაწვევის პროპაგანდა: შტატები, რაიხი და საბჭოეთი.

ნაციონალური სიდიადის პროპაგანდა: შტატები, საბჭოეთი და რაიხი.

ომის პროპაგანდა: საბჭოეთი, რაიხი და შტატები

ბოლოში მიწერილი კომენატრი: თავადვე შეატყობდით, რაოდენ გვანან შტატებისა და საბჭოეთის პროპაგანდისტული პლაკატები ერთმანეთს. ღმერთმა უწყის, ვინ ვისგან რა გადაიხატა, მაგრამ ისიც ფაქტია, ამ ორი ზესახელმწიფოს პალატები გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე რაიხის, რამეთუ ფერთა გამა და ფორმები მეტ ენთუზიაზმსა და პატრიოტიზმს აღძრავენ ადამიანის გონებაში; აიღეთ, თუნდაც, ნაციონალური სიდიადის პროპაგანდა – როდესაც ჰიტლერი უბრალო მიწიერ ლიდერად არის წარმოდგენილი, ბიძია სემი და სტალინი გიგანტური ღმერთები არიან. ღმერთები კი ყოველთვის აჯობებებნ ადამიანებს. ახლა, არ მიკვირს რატომ წააგო გერმანიამ მეორე მსოფლიო ომი. ის ომის ღმერთებს ებრძოდა.

17 Comments leave one →
  1. 2 March, 2010 5:33 PM

    არცაა გასაკვირი რომ ერთმანეთს გავდა…. ხალხზე ზემოქმედების მასობრივი საშუალებები ერთია ყველგან……
    უუფ კიდევ კარგი ის ომი რომ მაგ ომის ღმერთებმა მოიგეს…. თორემ მერე მაგ მიწიერი ლიდერის მმართველბობას რა გაუძლებდა…

  2. 3 March, 2010 11:30 PM

    “როძინა მაწ ზავიოტ!” და ”ზა როძინუ – ზა სლავუ!” :D:D

    სტალინმა იდეოლოგიურად უფრო გაანადგურა გერმანია, ვიდრე საომარი ტაქტიკით🙂

    • 3 March, 2010 11:37 PM

      იასნია!

      მართლა ღმერთი კი არ იყო სტალინი, ისეთი იდეოლოგია გაატარა, თავი გაიღმერთკაცა. ოხერი იყო ეგ😀

  3. 5 March, 2010 8:27 PM

    ბოლო სიტყვებზე დამბურძგლა 🙄

  4. Tornike permalink
    15 April, 2010 6:02 PM

    ზატო გერმანელების მხატვრული პროპაგანდა (ისევე, როგორც მათი უნიფორმები, იარაღი და ზოგადად სამხედრო კულტურა) უფრო “სტილშია”.

    • 21 April, 2010 2:59 PM

      საბჭოთაც ”სტილშია” – წითელი მაისურიანი ურნო-ნამგალ გამოსახული ახალგაზრდები ხშირად მინახავს ”პადზემკებში ” :-დ

      ერთი ამერიკულმა ჩვენთან ვერ გაამართლა.

  5. 20 April, 2010 9:54 PM

    ბრბოს მართვის სტრატეგია ყველგან ერთია, თან იგივე განდიდებული ლიდერებიც ის იდეოლოგიაა, რომ ხალხს თუ უთხარი, რომ ისიც ადამიანია და შენც ანუ ერთნაირები ხართ, ის აუცილებლად გეტყვით “შენ თუ მართავ ქვეყანას მეც შემიძლია” და თქვენ უკვე დიდი პრეტენზიის მქონე მოქალაქე(ები) გყავთ, ხოლო თუ თქვენ მას ეტყვით, რომ ღმერთი (ან თუნდაც მასზე აღმატებული რომელიმე არსება ხართ) ბრძანდებით, ის იფიქრებს რომ ღმერთს კონკურენციას ვერ გაუწევს და გაჩუმდება…

    ისე თუთაშხიაშია კიდე კარგად ბრბოს ასეთ სტილში მართვა, როცა ხალხს ისე ექცეოდა როგორც ცხოველებს, რათა ადამიანობაზე პრეტენზია არ გაჩენოდათ

    • 21 April, 2010 3:00 PM

      წასაკითხია ეგ წიგნი. რამდენი ხანია ვგეგმავ (უკვე 5 წელია!!!!) და ვერ მოვაბი თავი😐

      • Tornike permalink
        21 April, 2010 5:13 PM

        მეც ზუსტად ეგრე. უნდა ჩავუჯდე მაგ წიგნს აუცილებლად.

        რაც შეეხება “სტილს” – მეორე მსოფლიო ომის გერმანული არმიის, სამხედრო და სააღლუმო უნიფორმების, ნაცისტურ პროპაგანდაში მითოლოგიური ელემენტების გამოყენების მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მოყვარულის პოსტი წამიკითხავს ფორუმებზე (რაღა დავმალო და მეც დიდი ინტერესი/სიმპათია მაქვს ნახსენების მიმართ უკვე 7-8 წელია), მაშინ როცა შედარებით პრიმიტიულმა საბჭოთა პროპაგანდამ მასიური შედეგი მარტო რუსეთში/საბჭოთა კავშირში მოიტანა.

        სხვათა შორის, “ღმერთკაცები” რომ იყო ნახსენები, სამხედრო თვალსაზრისით ზუსტად საპირისპირო მდგომარეობა იყო – ამერიკელი და განსაკუთრებით საბჭოთა “უბრალო” ჯარისკაცები უპირისპირდებოდნენ Waffen SS-ის სპეციალურად არჩეულ, გაწვრთნილ, ჩაცმულ და შეიარაღებულ გერმანელებს, რომლებსაც ყოველგვარად უქმნიდნენ “ზე-ჯარისკაცის” სტატუსს და უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარი საბრძოლო შედეგებითაც შეჰქონდათ წვლილი ამ სტატუსში. ეს ყველაფერი რათქმა უნდა, პოსტერებშიც აისახებოდა.

        • 22 April, 2010 2:03 PM

          გერმანელები რომ უფრო დისციპლინირებულნი იყვნენ ცხადია. ჯერ მარტო წყალქვეშა ნავების ზეფლოტი ჰქონდათ!!! მაგ მხრივ ზეხალხი გერმანელბები იყვნენ (და ომი რომ წააგეს რაღაც უცნაურია. მამაძაღლობის სუნი მცემს მანდ!), თუმცა, აი, პოსტერებს რომ ვუყურებ, ჩემი აზრით, შტატების და სსრკ-ს პოსტერები უფრო ძლიერია ვიდრე გერმანელების. გერმანელების თითქოს არისტოკრატული და ”ნაზია” და ამათი აგრესიულია ძალიან (ომის დროს აგრესიული უფრო გამოსადეგია, ვგონებ).

  6. 23 April, 2010 2:17 PM

    ar vici ramdenad gmertebi iyvnen sabchota da shtatebis mmartvelebi mara hittleric ro udzlieresi martveli iyo ar unda laparaki magram hitleri ver mixvda rodis unda gacherebuliyo da dzalebi agedgina. love germany!!!

  7. 6 June, 2010 4:56 PM

    ვეხმაურები განცხადებას კიარადა პროკლამაციებს. სხვათაშორის ჰიტლერი სანამ კაპრალი გახდებოდა და სანამ დედა ცოცხალი ჰყავდა მხატვრობა უნდოდა მაგრამ არ გამოუვიდა მხატვრობა, უსიცოცხლო სურათების გამო გამოუშვეს და საინჟინროზე ურჩიეს ცაბარება. ეს ისე : )

  8. 6 June, 2010 4:57 PM

    რაც შეეხება გერმანიის საცეცხლე ძალას ამერიკელებს, კერძოდ პრესცკოტ ბუშს და იგ-ფარბენს უმადლოდენ

  9. 6 June, 2010 4:58 PM

    დამავიწყდა მეთქვა ნაწილობრივ უმადლოდენ-თქო

    • 24 June, 2010 11:48 PM

      კი, ჰიტლერის ერთი ნახატი მაქვს ნანახი და არაუშავდა. ნორმალური იყო. ჯობდა მხატვარი გამოსულიყო.

ბოლოსიტყვაობა

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: